რომელ ორგანოს მიიჩნევენ მეცნიერები ე.წ „მეორე ტვინად“ და რა დაგვეხმარება ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ ორგანოს მიიჩნევენ მეცნიერები ე.წ „მეორე ტვინად“ და რა დაგვეხმარება ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებაში?

ნეირომედიატორები ენერგიას, აღფრთოვანებასა და ბედნიერებას განაპირობებს. ამ ქიმიური ნივთიერების გარეშე ჩვენ ვერ ვიგრძნობთ მსგავს ემოციებს.

წარმოიდგინეთ, ხართ სტრესში, მაგალითად, წერთ გამოცდას. მსგავს სიტუაციებში ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს სხვა ნივთიერებებს, რომლებიც შფოთვასა და სტრესს გვაგრძნობინებს. ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვაკონტროლებენ ეს ემოციები და აღნიშნული ნივთიერებები, რომელთაც თავის ტვინი გამოიმუშავებს. ეს სასიცოცხლო ორგანო ყველა ჩვენს განცდას, ფიქრსა თუ ქმედებას აკონტროლებს.

დღეს ფსქილოგები და მეცნიერები ე.წ მეორე ტვინის არსებობაზე საუბრობენ და შეისწავლიან მას - სხვა ორგანოს, რომელიც ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ფუნქციებს აკონტროლებს, როგორც თავის ტვინი.

შესაძლოა, ის იყოს კავშირში საერთო სიმსუქნესა და კარდიოვასკულარულ დაავადებებთან, ასევე მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

საინტერესოა, როგორ ზეგავლენას ახდენს საკვები ჩვენს ორგანიზმზე, როგორ ზემოქმედებს და იწვევს დაავადებებს, ან როგორ შეუძლია მას კონკრეტული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.

არის რაღაც, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და ეს არის ის, რომ ყველანი 9 თვის განმავლობაში მუცლად ვიმყოფებოდით გარემოში, რომელიც სტერიულურია და რომელშიც სხვა ცოცხალი არსებები არ არიან გარდა ემბრიონისა.

მას შემდეგ, რაც ახალშობილი ევლინება სამყაროს, ის ეფლობა უხილავი მიკრობების გარემოში. ეს მეგობრული მიკრობებია, რომელსაც დედის საშოდან ღებულობს. აღნიშნული ბაქტერიები ჩვენს კუჭში მიკრობიომს ქმნის.

ჩვენი უჯრედების 90% პროცენტი ბაქტერიის უჯრედებია, მხოლოდ 10 პროცენტი არის ადამიანის უჯრედები.

უხეშად რომ ვთქვათ, ამგვარად, შენ უფრო მეტად ხარ ბაქტერია, ვიდრე ადამიანი.

მიკრობების ეკოსისტემა ჩვენს კუჭში არის ძალიან მრავალფეროვანი. ათასობით სახეობა, სხვადასხვა ფუნქციით.

ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია გარკვეულწილად მათზე. კუჭის ბაქტერიების ნაწილი საკვებს ამუშავებს, ძირითად ვიტამინებსა და ჰორმონებს გამოიმუშავებს. პასუხისმგებელია ინფქციებზე.

აგრეთვე სისხლში აკონტროლებს შაქრის, ქოლესტერინის დონეს. შესაბამისად, ის გარკვეული დაავადებების განვითარების რისკზეც ზემოქმედებს - დაწყებული ჭარბი წონით, დამთავრებული დიაბეტით, შესაძლოა - ოსტეოპოროზითაც. ისინი ჩართულნი არიან ჩვენს სხეულში მიმდინარე ყველა პროცესში. მათი ფუნქციონირება გვაძლევს საშუალებას, „მეორე ტვინი“ ვუწოდოთ.

მიკრობების სწორი ბალანსი გვეხმარება დაავადების თავიდან აცილებაში.

ჩვენი კუჭი და ტვინი ბიოქიმიურად და ფიზიკურად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან მრავალი გზით.

• პირველ რიგში, ფიზიკურად ე.წ ცთომილი ნერვით, რომელიც შინაგან ორგანოებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან აკავშირებს. ის სიგნალებს ორივე მიმართულებით აგზავნის.

მიუხედავად მისი დაზიანებისა, ჩვენი კუჭ-ნაწლავი ჩვეულ მუშაობას განაგრძობს, ტვინთან კავშირის გარეშე, ანუ მას დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლია.

• მეორე, ჩვენი ტვინი შედგება 100 მილიარდი ნეირონისგან, რომელიც ჩვენს სხუელს უგზავნის შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ვიმუშაოთ.

კუჭ-ნაწლავში ასევე 100 მილიონი ნეირონია.

• მესამე, ჩვენი მიკრობიომი არის იმუნური სისტემის ცენტრი. აქ არსებულმა არეულობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს იმუნური რეაქციები მთელ სხეულში, რომელიც თუ გახანგრძლივდა, თავის ტვინზეც ახდენს ზეგავლენას.

როგორც უკვე ვთქვით, ნეირომედიატორები არის ის, რაც აკონტროლებს ჩვენს ფიქრს, საქციელს, ჩვენს გრძნობებს, ემოციებს.

სეროტონინის (ბუნებრივი ანტიდეპრესანტის) 90% ჩვენს კუჭში წამოიქმნება, 10 პროცენტზე ნაკლები კი - თავის ტვინში.

მოკლედ რომ ვთქვათ, კუჭი არის ე.წ „მეორე ტვინი“. აუცილებელია, ბალანსირებული მიკრობიომი შევინარჩუნოთ, რათა თავიდან ავირიდოთ რიგი დაავადებები და თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ.

ჩვენი მისიაა, იმ ბაქტერიების გაზრდას შევუწყოთ ხელი, რომელიც სასარგებლოა ჩვენთვის.

უნდა მივირთვათ ის საკვები, რომელსაც პრებიოტიკების მსგავსი ფუქნცია აქვთ და სასარგებლო ბაქტერიების გაზრდას ხელს უწყობს

საკვები, როგორც პრებიოტიკი

უნდა მიირთვათ

• ვაშლი

• ბანანი

• თაფლი

• თხილეული

• მწვანე ჩაი

• კაკაო

• ლობიო

• ოსპი

• პრასი

• ხახვი

• ნიორი

პრებიოტიკები და მიკრობიომის ბალანსი საუკეთესო პრევენციაა ქრონიკული დაავადებებისა და თავის ტვინის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.