ძალა, რომელიც შენს გონებაშია - როგორ ხდება თვითგანკურნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძალა, რომელიც შენს გონებაშია - როგორ ხდება თვითგანკურნება

დღეს კი ვისაუბრებთ, იმაზე თუ რამდენად შესაძლებელია თვითგანკურნება, შეუძლია თუ არა ადამიანს ფიქრებით დაავადების პროვოცირება და ასევე, მისი დამარცხება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არაერთი მიმდევარი ჰყავს იოგასა და მედიტაციას.

ადამიანებს სჯერათ, რომ თვითშემეცნებით, საკუთარი მეს პოვნით ისინი უფრო ძლიერები, წარმატებულები და ჯანმრთელები გახდებიან.

ასევე, ყველასათვის ცნობილია პლაცებოს ეფექტი. შეგახსენებთ პლაცებო - ეს არის ინდიფერენტული ნივთიერება, რომელსაც ავადმყოფს აძლევენ, რომელიმე სამკურნალო საშუალების ნაცვლად. ეს ერთგვარი ფსიქოთერაპიაა.

როგორი მექანიზმით მოქმედებს ფიქრები ჩვენს ორგანიზმზე, ამ პროცესის ახსნა-განმარტებისთვის, მეცნიერის - ბიოქიმიკოსის, ნეიროფიზიოლოგისა და ნეიროფსიქოლოგის - ჯო დისპენზას შეხედულებებს გაგიზიარებთ, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი წიგნების ავტორია.

mkurnali.ge

აზროვნების ცვლილებას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ფიზიკური სხეული, მასში არსებული ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესები.

არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გინდათ, რომ მოხდეს, პირიქით, იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ, რომ მოხდეს.

როდესაც სტრესის, ან რაიმე ტრავმის ქვეშ ხართ, თქვენი სტრესის ჰორმონები ყოველთვის ფოკუსირდებიან მოვლენის განვითარების ყველაზე ცუდ სცენარზე, რაც მალევე რეალობად იქცევა.

ფიქრებით თქვენ თავად ქმნით ნეგატიურ შეგრძნებებს, რასაც ფიზიკური ორგანოების დაზიანებამდე მიყავხართ.

ტვინისთვის არანაირი განსხვავება არ არსებობს მატერიალურსა და არარეალურს შორის.

თუ თქვენ ავადმყოფობაზე ფიქრს დაიწყებთ, ის ნამდვილად რეალობად იქცევა და პირიქით.

მაშასადამე, თქვენი დღევანდელი რეალობა თქვენივე წარსული ფიქრების შედეგია, დაავადებები სწორედ ძველი შიშებისგან მოდის.

მეცნიერის აზრით, როდესაც აზროვნება იცვლება, ამას მოსდევს რიგი ცვლილებები ორგანიზმში, ამ გადაწყობის პროცესში ადამიანს ახალი სხეული ენიჭება, ძველი დაავადება კი ძველ სხეულს მიჰყვება. სწორედ ეს მექანიზმია თვითგანკურნება.

თქვენივე ფიქრებით შეგიძლიათ, დაავადება კი არ იყოს თქვენი ორგანიზმისთვის მომწამლავი, არამედ პირიქით - ფიქრებით დაამარცხოთ ის.

დისპენზას თეორიის მიხედვით, ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაციები, ჩვენი შეგრძნებები მყარ ნეირონულ კავშირს, ანუ ნეირონულ ქსელს ქმნის, რომელშიც თქვენი წარსულია ჩაწერილი. ნეირო ქსელები განაპირობებს ადამიანის ჩვევებსა და ხასიათს.

მხოლოდ მედიტაციით, პოზიტიური აზროვნებით მძიმე სენისა და მრავალი დაავადების დამარცხების არაერთი ისტორია არსებობს, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სინამვილეს, ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს, რომ თქვენი ნეგატიური ფიქრები, შიშები, რომ ავად გახდებით, რომ თქვენი მსუბუქი ანთება, დაჭიმულობა, ქრონიკული ხასიათის დაავადება სიმსივნედ გადაიქცევა და მალე მოკვდებით, შეცვალოთ პოზიტიური ფიქრებით.

თუნდაც უკვე მძიმე სენს ებრძოდეთ, იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე.

ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთი, თავად თქვენ შეიძლება გახდეთ. სცადეთ და დაანგრიეთ ძველი, არასასიამოვნო ნეიროკავშირები.