საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული

მე-5 ადგილი - ესპანეთი

გარდა ჯანდაცვის საუკეთესო სახელმწიფო სისტემისა, ესპანეთში მეტად კომპეტენტური ექიმები, კარგად განსწავლული ექთნები და უახლესი სამედიცინო აპარატურა დაგხვდებათ. რეცეპტით გასაცემი წამლების საფასურის დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს. ალბათ, სწორედ ასეთი უნდა იყოს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო სისტემა.

მე-4 ადგილი - ისრაელი

ისრაელის მედიცინა ეფექტურობით მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში. ჯანდაცვა ამ ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევა. ისრაელის ჯანდაცვის სისტემა უნივერსალურია და ქვეყნის ყველა მოქალაქისგან სამედიცინო დაზღვევის ქონას მოითხოვს. სისტემას სახელმწიფო არეგულირებს და, ტექნოლოგიურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სამართლიანად ამაყობს საუკეთესო ექიმებითა და ექთნებით. ბოლო ხანს ისრაელი სამედიცინო ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი გახდა.

მე-3 ადგილი - იაპონია

იაპონია, ისევე როგორც თითქმის ყველა ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ მოქალაქეებს უნივერსალური სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს, რომელიც სამედიცინო ხარჯების უდიდესი ნაწილის სუბსიდირებას ახდენს. გარდა ამისა, სამსახურში ახალაყვანილი (დაქირავებული) ადამიანი კომპანიის ხელმძღვანელობისგან, ჩვეულებრივ, დამატებით კერძო დაზღვევას იღებს. იაპონია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უმუშევარ, დაუსაქმებელ და ღარიბ მოქალაქეებს. სამედიცინო მოსაკრებლისგან ათავისუფლებენ უსახლკაროებს და იმ პირებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. მათი ხარჯები სახელმწიფოსგან სუბსიდირდება.

მე-2 ადგილი - სინგაპური

სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა არა მარტო ფინანსირების თვალსაზრისით არის სამაგალითო, არამედ ეფექტურობითაც - ეს იშვიათი კომბინაციაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამახასიათებელი. სახელმწიფო ჯანდაცვასთან ერთად სინგაპურში კერძო ჯანდაცვაც მეტად ეფექტურად მოქმედებს. ამრიგად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ კერძო სექტორიდანაც საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობას იღებენ.

1-ლი ადგილი - ჰონკონგი

მსოფლიოში საუკეთესოდ ჰონკონგის ჯანდაცვის სისტემა მიიჩნევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობის დონე - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოში. ისევე როგორც სინგაპურში, ჰონკონგშიც სამედიცინო სერვისებს სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეებს კერძო სექტორიც სთავაზობს, ხოლო სამედიცინო მომსახურების ხარჯები პაციენტებისთვის მინიმალურზე მინიმალურია.