იცოდით, რომ ენა 8 სხვადასხვა კუნთისგან შედგება? - საინტერესო ფაქტები ორგანოზე, რომლის გარეშეც ვერ ვიმეტყველებდით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ ენა 8 სხვადასხვა კუნთისგან შედგება? - საინტერესო ფაქტები ორგანოზე, რომლის გარეშეც ვერ ვიმეტყველებდით

რამდენად კარგად ვიცნობთ მას?

საინტერესო ფაქტები ენის შესახებ:

• საშუალო სიგრძის ენა 3 ინჩის ტოლია (1 ინჩი = 2.54სმ).

ის ხორხსარქველიდან წვერამდე იზომება. ზრდასრული მამაკაცის საშუალო ენის სიგრძე 8.5 სმ-ია, ხოლო ზრდასრული ქალის 7.9სმ.

გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებით, ყველაზე გრძელი ენის მქონე ამერიკელი მამაკაცია, მისი სიგრძე 10.1 სმ-ია.

• ენას 2000-4000-მდე გემოს რეცეპტორი გააჩნია. მოსახლეობის მეოთხედს გაძლიერებული გემოვნების გრძნობა აქვს, მეორე მეოთხედს კი სუსტი რეცეპტორები. იმდენად სუსტი, რომ ისინი მწარე საკვების მიმართაც უგრძნობები არიან.

• ადამიანის თვალისთვის გემოს რეცეპტორები უხილავია. ენაზე პატარა მოვარდისფრო და მოთეთრო ბუშტუკები გვაქვს. ე.წ პაპილა. თითოეული პაპილას შიგნით საშუალოდ 6 გემოს რეცეპტორია თავმოყრილი.

ჩვენ შეუიარაღებელი თავლით გემოს რეცეპტორებს ვერ ვხედავთ, რასაც ვხედავთ მხოლოდ პაპილებია, რომლებიც ნერვულ-სენსორულ უჯრედებს შეიცავენ და გემოს შეგრძნებაზე არიან პასუხისმგებლები.

• გემოს რეცეპტორების უმეტესობა ენაზეა, თუმცა მისი უჯრედები ყელის უკანა ნაწილში, ცხვირში და სინუსურ ზონებშიც არიან განლაგებულები.

• ენის გევრდითა ნაწილები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე შუა ნაწილი. ასევე, ენის უკანა ნაწილი სიმწარეს მეტად აღიქვამს, ვიდრე წინა.

• ენა ერთადერთი კუნთია, რომელიც ჩონჩხისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. ის 8 სხვადასხვა კუნთისგან შედგება.

• თუ თქვენ გასუქდებით, გასუქდება თქვენი ენაც! ის ცხიმის დიდ რაოდენობას შეიცავს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დიდი ცხიმის შემცველი ენა ძილის აპნოეს განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

• როგორც თითის ანაბეჭდი, ასევე ენაც განუმეორებელია და ყველა ადამიანს ინდივიდუალური ენის ანაბეჭდი აქვს.