ექიმი ჰაუსის მიერ განკურნებული დაავადებები რეალურ ცხოვრებაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ექიმი ჰაუსის მიერ განკურნებული დაავადებები რეალურ ცხოვრებაში

დღეს კინო ინდუსტრია არაერთ ფილმსა თუ სერიალს გვთავაზობს ექიმებზე და ზოგადად სამედიცინო სფეროზე. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
მათ შორის, სერიალი „ექიმი ჰაუსი“ კი განსაკუთრებით პოპულარულია, ის ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის მაყურებელს ერთნაირად აინტერესებს.

თუ გიფიქრიათ, რამდენად რეალურია დაავადებები, რომლებსაც სერიალში ექიმები კურნავენ, ან რამდენად გავრცელებულია ისინი რეალურ ცხოვრებაში?

მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ოქროთი მოწამვლა

მამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნება. როგორც, აღმოჩნდება, მეუღლე მას ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა.
პაციენტის ტოქსიკოლოგიური ანალიზი დიდი რაოდენობით ოქროს აჩვენებს.

რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლა იწვევს ძვლის ტვინის
დაზიანებას, სიყვითლეს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას.

არც ისე იშვიათია ეს დაავადება. ის ინდუსტრიულმა აფეთქებამ, ჰაერის, ან წყლის ძლიერმა დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„კალიუმის ქლორიდი მარტო შუშის გასამკვრივებლად კი არ არის კარგი, არამედ ოქროსთან შერევისას იასამნისფერი ხდება.

ართრიტისთვის გამოიყენება მექსიკაში, თქვენი ხელები ან ოქროთია დაფარული, ან მეუღლის ბურღულეულს ოქროს
ნატრიუმით წამლავდით.
პირველად მესმის, რომ ოქროს ამ ნაერთით წამლავდნენ, რა პოეტურია.“


აფრიკული ტრიპანოსომიზმი


ეს არის ძილის დაავადება, რომელსაც უმარტივესი, შოლტოსანი პარაზიტები, ტრიპანოსომები იწვევენ. დაავადების გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. ტრიპანოსომიზმი აფრიკის კონტინენტზეა გავრცრელებული.

მრავალი სიმპტომი ახასიათებს: შეშუპება, ლიმფური კვანძების გადიდება, თავის ტკივილი, ცხელება, რა თქმა უნდა, ძილიანობა, ზოგჯერ შეუქცევადი კომა.

დაავადებამ შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს.

სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია, გამუდმებით ეძინება, მისი დიაგნოზი სიმსივნეა. თუმცა, ძილის სინდრომი და ჰალუცინაციები არსად ქრება. ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ გაირკვევა, რომ მას ძილის დაავადება ე.წ აფრიკული ტრიპანოსომიზმი აქვს.


ლეპტოსპიროზი


პაციენტს აქვს ტვინის დაზიანება, კრუნჩვები და კომაშია. როგორც აღმოჩნდება, ვირთაგვას მიერ გადატანილი ლეპტოსპიროზი არის მისი დაავადება. მას თითი გაეკაწრა ქაღალდზე, რომელზეც ვირთაგვამ მოშარდა.
მწვავე ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება. გამოწვეულია ლეპტოსპირას გვარის პათოგენური მიკროორგანიზმებით.

დაავადებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეხვდებით. ადამიანისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს ლეპტოსპიროზით დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები.

ისინი შარდთან ერთად გამოყოფენ ლეპტოსპირებს და აინფიცირებენ წყალს, საკვებს, ნიადაგს, ირგვლივ არსებულ საგნებს.
მისი ორი კლინიკური ფორმა არსებობს - სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო.

ახასიათებს გამონაყარი, რომელსაც ინფიცირებულის შარდი იწვევს, ასევე, წყლულოვანი კერატიტი.


ტვინის წითელა


ზოგადად, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. გართულებისას, შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია და თავის ტვინის ბაქტერიული ინფექცია (ენცეფალიტი).

სერიალში სპორტსმენი სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის, ღამით მოჩვენებებით იტანჯება, აზროვნება დაუქვეითდა.

კითხვაზე, თუ რომელი ცხოველი ახსენდება პ-ზე, პასუხად პატარა სპილო გასცა. ჰაუსმა აღმოაჩინა, რომ ბიჭი ნაშვილებია და დაასკვნა, რომ ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა.

დიაგნოზი კი ტვინის წითელა დასვა. დაავადება იშვიათი, თუმცა რეალურია. ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ამერიკაში.

დაავადებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება დროული იმუნიზაციაა. წითელას სტატისტიკური მონაცემებით ავადობა 84%-ით არის შემცირებული 2016 წლის მონაცემებით. თუმცა, აფრიკისა და აზიის კონტინინტზე აქტუალურია ეს პრობლემა კვლავ.


შავი ჭირი

იგივე ბუბონის ჭირი, 1300-იან წლებში ევროპაში გავრცელებული ყველაზე საშინელი დაავადება, რომელსაც შავი სიკვდილი შეარქვეს და რომლის დროსაც, მეორე პანდემია იყო. მას 200 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა, ის მთელ ქილა ძილის აბებს დალევს, მაგრამ მაინც ვერ იძინებს. შემდეგ რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები დაეწყო. ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. მას ჰქონდა კონტაქტი ძაღლთან, რომელსაც ბუბონის ჭირის გადამტანი რწყილები ჰყავდა.

დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ჰყავთ. სიმპტომებია თავს ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, ჩირქიანი წყლულებია, ე.წ "ბუბონები". საუკეთესო პრევენციაა - მოერიდეთ მკვდარ და რწყილიან ცხოველებს.






ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
„შენ გაქვს იმდენი ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინო მატერიაზე, რადგან შენ ენერგია ხარ ცნობიერებით, შენ გონიერი მატერია ხარ" - ეს დოქტორ ჯო დისპენზას ცნობილი გამონათქვამია.
სასიყვარულო გრძნობები ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკშიც იჩენს ხოლმე თავს.
ცოტა ხნის წინ გამოვლენილი გენეტიკური ფაქტორი ზრდასრული ადამიანის კანს, ახალშობილი ბავშვის კანის მსგავსად,
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
ბრძოლები ჩვენს შიგნით - ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანის იმუნური უჯრედები.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად