ახალი კვლევის თანახმად, სატრანსპორტო ხმაური დემენციის განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი კვლევის თანახმად, სატრანსპორტო ხმაური დემენციის განვითარების რისკს ზრდის

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი 150 მილიონს გადააჭარბებს.

ახალი დანიური კვლევა აჩვენებს, რომ ავტომობილების ხმაურის ზემოქმედებით ყველა სახის დემენციის განვითარების რისკი იზრდება, განსაკუთრებით ალცჰაიმერის დაავადების.

მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გარემოს დაბინძურება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა:სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, კორონარული დაავადებები და სხვ. თუმცა, სატრანსფორტო ხმაურის ზეგავლენაზე კვლევები არასაკმარისია.

ჰაერის დაბინძურების შემდეგ სატრანსპორტო ხმაური არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

ხმაური ზეგავლენას ახდენს ძილის პროცესზეც, რომელიც გონებრივი და შემეცნებითი ძალების აღდგენისთვის და მთლიანად ორგანიზმის რელაქსაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ექსპერიმენტულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ხმაურის შედეგად დარღვეული ძილი ორგანიზმში ჟანგვით სტრესს აძლიერებს, იმუნურ სისტემას ასუსტებს და ანთებით პროცესებს აპროვოცირებს.

ექსპერტების თქმით, ყველა ეს პროცესი მხოლოდ ადრეული მოვლენებია, რომლებიც დემენციას და ალცჰაიმერის დაავადებას შეიძლება უძღოდნენ წინ.

ახალმა კვლევამ მოიცვა 2 მილიონზე მეტი 60 და უფრო მეტი ხნის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ დანიაში 2004-2017 წლებში.

კვლევისას შეფასდა საცხოვრებელი მისამართები და რკინიგზის, ასევე საავტომობილო ხმაურის ზეგავლენა. როგორც აღმოჩნდა, 8,5 წლის განმავლობაში აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რომლებიც დაკავშირებული იყო ალცჰაიმერის დაავადებასთან, ვასკულურ დემენციასთან და პარკინსონის დაავადებასთან.

ამ დროის განმავლობაში დემენციის 103,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის მონაცემების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხამური, რომელსაც საგზაო მოძრაობა იწვევს, ასევე რკინიგზის ხამური დემენციის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია.

ასევე, ცხოველებზე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ხმაურის მუდმივი ზემოქმედება ააქტიურებს იმ გენების წარმოქმნას, რომლებიც დაკავშირებულია იმ ნეიროპათოლოგიურ ცვილებებთან, რაც ალცჰაიმერის დაავადებას აყალიბებს ჰიპოკამპუსში.