ვინ ხართ: ბუ, ჭოტი თუ?.. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ ხართ: ბუ, ჭოტი თუ?..

ისე ამოვარდით კალაპოტიდან და სამი-ოთხი დღის განმავლობაში იმდენი საქმე დაგიგროვდათ, ღამის გათენებაც რომ მოგიწიოთ, მაინც უნდა დაამთავროთ, ამიტომაც მთელი ღამე ფუსფუსებთ და გამთენიის ხანსღა წვებით დასაძინებლად. დღეს დღე მისდევს, საპატიო მიზეზები და გადაუდებელი საქმეები არ ილევა და ასე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად იცვლება თქვენი ყოველდღიური რეჟიმი. ვერ ამჩნევთ, რომ თან-დათან ბუდ იქცევით. რას ჰქვია ბუო? - გაიკვირვებთ, მაგრამ თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ 2-3 საათზე ადრე ვერ იძინებთ, დილაობით კი თავს ბალიშიდან 10 საათამდე ვერ სწევთ. საზიანოა თუ არა ყოველივე ეს ჯანმრთელობისთვის? მოდი, ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ ხართ სინამდვილეში.

1. გიჭირთ ჩაძინება?

ა. ყოველთვის, ან თითქმის ყოველ ღამე.

ბ. მხოლოდ მძიმე, ემოციურად გადატვირთული დღის შემდეგ.

გ. მხოლოდ მაშინ, თუ ძილის წინ არ დანაყრდით.

დ. იშვიათად, უმთავრესად - ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო.

2. ღამით:

ა. ხედავთ როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად სიზმრებს, მაგრამ იშვიათად.

ბ. ხედავთ ფერად და საკმაოდ უცნაურ სიზმრებს კვირაში 2-3-ჯერ მაინც.

გ. ხშირად გაღვიძებთ კოშმარები.

დ. ისე ხართ დაქანცული, სიზმრებს ვერ ხედავთ ან ვერ იმახსოვრებთ.

3. ძილის დროს:

ა. გცხელათ, რადგან ჩაძინებისას ღუმელივით ხურდებით.

ბ. თუ ფანჯრები არ გამოაღეთ, სული გეხუთებათ.

გ. იხდით საბანს და იყინებით.

დ. ვერაფერს გრძნობთ და არაფერი იცით - თქვენ ხომ გძინავთ!

4. დილით:

ა. იღვიძებთ ძნელად და უგუნებოდ.

ბ. გაღვიძებისთანავე ყავა თუ არ დალიეთ, ენერგიის მოკრება გიჭირთ.

გ. იღვიძებთ იმაზე ფიქრით, რას გიმზადებთ დღევანდელი დღე.

დ. გიხარიათ, რომ კიდევ ერთი დღე გაგითენდათ.

5. საქმეს აკეთებთ:

ა. მხოლოდ საღამოობით, რადგან ამ დროს გეუფლებათ შთაგონება და ენერგიით ივსებით.

ბ. დილაობით 2-3-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საღამოს.

გ. მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას დღის მეორე ნახევარში ამჯობინებთ.

დ. თუ საქმე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოჰკიდოთ ხელი.

პასუხების სიჭარბე ტიპურ ბუს წარმოაჩენს. მათ ბავშვობაშიც უჭირდათ ადრე დაძინება. ასეთ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ აქვს - თუ თავს ადრე დაწოლას აიძულებთ, შესაძლოა, მეორე ტიპის უძილობა მიიღოთ: ღამის 3-4 საათზე გაგეღვიძოთ და მთელი დღე მოთენთილი იყოთ.

რჩევა: შეეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ 6-7 საათს მაინც იძინოთ. უკეთესი იქნება, თუ მანამდე იძინებთ, ვიდრე თავისთავად არ გაგეღვიძებათ. ჭეშმარიტი ბუ, რომლის ორგანიზმიც ბუნებრივად არის დაპროგრამებული ცხოვრების ღამეულ წესზე, შედარებით ცოტაა - არა უმეტეს 12%-ისა - და მათი უმრავლესობა ქალაქის მკვიდრია. ჭოტების რიტმზე მათი გადასვლა სერიოზულ პრობლემებს - უძილობას, სხვადასხვა ტიპის ნერვულ დარღვევებს აძლევს დასაბამს.

პასუხების სიჭარბე ტიპურ ჭოტს ახასიათებს. ასეთი ხალხი მთქნარებას 10 საათისთვის იწყებს, 11-ის-თვის  კი ტკბილად სძინავს. ბუებისგან განსხვავებით, 8-9 საათი მაინც უნდა იძინონ, თორემ შრომისუნარიანობა საგრძნობლად დაუქვეითდებათ. ვერ უძლებენ გადატვირთვას. შეუსვენებლად დიდხანს მუშაობა არ შეუძლიათ. ჭოტებს ხშირად დაბალი არტერიული წნევა აქვთ. მზის ამოსვლის-თანავე ადგომა მათთვის აუცილებელია - მოგვიანებით ორგანიზმის ბიოლოგიური საათი წნევის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ ჭოტებს გაღვიძება და გამოფხიზლება უჭირთ.

რჩევა: ჭოტებისთვის აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში, სირბილი. საკმარისია, რამდენიმე დღე რეჟიმი ზედიზედ დაარღვიონ (გვიანობამდე გაერთონ, ღამე ათიონ), რომ ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყევათ, მოგვიანებით კი შესაძლოა ისტერია და დეპრესიაც კი დაემართოთ. ასე რომ, ნუ დაარღვევეთ ჩვეულ რეჟიმს, ხოლო დაძინებისას აუცილებლად გამორთეთ ტელევიზორი და ჩააქრეთ სინათლე.

პასუხების სიჭარბე შრომისა და დასვენების არასწორი რეჟიმისგან დაღლილ-დაქანცულ ადამიანს ამხელს. ასეთ ხალხს, როგორც ამბობენ, თავიც აღარ ახსოვს. ისინი მეტისმეტად გრძნობიარენი და სათუთნი არიან. 7-8-საათიანი ძილი ჰყოფნით, ოღონდ დაძინებამდე აუცილებლად უნდა დამშვიდდნენ და მოდუნდნენ.

რჩევა: ეცადეთ სამუშაო, სატელეფონო საუბრები და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსკენ არ მოიტოვოთ, არც მძაფრსიუჟეტიანი და ემოციურად დახუნძლული ფილმების ყურებაა თქვენთვის სასურველი ძილის წინ. საღამოს, განსაკუთრებით მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ, აუცილებლად მიირთვით დამაწყნარებელი ნაყენი.

პასუხების სიჭარბე ჯანმრთელ და მშვიდ ადამიანს წარმოაჩენს. დაუჯერებელიც კია, რომ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა იყო დრო, როცა ასეთი ფსიქიკისა და ნერვების პატრონები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდნენ. რა ბუ? რის ჭოტი? დაიღალა ადამიანი და ჩაეძინა, ეძინა იმდენ ხანს, რამდენიც მის ორგანიზმს დასჭირდა ძალ-ღონის აღსადგენად, გაიღვიძა და უმალვე ჩაერთო ცხოვრების  ფერხულში. ეს იდეალური ვარიანტია. ასეთი რეჟიმისკენ თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს. ამისთვის კი ცხოვრება ჰარმონიულად უნდა ავაწყოთ: ვიპოვოთ საყვარელი საქმე, ხშირად ვიცვალოთ გარემო, თავი ვარიდოთ კონფლიქტს, უსიამოვნო ფიქრებსა და არასასურველ მოგონებებს, გავიხანგრძლივოთ ბედნიერი წუთები და გარკვეული დრო დავუთმოთ შემოქმედებით ჰობის.

რჩევა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, ასე განაგრძეთ. დაე, სხვებმაც მოგბაძონ!