ზღვა - პლანეტის უდიდესი ბიოსისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვა - პლანეტის უდიდესი ბიოსისტემა

ზღვის წყლის შემადგენლობა

ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ძირითადად - ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადი), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებანი.

ზღვის წყლის მარილები

ზღვის წყლის მარილიანობა საშუალოდ 3,5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ლიტრში 35 გრამი მარილია გახსნილი. სხვადასხვა ზღვის წყალი სხვადასხვა ოდენობის მარილს შეიცავს. მაგალითად, შავი ზღვის ზედაპირზე მარილიანობა 17-18%-ია, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - 8-13, ხოლო ფსკერზე - 22-22,5. ხმელთაშუა ზღვის მარილიანობა 37-ს აღწევს, წითელი ზღვისა - 60-ს, კასპიის ზღვისა - 11-ს, აზოვისა - 8-10-ს, მკვდარ ზღვაში კი ეს მაჩვენებელი 300-ია. იგი ყველაზე მლაშე წყალია, რომელშიც არასდიდებით არ ჩაიძირებით. მასზე ჩამოჯდომაც კი შეიძლება. მკვდარი ზღვა სავსებით ამართლებს სახელს - ძლიერი მარილიანობის გამო მასში ცოცხალი ორგანიზმები თითქმის არ ბინადრობენ. ზღვის წყალი მარილებს ასეთი თანაფარდობით შეიცავს:

  • ნატრიუმის ქლორიდი - 77,8%
  • მაგნიუმის ქლორიდი - 10,9%
  • მაგნიუმის სულფატი -  4,7%
  • კალციუმის ქლორიდი - 3,6%
  • კარბონატები - 0,3%
  • აზოტის ნაერთები - 0,2%
  • ფოსფორის ნაერთები - 0,2%

ზღვის წყალს სიმლაშეს ნატრიუმის ქლორიდი სძენს, სიმწარე კი ნატრიუმის სულფატის, მაგნიუმის ქლორიდისა და მაგნიუმის სულფატის დამსახურებაა. ზღვის წყლის ერთ-ერთი თვისებაა, მუდმივად შეინარჩუნოს რაოდენობრივი ურთიერთშეფარდება იმ მარილთა იონებს შორის, რომლებიც მასში არსებულ მინერალურ ნივთიერებათა 99,9%-ს შეადგენს. ზღვის წყლის სიმკვრივე 1020-დან 1030კგ/მ3-მდე მერყეობს, მჟავიანობა კი 7,6-დან 8,4-მდე. ზღვის წყალში ბგერა საათში დაახლოებით 1500 მ სიჩქარით ვრცელდება.

ზღვის წყლის აირები

ეს გახლავთ ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, აზოტი, ინერტული აირები და გოგირდწყალბადი. 1 ლიტრ წყალში დაახლოებით 5-10სმ3 ჟანგბადია გახსნილი. 1:2 - ასეთია მისი შეფარდება აზოტთან.

ნახშირორჟანგი წყალში ზღვის ცხოველთა სუნთქვისა და ცხოველქმედების შედეგად ხვდება. გო-გირდწყალბადი მარილებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება, თუმცა მისი მთავარი წყარო  ანაერობული ბაქტერიების მიერ ცხოველთა და მცენარეთა ნარჩენების დაშლა-მონელების პროცესია, რომლის უკანასკნელი რგოლიც გოგირდწყალბადის გამოყოფა გახლავთ. შავ ზღვაში, 200 მეტრ სიღრმეზე, უკვე შეხვდებით გოგირდწყალბადს, ფსკერზე კი ამ აირის ოდენობა ლიტრ წყალში 7,0 სმ3-ს აღწევს.

ზღვის ფლორა

ზღვის ფლორა შეიცავს:

  • 270 სახეობის მწვანე, ყავისფერ და წითელი ფერის წყალმცენარეებს;
  • 350 სახეობის მიკროსკოპულ პლანქტონურ ორგანიზმებს;
  • უამრავი სახეობის ბაქტერიას.

სამივე ჯგუფი ერთად ზღვის ფიტოპლანქტონს ქმნის. პლანქტონურ წყალმცენარეთა უმრავლესობა მზის ენერგიის საშუალებით იკვებება, ცოცხლობს და ვითარდება, თუმცა ფიტოპლანქტონი ისეთ წყალმცენარეებსაც შეიცავს, რომლებსაც, ცხოველების მსგავსად, მხოლოდ მზა ორგანული ნაერთებით შეუძლიათ არსებობა. ფიტოპლანქტონის უდიდეს ნაწილს მეტად სასარგებლო წყალმცენარეები შეადგენს, რომელთაც ადამიანი სამკურნალოდ და საკვებად იყენებს. სამკურნალო თვისებები აქვს თითქმის ყველა წყალმცენარეს. მათი პრეპარატები 300-მდე დაავადებას კურნავს, ხოლო მათგან დამზადებული საკვები ნებადართულია პათოლოგიური პროცესის თითქმის ყველა სტადიაზე. მათ მხოლოდ დაავადების პროფილაქტიკა კი არა, მისი პირველი კლინიკური ნიშნების აღმოფხვრაც ძალუძთ. ფიტოპლანქტონის მაღალ კვებით ღირებულებას მის შემადგენლობაში შემავალი ცილა განსაზღვრავს. წყალმცენარეები ცილით ყველა სხვა პროდუქტზე მდიდარია, თანაც ცხოველურზე გაცილებით სასარგებლო, ვინაიდან ქოლესტერინი მათში საერთოდ არ არის. ფიტოპლანქტონი უხვად შეიცავს ვიტამინებსა და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს, რომელთა გარეშე ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა წარმოუდგენელია. ისინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებზე, თანაც ისეთი ფორმით არის წარმოდგენილი, რომ ორგანიზმი მათ ადვილად იწოვს და ითვისებს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის სასარგებლოა პრაქტიკულად ყველაფერი,  რაც კი ზღვაში მოიპოვება, თვით ზღვის მარილის ჩათვლით, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებათა სრულ კომპლექსს შეიცავს.

ზღვის ფაუნა

ზღვაში უმთავრესად სამი სახის მიკროორგანიზმები ბინადრობენ:

1. სახეობები, რომლებიც კარგად იტანენ წყლის მარილიანობის ფართო დიაპაზონს;

2. სახეობები, რომლებიც ეგუებიან ზომიერად ცივ წყალს;

3. სახეობები, რომლებსაც განვითარების არც ერთ სტადიაზე არ სჭირდებათ განსაკუთრებით დიდი სიღრმე.

ყველა ეს სახეობა შეიძლება ორ ჯგუფადაც დაიყოს: ზღვის მუდმივ და დროებით ბინადრებად.

რაც შეეხება ცხოველებს, ზღვებში მათი 2,5 ათასამდე სახეობა ბინადრობს, მათ შორის:

  • 500 სახეობის ერთუჯრედიანი ორგანიზმი;
  • 160 სახეობის ხერხემლიანი - თევზები და ძუძუმწოვრები;
  • 500 სახეობის კიბოსნაირი;
  • 200 სახეობის მოლუსკი;
  • სხვადასხვა ჯგუფის უხერხემლონი.

ზღვის სანაპიროს კლიმატი

ზღვის კლიმატს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: გეოგრაფიული მდებარეობა, წყლის ზევით ჰაერის მასების მოძრაობა, ნაპირის ხასიათი და ხმელეთის რელიეფი. ამ ფაქტორების კვალობაზე, განასხვავებენ სამი ტიპის სანაპირო კლიმატს:

  • თბილსა და ტენიანს;
  • გრილსა და ტენიანს;
  • თბილსა და მშრალს.

ზღვის სანაპირო კლიმატისთვის დამახასიათებელია:

  • მცირე განსხვავება ჰაერის დღეღამურ და სეზონურ ტემპერატურას შორის;
  • ჰაერის მაღალი ტენიანობა;
  • მაღალი ატმოსფერული წნევა და მზის რადიაცია;
  • არეკლილი ულტრაიისფერი სხივების უხვი შემცველობა;
  • ბრიზი - ქარი, რომელიც ხმელეთისა და ზღვის ტემპერატურათა სხვაობის გამო წარმოიქმნება და დღისით, როდესაც ხმელეთის ტემპერატურა უფრო მაღალია, ზღვიდან ხმელეთისკენ ქრის, ხოლო ღამით, როცა ხმელეთის ტემპერატურა ზღვისაზე დაბალია, ხმელეთიდან ზღვისკენ;
  • იოდის, ბრომის, ქლორ-ნატრიუმის, ოზონისა და სხვა მიკროელემენტების სიუხვე.

თბილი და ტენიანი კლიმატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

შავ ზღვაში წყალი არასოდეს იყინება, რადგან იგი ზღვებს შორის ყველაზე თბილია. მისი წყლის ტემპერატურა ზედაპირზე  6 თვის განმავლობაში 16 გრადუსზე მაღალია, ზამთარში 6-8 გრადუსს უტოლდება, ზაფხულში კი 25-ს აჭარბებს.