ბორი, ქრომი, კობალტი და მოლიბდენი - რა როლი აკისრიათ მინერალებს ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბორი, ქრომი, კობალტი და მოლიბდენი - რა როლი აკისრიათ მინერალებს ჩვენს ორგანიზმში

მოლიბდენი

სადღეღამისო ნორმა დაახლოებით 150 მკგ-ია. შედის ზოგიერთი იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში მონაწილეობს. ხელს უწყობს ორგანიზმში ფთორის შეკავებას, რითაც თავიდან გვაცილებს კარიესს და ღვიძლში რკინის მეტაბოლიზმს. მოლიბდენის მნიშვნელოვან ფუნქციად მიიჩნევა პურინების დაშლის დაჩქარება და ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფა, რაც პოდაგრის განვითარების პროფილაქტიკაა. თუმცა ორგანიზმში მოლიბდენის სიჭარბეს შესაძლოა “მოლიბდენური პოდაგრის” განვითარება მოჰყვეს და ეს უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ამ მინერალს შეიცავს. მისი დღიური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს რეკომენდებულ დოზას. მოლიბდენის დეფიციტი მეტად იშვიათია, მაგრამ მისი განვითარების შემთხვევაში შესაძლოა მეტად უსიამოვნო შედეგები მივიღოთ. მოლიბდენის უკმარისობის დროს შეინიშნება სივრცეში დეზორიენტაცია, გონებრივი ჩამორჩენილობა, თავის ტვინის მანკები, ქათმის სიბრმავე, მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვა და თვალის ბროლის პათოლოგიები. თირკმელებში ჩნდება ქვები, ბინძურდება უჯრედები, უარესდება სისხლის შემადგენლობა, იკლებს წონა, კანი და კუნთები დუნდება და ჩამოეკიდება, ჩნდება სისხლჩაქცევები და ქვეითდება იმუნიტეტი.

კობალტი

დღიური ნორმა დაახლოებით 8 მკგ-ია. შედის B12 ვიტამინის შემადგენლობაში და მონაწილეობს ცხიმმჟავებისა და ნახშირწყლების ცვლაში, ფოლიუმის მჟავას ფუნქციათა რეალიზებაში. მისი ძირითადი ბიოლოგიური მოქმედება ჰემოგლობინის სინთეზში დახმარებაა. კობალტის უკმარისობის ნიშნები: მადის დაქვეითება, ანემია, უძილობა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ორგანიზმში არ არის კობალტი, არც B12 ვიტამინია. კობალტის უკმარისობა ვითარდება გასტრიტის, ენტეროკოლიტის და ზოგიერთი ჰელმინთოზის დროს. ვეგეტარიანული დიეტის მიმდევარ ქალებთან კობალტის ნაკლებობისას ხშირად შეინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ზურგის ტვინში ვითარდება დეგენარაციული ცვლილებები, ხდება კანის პიგმენტაცია.

ქრომი

მოზრდილი ადამიანისთვის ქრომის საორიენტაციო ნორმა 100-200 მკგ-ია. ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიურ აქტიურობას ავლენს მხოლოდ სამვალენტიანი ქრომი. მასზეა დამოკიდებული სისხლში შაქრის დონის შენარჩუნება, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა. ის აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აფრიკელებს ორგანიზმში ევროპელებზე ორჯერ მეტი ქრომი აქვთ, ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებლებს - დაახლოებით 4,5-ჯერ მეტი, ხოლო აზიელებს - ხუთჯერ მეტი. ამ გარემოებას მიიჩნევენ ერთ-ერთ მიზეზად, რომ ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში დეგენერაციული დაავადებები უფრო იშვიათია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ქრომის უკმარისობის ნიშნებია: შფოთვის შეგრძნება, დაღლილობა, გლუკოზის აუტანლობა, ამინმჟავების არასრულფასოვანი მეტაბოლიზმი, ათეროსკლეროზის განვითარების მომატებული რისკი.

ბორი

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 20 მგ ბორია. მისი სადღეღამისო ნორმა დაახლოებით 1 მგ-ს უდრის. ბორის საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი ძვლებშია თავმოყრილი, თუმცა ის გამოვლენილია ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ელენთაში, კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და თავის ტვინში, სისხლსა და ცხიმოვან უჯრედისშიც. ბორი აუმჯობესებს ძვლოვანი ჩონჩხის სტრუქტურას, კალციუმის, ფოსფორის, ფტორის, თუთიისა და მაგნიუმის ცვლას და გავლენას ახდენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის პროცესზე. ბორის უკმარისობის ნიშნებია: გონებრივი აქტიურობის დაქვეითება, ოსტეოპოროზი, ანემია, ბავშვებში - ზრდის შენელება. ხანდაზმულ ასაკში ბორის უკმარისობისას კალციუმის აბსორბციის სერიოზული დარღვევა შეინიშნება. კლიმაქსის მომდევნო პერიოდში ბორის უკმარისობა მინერალური ცვლისა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს