სისხლი შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლი შარდში

აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპულად ხდება), მიკროჰემატურიაზე საუბრობენ, მაკროჰემატურიის დროს კი შარდში შერეული სისხლი თვალით ხილულია. ჰემატურიის დროს შარდში შესაძლოა იყოს როგორც შეუცვლელი, ასევე სახეშეცვლილი ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები).

რომელი პათოლოგიების დროს ვლინდება ჰემატურია, რატომ არ შეიძლება ამ სიმპტომის უყურადღებოდ დატოვება, რაზე მიანიშნებს შეცვლილი ერითროციტების არსებობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „ჯერარსის“ უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გოგოლაძე:

– ბატონო ნიკოლოზ, რომელი პათოლოგიების დროს ვლინდება მიკროჰემატურია?

– მიკროჰემატურიის მიზეზი სხვადასხვა დაავადება შეიძლება იყოს: ახალგაზრდა ქალებთან ამის ყველაზე ხშირი მიზეზი ცისტიტია (შარდის ბუშტის ანთება), როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, მამაკაცებთან კი – პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება); შარდში სისხლის გამოვლენის ხშირი მიზეზია შარდკენჭოვანი დაავადებაც, როგორც ახალგაზრდებთან, ისე შედარებით ასაკოვნებთან, თირკმლის კოლიკა (იგივე ჭვალი, რომელსაც მოსახლეობაში, ჩვეულებრივ, კენჭის გავლას ეძახიან), აღსანიშნავია აგრეთვე პროსტატის ადენომა (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია), შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეები, დაწყებული პროსტატის სიმსივნით, დამთავრებული შარდის ბუშტის, შარდსაწვეთისა და თირკმლის კიბოთი.

ქალთა მიკროჰემატურიის მიზეზი შესაძლოა შარდის ბუშტში ინვაზირებული საშვილოსნოს ყელის კიბოც იყოს. ყველა ჩამოთვლილ პათოლოგიას, მიკროჰემატურიის გარდა, ბუნებრივია, სხვა კლინიკური ნიშნებიც ახლავს, ამ დროს ყოველთვის შეუცვლელი ერითროციტები გვხვდება.

– მიკროჰემატურიის დროს სისხლი შარდში უხილავია, შესაბამისად, როგორც წესი, ექიმს ამ მიზეზით არ მიმართვენ...

– სამაგიეროდ, სხვა თანმხლები სიმპტომებისა და მათთან დაკავშირებული ჩივილების გამო პაციენტი იძულებულია, მიაკითხოს სპეციალისტს, ვგულისხმობ ძლიერ ტკივილს ე.წ. კენჭის გავლის დროს, დიზურიულ მოვლენებს (გახშირებულ შარდვას, წვას და დისკომფორტს შარდვის დროს, შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნებას და სხვა) ცისტიტისა და საზოგადოდ, შარდის ბუშტის პრობლემების გამო. ამ და სხვა პათოლოგიების დროს, გარკვეულ კვლევებთან ერთად, ყოველთვის ტარდება შარდის საერთო ანალიზიც, რომლითაც დგინდება მიკროჰემატურია.

საზოგადოდ კი, 40 წელს გადაცილებულებისთვის რეკომენდებულია ექიმთან რეგულარული ვიზიტი და სხვა პროფილაქტიკურ კვლევებთან ერთად, შარდის საერთო ანალიზის ჩატარებაც, რადგან გამოვლენილი მიკროჰემატურია შესაძლოა ბევრი საშიში დაავადების პირველი ნიშანი იყოს, ექიმს ეჭვი მიატანინოს გარკვეულ პათოლოგიებზე, სხვა დამატებითი გამოკვლევების დანიშვნა გადააწყვეტინოს ამა თუ იმ დაავადების სადიაგნოსტიკოდ ან გამოსარიცხად!

– რას გვეტყვით მაკროჰემატურიაზე?

– ყველა ჩამოთვლილი დაავადება, მიკროჰემატურიასთან ერთად, მაკროჰემატურიასაც იწვევს. არის შემთხვევები, როდესაც მაკროჰემატურიის ეპიზოდი ერთჯერადად ვლინდება და მომდევნო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანს სხვა ჩივილები არ აქვს, ამის გამო ეს მეტად საყურადღებო სიმპტომი ზოგჯერ უგულებელყოფილია ხოლმე პაციენტისგან.

მაკროჰემატურია ყოველთვის არ ნიშნავს ცუდი პროცესის არსებობას, სიმსივნურ პათოლოგიას ვგულისხმობ, თუმცა მისმა უგულებელყოფამ შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი, ამიტომაც, მაკროჰემატურიის თუნდაც ერთჯერადად გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება სწორი დიაგნოზისათვის.

– რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი მაკროჰემატურიის უგულებელყოფის შემთხვევაში?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, მაკროჰემატურიის ეპიზოდი შესაძლოა ერთჯერადად დაფიქსირდეს, მაგალითად, თირკმლის სიმსივნეების დროს, ისე, რომ ადამიანს სხვა არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს.

განმეორებითმა მაკროჰემატურიამ შესაძლოა შარდის ბუშტის ჰემოტამპონადა გამოიწვიოს; ამ დროს შარდის ბუშტი სისხლის კოლტებით ივსება, ვითარდება ანემია (სისხლნაკლებობა), შექმნილი მდგომარეობის გამო კი ხშირად სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ამ და სხვა გართულებებს აირიდებს პაციენტი, თუ დროულად მიაკითხავს ექიმს, დროულად ჩაიტარებს ყველა სათანადო გამოკვლევას პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზის გასარკვევად.

– რა შემთხვევაშია შეცვლილი ერითროციტები ჰემატურიის დროს?

– შეცვლილი ერითროციტები ძირითადად თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს გვხვდება, მაგალითად, გლომერულონეფრიტების დროს. ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მექანიკურ დაზიანებას უკავშირდება, თან ახლავს, მაგალითად, ცისტიტს, „კენჭის გავლას“, თუნდაც ონკოლოგიურ პათოლოგიებს, მოიცავს სისხლძარღვის კედლის დაზიანებას, ხასიათდება შარდში შეუცვლელი ერითროციტების გამოვლენით.

თირკმლის ფუნქციური დაზიანების დროს კი შარდში ყოველთვის სახეზეა შეცვლილი ერითროციტები, შესაბამისად, ამ უკანასკნელთა გამოვლენისას შარდის ანალიზში აუცილებელია ყურადღების გამახვილება სწორედ თირკმლის პათოლოგიაზე.

– გასაგებია, რომ ჰემატურია ბევრი დაავადების თანმხლები სიმპტომია და დიაგნოზის დასაზუსტებლად მხოლოდ შარდის ანალიზი არ კმარა, კიდევ რა დამატებით კვლევებს უნიშნავთ ხოლმე პაციენტებს?

– ყველაზე მარტივი და რუტინული არის საშარდე სისტემის ექოსკოპია, რომელსაც შეუძლია დიაგნოზის დასმა ან შემდგომი კვლევითი ტაქტიკის სწორი მიმართულებით წაყვანა. ექიმი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში თავად წყვეტს, რომელი გამოკვლევის ჩატარებაა დამატებით საჭირო და რაციონალური, მაგალითად, ცისტოსკოპია ყველაზე ინფორმაციული კვლევაა, თუ პროცესი ლოკალიზებულია შარდსადენ მილში ან შარდის ბუშტში, თუ ეჭვია ონკოლოგიურ პროცესებზე, მაშინ ინიშნება საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ შარდსაწვეთის ან თირკმლის მენჯის სიმსივნეზეა ეჭვი, კეთდება ურეთროსკოპია ბიოფსიით და ა. შ.

– გამოკვლევებზე რას ურჩევთ მკითხველებს, როდის და რა პერიოდულობით ჩაიტარონ შარდის ან სხვა კვლევა?

– სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა რეკომენდაციაა მოცემული: 45 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ საშარდე სისტემის ექოსკოპია, შარდში სისხლის შემჩნევისთანავე კი დროულად მიაკითხონ ექიმს, არ უგულებელყონ ეს სიმპტომი, ასევე 6 თვეში ერთხელ საჭიროა შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს მიკროჰემატურია.

შარდის ანალიზი და ექოსკოპია ყველაზე მარტივი კვლევებია, რომლებიც შემდგომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება გაღრმავდეს სხვა დამატებითი კვლევებით.