დაავადებები, რომელთაც თავად ამოიცნობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებები, რომელთაც თავად ამოიცნობთ

1. საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ქრონიკული კოლიტი.

ქრონიკული კოლიტი მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებაა, გამომწვევი მიზეზის მიხედვით არჩევენ ინფექციურ, პარაზიტულ, ჰელმინთურ (ჭიები) და ტოქსიკურ კოლიტებს.

ინფექციური ეტიოლოგიის კოლიტებიდან გამოყოფენ დიზენტერიულ კოლიტს, რომელიც ქრონიკული კოლიტების 18%-ს შეადგენს.

პარაზიტულ კოლიტს იწვევს ამებიაზი, ბალანტიდიაზი, ლამბლიოზი (სამივე ნაწლავის პარაზიტებით გამოწვეული დაავადებაა);

ჰელმინთურ კოლიტს იწვევს ისეთი პარაზიტული ჭიები, როგორებიცაა: ასკარიდები, კუდმახვილა ჭიები (ენტერობიუსი) და სხვ.

ინტოქსიკაციური კოლიტი გამოწვეულია ტყვიით, დარიშხანით, სპილენძით, თუთიით, ვერცხლისწყლით, რკინით, სოკოთი მოწამვლით.

mkurnali.geკოლიტის განვითარებას ხელს უწყობს კვება უხეში, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით, ცილების, ვიტამინების დეფიციტი, ცუდი ღეჭვა, საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის ხშირი ხმარება.

ქრონიკული კოლიტისთვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის (სიმშვიდის, უსიმპტომო პერიოდი) პერიოდები.

გამწვავების პერიოდი იწყება მუცლის არეში ტკივილით, რომელიც მსუბუქდება დეფეკაციის შემდეგ. ირღვევა კუჭის მოქმედება: ფაღარათი, ყაბზობა, მათი მონაცვლეობა; გამონაყოფში უხვადაა ლორწო, თავიდან იგი თხელია და ფაფისებური. ზოგჯერ სისხლიანი და ჩირქიანი. კუჭში გასვლის სურვილი ძლიერია და თან სდევს ტკივილი მუცელში და დეფეკაციის მტკივნეული სურვილი. ზოგ შემთხვევაში ავადმყოფებში შეინიშნება ისტერია, აგრესიული რეაქცია, დეპრესია, აკვიატებული აზრები, შიში და ნევროლოგიური რეაქციები.

ქრონიკულ კოლიტს ახასიათებს დეფეკაციის თავისებურებანი. ზოგს მისი სურვილი უჩნდება ფეხზე ადგომისთანავე, ზოგჯერ საჭმლის მიღებას უკავშირდება. ხშირია სიცივით გამოწვეული ფაღარათი, ემოციური ფაღარათობა (შიშისა და აღელვების გამო გაჩენილი რეფლექსური დეფეკაცია). ქრონიკული კოლიტის მიწყნარების პერიოდისთვისაც დამახასიათებელია დეფეკაციის შემდეგ დაკმაყოფილების გრძნობის უქონლობა.

ასეთი ჩივილების შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ, თორემ მდგომარეობა კიდევ უფრო გაგირთულდებათ.

2. მწვავე ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა. ის ზემო სასუნთქი გზების გავრცელებული დაავადებაა. დაავადების ხანგრძლივობა 1-3 კვირაა. დაავადების დასაწყისში პაციენტს აწუხებს ზოგადი სისუსტე, ტკივილი ან ჩახეხის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რაც ტრაქეის ანთების ნიშანია.

mkurnali.geმწვავე ბრონქიტის ძირითადი სიმპტომია ხველა, დასაწყისში - მშრალი, გახანგრძლივებული, შემდგომში _ ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. ნახველს შესაძლოა ჰქონდეს სისხლის მინარევი.

გახანგრძლივებულმა ხველამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების არეში ტკივილის შეგრძნება. ტემპერატურა შეიძლება დარჩეს ნორმალური, თუმცა ხშირად აღინიშნება მისი მატებაც.

მწვავე ბრონქიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი, ავადმყოფს ეკრძალება თამბაქოს მოწევა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის (ჩაის, ტუტე-მინერალური წყლის, რძის, კომპოტების) მიღება, ინჰალაციები - სოდის 2%-იანი ხსნარით, კოტოშები. ინიშნება ამოსახველებელი და მუკოლიზური (ნახველის გამათხიერებელი) საშუალებები. მოსალოდნელი გართულებაა ფილტვების ანთება, ამიტომ მისი პროფილაქტიკის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის მიერ ანტიბიოტიკებიც ინიშნება.

თუ ეს მცირე მიმოხილვა თქვენთვის საინტერესო იყო, აუცილებლად დაგაინტერესებთ წიგნი "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", რომელიც კვირის პალიტრასთან ერთად 1-დან 8 -ივნისამდე გაიყიდება.

წიგნში ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ, სამედიცინო-პოპულარულ ენაზე, დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება.

წიგნზე ხუთი წელი მუშაობდნენ საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები, ცნობილი პრაქტიკოსი ექიმები.

ეს 22-თავიანი წიგნი განიხილავს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, რევმატიული, შარდის გამომყოფი, სისხლის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების დაავადებებს. აგრეთვე, ბავშვთა, გინეკოლოგიურ, ინფექციურ, ანდროლოგიურ, ალერგიულ, პარაზიტულ, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალის, კბილებისა და პირის ღრუს, ქირურგიულ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სიმსივნურ, კანისა და ვენერიულ სნეულებებს. წიგნში ცალკე თავად არის გამოყოფილი პირველი დახმარება.

mkurnali.geწიგნში თითოეული დაავადება კომპაქტურად და ვრცლად არის აღწერილი. კერძოდ, განხილულია დაავადების გამომწვევი მიზეზი, განვითარების მექანიზმი ანუ როგორ ვითარდება დაავადება ორგანიზმში, კლინიკური მიმდინარეობა, დამახასიათებელი სიმპტომები, გართულებები, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები, მოცემულია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასარგებლო რჩევა-რეკომენდაციები.

ამ გამოცემის მიზანი არ არის შეცვალოს ექიმი, მისი მიზანია, აამაღლოს პაციენტის და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონე. დაეხმაროს პაციენტს, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მიიღო ექიმისგან. ხშირად ექიმი დიაგნოზს კი სვამს, მაგრამ პაციენტი მისგან ვერ იღებს დამაკმაყოფილებელ და მისთვის

გასაგებ ინფორმაციას, უჩნდება უამრავი შეკითხვა, რაზეც პასუხის მიღება ძნელდება.

წიგნი ასევე დაეხმარება მკითხველს, რა ჩივილების, სიმპტომების შემთხვევაში რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის", ფასი ამ აქციაში 18,5 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი 20 ლარი ეღირება.