დღეგრძელები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

დღეგრძელები

დღეგრძელები

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: გენეტიკური განწყობა, გარემო, ჯანმრთელობა, აღნაგობა, სულიერი მდგომარეობა და სიცოცხლის წყურვილი. დღეს 100 წელს დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს, 110 წელს გადაცილებულები კი თითებზე ჩამოსათვლელნი არიან.
სუპერდღეგრძელები 2008 წლის 28 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილია 84 ადამიანი, რომელმაც 110 წელს გადააბიჯა (ამათგან 75 ქალია, 9 - მამაკაცი), 100 წელს გადაცილებულთა რიცხვი კი 200 ათასს უტოლდება.


გინესის წიგნის ხანდაზმულები
დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ოფიციალური ტიტული ეკუთვნის ფრანგ ქალბატონს ჟანა-ლუიზა კალმანს, რომელიც 1997 წელს 122

წლისა გარდაიცვალა, დედამიწის ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის ტიტულს კი 118 წლის იაპონელი, კუნძულ კოსიუზე მცხოვრები ტომოძი ტანაბე ფლობს. ეს სტატუსი მას შემდეგ ერგო, რაც 115 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა წინა რეკორდსმენი, პუერტორიკოელი ემილიანო მერკადო დელ ტორო. დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი ჰოლანდიელი ჰენდრიკე ვან
ანდელ-შიფერია, რომელსაც 2008 წელს 115 წელი შეუსრულდა. მან ეს ტიტული 114 წლის იაპონელის იონე მინაგავას გარდაცვალების შემდეგ დაისაკუთრა. ყველაზე ხანდაზმული ტყუპი 1803 წელს ამერიკაში, ვირჯინიის შტატში დაბადებული ილან შადრაკ და ჯონ მეშაკ ფიბსები არიან. ისინი 108 წლისანი გარდაიცვალნენ.



კავკასიური დღეგრძელობა
კავკასიელები ოდითგანვე განთქმულნი იყვნენ დღეგრძელობით. მთიან რეგიონებში 100 წელს გადაცილებულები არავის უკვირდა. კავკასიელ დღეგრძელთა ცხოვრების პირობებისა და საქმიანობის შესწავლამ ცხადყო, რომ დღეგრძელობის საფუძველს ტრადიციული რაციონი და ცხოვრების ჯანსაღი წესი წარმოადგენდა.
კავკასიელთა დღეგრძელობის საიდუმლო ყოფილა:

1. ლიზინით,  მეთიონინითა და ტრიპტოფანით (3 უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამინომჟავა, რომლებსაც საკვებ პროდუქტთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიცავს) მდიდარი საკვები;
2. მცენარეული ზეთისა და ცხოველური ცხიმების დაბალანსებული მიღება;
3. კვებითი ანტიოქსიდანტებით მდიდარი მენიუ, იმ პროდუქტების სიუხვე, რომელთა როლიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში ექსპერიმენტულად არის დადასტურებული;
4. შაქრისა და მარილის მწირი გამოყენება;
5. სწორად ორგანიზებული რაციონი, უჯრედისით მდიდარი საკვების სიჭარბე;
6. ცხარე სანელებლები, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, მაღალკალორიული საკვები ცხიმების ოპტიმალური შემცველობით;
7. ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით მდიდარი საკვები, რომლებსაც კარგად გამოხატული ანტიათეროსკლეროზული თვისებები აქვს.
ასე იკვებებოდნენ კავკასიელი მთიელები სიცოცხლის ბოლომდე, რის წყალობითაც ორგანიზმი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების რისკფაქტორებს. ადამიანები დიდხანს ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას და დიდხანს ცოცხლობდნენ.

 

იაპონელი ხანდაზმულები
უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით იაპონია პირველ ადგილს ინარჩუნებს. დღეს იქ 100 წელს გადაცილებულთა რიცხვი 28 ათასს აღწევს. მათი 85,4% ქალია.
ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მეტი დღეგრძელი იაპონიის სამხრეთში - ოკინავაში ცხოვრობს, სადაც ყოველ 100 ათას ადამიანზე 54 ასწლოვანი მოდის.
თანამედროვე იაპონელი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი - 79, ხოლო ქალბატონებისა - 86 წელია.
იაპონელები ატარებენ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობის ტიტულსაც. ამ ქვეყანაში უკვე მოსახლეობის 25,6%-მა გადააბიჯა 60 წელს.
იაპონელთა დღეგრძელობაში მემკვიდრეობით ნიშან-თვისებათა და აღზრდის თავისებურებათა გარდა დიდ როლს ასრულებს კვების რაციონი, სადაც უპირატესობა ზღვისა და ოკეანის პროდუქტებს, თევზს, პარკოსნებს, სოიის რძესა და ხილს ენიჭება. ასეთი კვება ორგანიზმში რამდენჯერმე ამცირებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობას.



იტალიელი დღეგრძელები
მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში დღეგრძელთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებენ იტალიელები, განსაკუთრებით კი კუნძულ სარდინიის მოსახლეობა, რომელთა შორისაც ოდითგანვე მრავლად იყვნენ საუკუნეზე მეტი ხნის ადამიანები. სარდინიაში ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: ყველგან, სადაც კი დღეგრძელი ადამიანები ცხოვრობენ, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაფარდობა 4:1-ია, სარდინიაში კი ეს მაჩვენებელი 1:1-ს უტოლდება, ანუ ქალბატონები სარდინიაში ზუსტად იმდენს ცოცხლობენ, რამდენსაც მათი მეორე ნახევრები. სპეციალისტთა აზრით, ეს ერთი ძველი ტრადიციის ერთგულებით აიხსნება, რომლის თანახმადაც, სარდინიაში ფუნქციები სქესობრივი ნიშნის მიხედვით მკაცრად არის გამიჯნული: მამაკაცები ფიზიკურად შრომობენ, ზრუნავენ ოჯახის გამოკვებაზე, ქალები კი პასუხს აგებენ საოჯახო საქმეებსა და ფინანსების მართვაზე. საქმიანობის ასეთი გაყოფა მამაკაცებს მაქსიმალურად აცილებს თავიდან სტრესულ სიტუაციებს, რის გამოც მკვეთრად იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

სარდინიულ დღეგრძელობას უკავშირებენ ასევე წითელი ღვინის ზომიერ და ყველ პეკორინოს უხვ გამოყენებას. წითელი ღვინო უხვად შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ენდოთელინის (ნივთიერება, რომელიც მთავარი დამნაშავეა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში) წარმოქმნას, ყველი პეკორინო კი შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სარდინიელებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. არდინიელები დღეში დაახლოებით 4-5 ჭიქა სითხეს სვამენ და თითქმის ყოველდღიურად მიირთმევენ კაკლის რამდენიმე ლებანს, რაც ასევე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. არსებობს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი: სარდინიელები ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. "გწამდეს ქრისტე - ნიშნავს იყო სტრესებისგან თავისუფალი", - სწამთ სარდინიელებს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის ცხოვრება რომ სრულებით შეცვალა, ფაქტია.
„შენ გაქვს იმდენი ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინო მატერიაზე, რადგან შენ ენერგია ხარ ცნობიერებით, შენ გონიერი მატერია ხარ" - ეს დოქტორ ჯო დისპენზას ცნობილი გამონათქვამია.
დღეს კინო ინდუსტრია არაერთ ფილმსა თუ სერიალს გვთავაზობს ექიმებზე და ზოგადად სამედიცინო სფეროზე. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
სასიყვარულო გრძნობები ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკშიც იჩენს ხოლმე თავს.
ცოტა ხნის წინ გამოვლენილი გენეტიკური ფაქტორი ზრდასრული ადამიანის კანს, ახალშობილი ბავშვის კანის მსგავსად,
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად