რა არის ცირკადული რიტმი, რას იწვევს მისი დარღვევა და როგორ დავეხმაროთ ბიოლოგიურ საათს სწორად ფუნქციონირებაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ცირკადული რიტმი, რას იწვევს მისი დარღვევა და როგორ დავეხმაროთ ბიოლოგიურ საათს სწორად ფუნქციონირებაში?

ადამიანები დღე-ღამის ცვალებადობაზე ვრეაგირებთ, რაც ცირკადული რიტმით არის ცნობილი. მას თავის ტვინი არეგულირებს.

სწორედ შინაგან საათზე არის დამოკიდებული სხეულის ტემპერატურა, წნევა, გულისცემის სიხშირე, ჰორმონული ბალანსი და მეტაბოლიზმი.

დილის სინათლე ტვინს სიგნალს უგზავნის, რომ ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავება შეწყვიტოს.

ხოლო სიბნელესთან ერთად ჰორმონის გააქტიურება იწყება, რაც ძილისთვის განგვაწყობს.

ასაკის მატებასთან ერთად ბიოლოგიური საათი ცვლილებას განიცდის. ჩვილებს დღეში 17 საათი სძინავთ, თინეიჯერებს - 10 .

ძილისთვის 7-დან 9 საათამდე დრო არის საკმარისი ზრდასრულ ასაკში.

65 წელს ზევით, კიდევ სხვა ცვლილებები ხდება, მაგალითად დილით ადრე გაღვიძების ტენდენცია იკვეთება.

თუ ერთი ქვეყნიდან მეორეში მიემგზავრებით, სადაც მკვეთრი საათობრივი განსხვავებაა, თქვენი შინაგანი, ბიოლოგიური საათი არეულია, მას რამდენიმე დღე სჭირდება ახალ რეჟიმთან შეგუებისთვის.

როდესაც ბიოლოგიური საათის რიტმი დარღვეულია, ის მხოლოდ ძილის პრობლემებს არ იწვევს - ჰორმონებს, საჭმლის მონელებას და იმუნურ სისტემას აყენებს ზიანს.

შინაგან საათთან ბრძოლა ავადობის ალბათობას ზრდის, ზოგიერთი კვლევა ცირკადული რიტმის დარღვევასა და სიმსივნეს შორის კავშირს ადასტურებს, ასევე დიაბეტთან, სიმსუქნესთან და ბიპოლარულ აშლილობასთან.

mkurnali.ge

ცირკადული რიტმის დარღვევა იწვევს:

• კანის პრომლემებს

• კუჭ-ნაწლავის დასუსტება/გაღიზიანებას

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს

• მეტაბოლიზმის დარღვევას

• მეხსიერების პრობლემებებს

• ენერგიის ნაკლებობას

ცირკადული რიტმის დარღვევა ღამით მუშაობამ და უამრავმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.

აუცილებელია, ივარჯიშოთ - დაძინებამდე ერთი საათით ადრე რელაქსაცია მოუწყოთ საკუთარ თავს, განმარტოვდეთ.

მოერიდოთ გვიან კვებას, კოფეინს, თამბაქოს.

სასარგებლოა 2-დან 4 საათამდე, მცირე დროით ჩაძინება, ასე თავს მეტად დასვენებულად და ფხიზლად იგრძნობთ, მეტად პროდუქტიული იქნებით.

თუმცა, დღის განმავლობაში ხანგრძლივი ძილი არ არის სასარგებლო.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთოთ, ეს არის რუტინული ჩვევა.

დაიძინეთ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს, ასევე ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ ყოველ დილით.