დიდი ექიმი, ღირსეული მამულიშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი ექიმი, ღირსეული მამულიშვილი

ბედნიერი ადამიანი იყო. აღიზარდა შესანიშნავ ოჯახში, ჰყავდა ღირსეული, მუდამ გვერდით მდგომი, ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე - ექიმი ოფთალმოლოგი ელისაბედ ვარაზი, შვილები. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იშრომა, იღვაწა, იბრძოლა, სიკეთე თესა, ბევრს დაეხმარა პროფესიული გზის არჩევასა და სპეციალისტად ჩამოყალიბებაში, დაიხარჯა, უშურველად გასცა სითბო და სიყვარული. არასოდეს გამოჰკიდებია წოდებებს, პრივილეგიებს, კეთილდღეობას. ჩუმად, უხმაუროდ აკეთებდა ბევრ მნიშვნელოვან საქმეს. მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე ხალხის - პაციენტებისა და კოლეგების - სიყვარული იყო. კალისტრატე მარკოიშვილი იყო საქართველოში ანგიოლოგიის როგორც მეცნიერებისა და კლინიკური მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი უშუალო ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაცია. მისი ნაშრომი, რომელშიც სისტემატიზებულ იქნა სისხლძარღვთა დაავადებების კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი ასპექტები, სამაგიდო წიგნად იქცა არა მარტო ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგებისათვის, არამედ მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტებისთვისაც. 40 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიისა და ორი გამოგონების ავტორმა, სრულყოფილად იცოდა რუსული და ინგლისური ენები, თარგმნიდა ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა მის კოლეგებს დასჭირვებოდათ. 1991 წელს კალისტრატე მარკოიშვილი ვაშინგტონის სიეტლის ვასკულარული ქირურგიის ინსტიტუტში მიიწვიეს, მაგრამ საჭირო თანხის უქონლობის გამო ვერ გაემგზავრა. 1994 წელს კი ნიუ-ჯერსის რობერტ ვუდ ჯონსონის სამედიცინო სკოლიდან მიიღო მიწვევა. შვეიცარიაში ყოფნისას კალისტრატე მარკოიშვილმა გაიცნო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კარდიოქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ველებიტი, რომელმაც ის ურთულეს ოპერაციებზე დასასწრებად მიიწვია. როგორც შემდეგ თბილისელ კოლეგებთან სტუმრობისას განაცხადა ბატონმა ველებიტმა, მისთვის უაღრესად საინტერესო ყოფილა კალისტრატე მარკოიშვილის აზრი ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას. უდიდესი ტკივილი, რაც აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა მოუტანა, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. საომარი მოქმედებების პირველივე დღეებიდან ექიმთა ბრიგადის შემადგენლობაში იყო. ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე დროებით განლაგებულ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც წამყვანი სპეციალისტის მოვალეობას ასრულებდა, კონტუზია მიიღო, მაგრამ ფიზიკურ ტრავმაზე მეტად სულიერი ტკივილი ტანჯავდა. აფხაზეთის შემდეგ გადატანილი ტრავმა ქირურგად მუშაობის საშუალებას აღარ აძლევდა. ჯანმრთელობა სოხუმში დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენას შესწირა... 1994 წელს დააჯილდოეს მედლით „მხედრული მამაცობისთვის“. ბედის ირონიით, სწორედ იმ დაავადებით გარდაიცვალა, რომელთან ბრძოლასაც შეალია სიცოცხლე. იცოდა თავისი მდგომარეობა, მაგრამ, სხვისთვის თავდაუზოგავმა, საკუთარი თავისთვის დრო ვერ გაიმეტა. ღირსეულად იცხოვრა და სპეტაკი, წარუშლელი კვალი დატოვა ბრწყინვალე პიროვნებამ და ექიმმა - კალისტრატე მარკოიშვილმა.