სატრანსპორტო „კოლაფსი“ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

სატრანსპორტო „კოლაფსი“ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებისას

სატრანსპორტო „კოლაფსი“ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებისას
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმს გულიდან გადმოტყორცნილი სისხლი, მასში გახსნილი საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიეწოდება.

საკმარისია მაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე რაიმე სახის პრობლემა წარმოიშვას, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა ფერხდება, ყოველივე კი სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს, რასაც შედეგად ორგანიზმში ჟანგბადის, საკვები ნივთიერებების დეფიციტი და უჯრედოვანი შიმშილი მოჰყვება.

სატრანსპორტო კოლაფსის შესაძლო მიზეზები:


კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის არეში მალათაშუა დისკების ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაცია იწვევს ახლომდებარე სისხლძარღვებზე ზეწოლას, მათ მიჭყლეტას, სანათურის ცვლილებას, რასაც შედეგად მოჰყვება კისრისა და თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის
ნორმალური მიმოქცევის შეფერხება.


არტერიული ჰიპერტენზია

არასტაბილური არტერიული წნევა თრგუნავს სისხლძარღვთა ნორმალურ ფუნქციებს, აქვეითებს მათ მოქნილობას და იწვევს სატრანსპორტო მაგისტრალის ელასტიკურობის დაქვეითებას. სისხლძარღვის კუნთოვანი შრე კარგავს ძალას, გრძელდება, დეფორმირდება, მცირდება ვენური გადინება და სისხლის მიმოქცევაც უარესდება.


ასაკი

სისხლძარღვის სანათურს ასევე ცვლის ასაკობრივი ბიოლოგიური ცვლილებები, რაც იწვევს
სისხლძარღვთა კედლის ტონუსის დაქვეითებას. მათი შიგნითა შრის კედელზე ჩნდება ქოლესტერინული ფოლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში თანდათან მაგისტრალის კიდევ უფრო მეტ მონაკვეთს მოიცავენ. ვითარდება ათეროსკლეროზად წოდებული მდგომარეობა, რომელიც სისხლძარღვის დამაზიანებელი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.


ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არტერიების გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლძარღვის კედელზე ერთეული ან მრავლობითი ქოლესტერინული ფოლაქების ჩალაგება.

ფოლაქები ავიწროებენ სისხლძარღვის სანათურს და სერიოზულ წინაღობას ქმნიან სისხლის ნორმალური გადინებისთვის.


ათეროსკლეროზის ასაკობრივი სტრუქტურა

არსებობს შემთხვევები, როდესაც ათეროსკლეროზული ცვლილებები 20-30 წლის ასაკში ჩნდება. თუმცა ძირითადად იგი 40-49 წლის ასაკში ვითარდება, ამასთან, მამაკაცებს ორჯერ უფრო მეტად უვითარდებათ, ვიდრე ქალებს.

ცოტა მოგვიანო ასაკში ეს სხვაობა აღარ შეიმჩნევა და შემთხვევათა რაოდენობა 70 წლის შემდეგ ერთმანეთს უტოლდება.

ამას თავისი ახსნა გააჩნია: ქალებს ათეროსკლეროზის განვითარებისგან ქალის სასქესო ჰორმონები – ესტროგენები იცავენ, მაგრამ ასაკთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს და შესაბამისად, ათეროსკლეროზის განვითარების რისკიც იზრდება.


მემკვიდრული ფაქტორი

ათეროსკლეროზის განსაკუთრებით მძიმე ფორმა დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ამ მდგომარეობისადმი დადებითი მემკვიდრული წინასწარგანწყობა. ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე) – სერიოზული პათოლოგიაა, ამგვარ პირებს უკვე 30 წლის ასაკში აღენიშნებათ სისხლძარღვების ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული დაზიანება, რაც ადრეულ ასაკში გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტების განვითარების ალბათობას 20-ჯერ ზრდის, განსხვავებით მათგან, ვისაც მსგავსი მემკვიდრული განწყობები არ გააჩნია. საბედნიეროდ, აღნიშნული მდგომარეობა არც ისე ხშირია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
ბრძოლები ჩვენს შიგნით - ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანის იმუნური უჯრედები.
ასეთი იქნებოდა მსოფლიო, მისი მოსახლეობა მხოლოდ 100 ადამიანს რომ შეადგენდეს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, იმ ათი დაავადების სია, რომელთა მიზეზითაც მსოფლიოში
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.

“შორეულ იაპონიაში როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარკვეული იყო რაღაცეებში და თავის თავს უვლიდა.

შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად