ესპანეთი - 2021 წლის ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ესპანეთი - 2021 წლის ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა

ბლუმბერგის მონაცემებით, ესპანეთი 2021 წლის ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანაა. მან აღნიშნული სტატუსი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო, ესენია:

• სიცოცხლის ხანგრძლივობა;

• თამბაქოს მოხმარების დონე;

• ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი;

• ჭარბწონიანობა;

• სუფთა წყალი;

• ქვეყნაში სანიტარული მდგომარეობა;

• ჯანსაღი ცხოვრების წესი;

• სიკვდილიანობა;

• კვების დეფიციტი.

რა განაპირობებს იმას, რომ ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები ესპანეთში ცხოვრობენ?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ესპანელების უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავს. ისინი „ჯანსაღ ცხიმებს“ ღებულობენ ზეითუნის ზეთის, თხილისა და თესლეულის სახით. მიირთმევენ დიდი რაოდენობით თევზს. ეს საკვები პროდუქტები კი მონო და პოლიუჯერი ცხიმების წყაროა, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი გულისთვის, ამცირებენ კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს. ამასთანავე, სასარგებლოა თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის ჭამასაც მოიაზრებს.

ხილს ყოველდღიურად ესპანეთის მოსახლეობის 73% მიირთმევს, ხოლო ბოსტნეულს 47%. როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის მხოლოდ 10% ღებულობს საკმარისი რაოდენობის ხილსა და ბოსტნეულს.

ესპანელებს წითელი ღვინო და ლუდი უყვართ. აღნიშნული ალკოჰოლური სასმელების ზომიერად მიღება კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ისინი ლანჩის დროს მიირთმევენ შედარებით დიდი რაოდენობის საკვებს, ხოლო საღამოს კვება მცირე ულუფისგან შედგება და ტრადიციულად, მსუბუქი სალათით შემოიფარგლება.

ჯანმრთელ ორაგნიზმს კლიმატიც განაპირობებს. უხვი მზის სხივები მათ ორგანიზმს განსაკუთრებით უხდება. ისინი არასდროს განიცდიან D ვიტამინის ნაკლებობას.

თავის მხრივ, D ვიტამინი კი კარგ იმუნურ სისტემასა და ძლიერ ძვლებს განაპირობებს, ასევე, სიმსივნის განვითარების დაბალ რისკთან ასოცირდება. მზის სხივები და მშვიდი ცხოვრების რიტმი სტრესს ამცირებს, რაც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დეპრესიაზე, სტრესსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ისიც მოქმედებს, რომ ისინი სოციალურად აქტიურები არიან, უყვართ მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ასევე, ოჯახური სადილები და შეკრებები. ადამიანებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა კი მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება.

ისინი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან. არ იტვირთავენ თავს მძიმე ვარჯიშებით, თუმცა ფეხით სეირნობა უყვართ.

ესპანელების 37% სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით დადის. აღნიშნული მაჩვენებელი აშშ-ში მხოლოდ 6%-ს შეადგენს.

და ბოლოს, გამართული ჯანდაცვის სისტემა, პროფესიონალი, კომპეტენტური ექიმებითა და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული. საოცრად კარგი რეპუტია აქვს ესპანეთის ჯანდაცვას მსოფლიოში. ამასთანავე, სამედიცინო სერვისები უფასოა ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილს იკავებდა ხოლმე, იაპონიაა. მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, რომელიც 117 წლისაა, სწორედ იაპონიაში ცხოვრობს. ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რომელიც 110 წელზე მეტი ხნისაა.

იაპონიაში ყველაზე ცოტაა დიაბეტით, სიმსივნით, ართრიტითა და ალცაიმერით დიაგნოზირებული პაციენტი, ასევე სიმსუქნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

რატომ?

2009 წელს იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა ე.წ „მეტაბო კანონი“ მიიღო , რომლის თანახმადაც, 40-დან 75 წლამდე მოქალაქეები ვალდებულები არიან ყოველწლიურად მუცლის გარშემოწერილობა დააფიქსირონ. ინსულინ-რეზისტენტობის რისკის შესაფასებლად სწორედ წელის გარშემოწერილობა გამოიყენება, რომელიც მამაკაცებში 102 სმ-ს , ხოლო ქალებში 88სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ინსულინის დაბალი დონე შაქრიანი დიაბეტისგან თავდაცვაში ეხმარებათ. ასევე სიმსივნის, ართრიტისა და ალცაიმერის განვითარების რისკს დაბლა სწევს.

იაპონიაში გაკვეთილები ტარდება თემაზე, თუ რომელი საკვებია სასარგებლო და რომელი არა, როგორი უნდა იყოს კვების მანერა და აშ.

რას ჭამენ იაპონელები?

დიდი რაოდენობით თევზს. სუშს, ზღვის მცენარეებს. თევზი და მოლუსკები მდიდარია ომეგა 3-ით, მინერალებითა და ვიტამინებით. მასში საკვები ნივთიერებები და მაღალი ხარისხის ცილებია. მიირთმევენ ბოსტნეულს, ბრინჯს, დამუშავებულ საკვებს, რაც კუჭისთვის სასარგებლოა. ასევე, დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის. არ მიირთმევენ ე.წ „ფასთ-ფუდს“, სასუსნავებს, გაზიან სასმელებს. მცირე რაოდენობის შაქარსა და მარილს მოიხმარენ. სვამენ მხოლოდ რძესა და მწვანე ჩაის.

კვებით ჩვევებთან ერთად ბევრს დადიან ფეხით და ასე ინარჩუნებენ მარადიულ ჯანმრთელობას.