საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული

საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული
რეიტინგი ითვალისწინებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯანდაცვის ღირებულებას და მრავალ სხვა კრიტერიუმს, რომელთა დახმარებითაც ფორმირდება ეფექტურობის მაჩვენებელი.

მე-5 ადგილი - ესპანეთი


გარდა ჯანდაცვის საუკეთესო სახელმწიფო სისტემისა, ესპანეთში მეტად კომპეტენტური ექიმები, კარგად განსწავლული ექთნები და უახლესი სამედიცინო აპარატურა დაგხვდებათ. რეცეპტით გასაცემი წამლების საფასურის დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს. ალბათ, სწორედ ასეთი უნდა იყოს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო სისტემა.

მე-4 ადგილი - ისრაელი


ისრაელის მედიცინა ეფექტურობით მეოთხე ადგილზე დგას მსოფლიოში. ჯანდაცვა ამ ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევა. ისრაელის ჯანდაცვის სისტემა უნივერსალურია და ქვეყნის ყველა მოქალაქისგან სამედიცინო
დაზღვევის ქონას მოითხოვს. სისტემას სახელმწიფო არეგულირებს და, ტექნოლოგიურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სამართლიანად ამაყობს საუკეთესო ექიმებითა და ექთნებით. ბოლო ხანს ისრაელი სამედიცინო ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი გახდა.


მე-3 ადგილი - იაპონია


იაპონია, ისევე როგორც თითქმის ყველა ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ მოქალაქეებს უნივერსალური
სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს, რომელიც სამედიცინო ხარჯების უდიდესი ნაწილის სუბსიდირებას ახდენს. გარდა ამისა, სამსახურში ახალაყვანილი (დაქირავებული) ადამიანი კომპანიის ხელმძღვანელობისგან, ჩვეულებრივ, დამატებით კერძო დაზღვევას იღებს. იაპონია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უმუშევარ, დაუსაქმებელ და ღარიბ მოქალაქეებს. სამედიცინო მოსაკრებლისგან ათავისუფლებენ უსახლკაროებს და იმ პირებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. მათი ხარჯები სახელმწიფოსგან სუბსიდირდება.

მე-2 ადგილი - სინგაპური


სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა არა მარტო ფინანსირების თვალსაზრისით არის სამაგალითო, არამედ ეფექტურობითაც - ეს იშვიათი კომბინაციაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამახასიათებელი. სახელმწიფო ჯანდაცვასთან ერთად სინგაპურში კერძო ჯანდაცვაც მეტად ეფექტურად მოქმედებს. ამრიგად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არა მარტო სახელმწიფოსგან, არამედ კერძო სექტორიდანაც საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობას იღებენ.


1-ლი ადგილი - ჰონკონგი


მსოფლიოში საუკეთესოდ ჰონკონგის ჯანდაცვის სისტემა მიიჩნევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობის დონე - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოში. ისევე როგორც სინგაპურში, ჰონკონგშიც სამედიცინო სერვისებს სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეებს კერძო სექტორიც სთავაზობს, ხოლო სამედიცინო მომსახურების ხარჯები პაციენტებისთვის მინიმალურზე მინიმალურია.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩევა.
06-11-2017
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
50 წლის შემდეგ, ზოგადად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნელ-ნელა მცირდება.
“ნებისმიერი დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლებელია მინერალების დეფიციტის აღმოჩენა”
იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ისეთი აგენტებისგან, რასაც ის უცხოდ და საშიშად აღიქვამს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უმწეოა.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად