ადამიანის კანს შეიძლება რეგენერაცია აიძულონ
რეგენერაციის საშუალებას აძლევს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების აღმოჩენა მნიშვნელოვანია კანის ჭრილობების მკურნალობისა და კანის დაბერების არიდებისათვის.
ყურადღება გამახვილდა ტრანსკრიფციის ფაქტორზე Lef1, რომელიც ახალგაზრდა თაგვების კანში მოლეკულური გადამრთველივით მოქმედებს. ის აკონტროლებს თმის ფოლიკულების ფორმირებას ცხოვრების პირველი კვირის განმავლობაში. გადამრთველი ძირითადად აქტიურდება კანის ფორმირების შემდეგ და რჩება მოზრდილთა ქსოვილებში. მოზრდილი თაგვების სპეციალურ უჯრედებში მისი გააქტივებისას თაგვების კანზე ჭრილობები ნაწიბურების გარეშე ხორცდებოდა. რეფორმირებულ კანზე ბეწვიც ამოდიოდა.
სხვათა შორის, მკვლევართა მიერ გამოვლენილი Lef1 ფაქტორი ასოცირდება პაპილარულ ფიბრობლასტებთან, რომლებიც პაპილარული დერმის უჯრედების განვითარების უკან დგანან. მოზრდილი თაგვების კანის შესაბამის რეგიონებში Lef1-ის გააქტიურება აძლიერებს კანის ჭრილობების რეგენერაციის უნარს, ამცირებს ნაწიბურს და ზრდის თმის ახალ ფოლიკულებსაც.