როცა სიბერე მოახლოვდა... - რა ცვლილებებს განიცდის გემოს და ყნოსვის ორგანოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა სიბერე მოახლოვდა... - რა ცვლილებებს განიცდის გემოს და ყნოსვის ორგანოები

ეს ორივე გრძნობა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა საკვები სრულყოფილად დააგემოვნოს.

ენით მხოლოდ 5 ძირითადი გემოს გარჩევაა შესაძლებელი: ტკბილის, მჟავეს, მწარეს, მარილიანის და შედარებით ახლად აღმოჩენილის – უმამის (გემრიელის შეგრძნება).

სურნელის შეგრძნება უფრო ძნელად შესამჩნევი და რთული გემოს გასარჩევადაა საჭირო (მაგ., ჟოლოსი).

ასაკის მატებასთან ერთად ენაზე გემოვნების რეცეპტორების რიცხვი და მგრძნობიარობა მცირდება.

ეს უფრო მეტად ახდენს გავლენას ტკბილისა და მარილიანის, ვიდრე მწარესა და მჟავეს შეგრძნებაზე. ყნოსვა ქვეითდება, რადგან ცხვირის ამომფენი გარსი თხელდება, შრება და მასში არსებული ნერვული დაბოლოებები ზიანდება.

თუმცაღა, ეს ცვლილება მსუბუქია და მხოლოდ ძნელად შესაგრძნობი სურნელების აღქმას ართულებს.

ამ ყველაფრის გამო ბევრ საკვებს მომწარო გემო ეძლევა და სუსტი სურნელის მქონე საჭმელი შესაძლოა უგემურად მოეჩვენოს ადამიანს.

პირის სიმშრალეც უფრო მეტად აწუხებთ მოხუცებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნერწყვის გამოყოფა მცირდება. ეს კიდევ უფრო აქვეითებს გემოს შეგრძნებას.

ასაკის მატებასთან ერთად ღრძილები იჭმუხნება. შესაბამისად, კბილების ქვედა ნაწილებზე საკვების ნაწილაკები და ბაქტერიები ხვდება.

ამასთანავე, მათი მინანქარიც ცვდება. ეს ცვლილებები, პირის სიმშრალესთან ერთად, ზრდის კბილების დაზიანებისა და კარიესის რისკს და შესაბამისად, მათი დაკარგვის ალბათობასაც.

ასაკის მატებასთან ერთად ცხვირი თხელდება და გრძელდება, მისი წვერი კი ქვემოთ ეშვება.