ხართ თუ არა სიმართლის მოყვარული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხართ თუ არა სიმართლის მოყვარული

 

2. როდესაც საჭიროა მოლაპარაკების დასრულება, თქვენ:

ა) ენდობით პარტნიორის სიტყვას;

ბ) მეტი საიმედოობისთვის წერილობით შეთანხმებას ანიჭებთ უპირატესობას;

გ) იკისრებთ ისეთ ვალდებულებებს, რომელთაგანაც ხელსაყრელ შემთხვევაში ადვილად დაიძვრენთ თავს.

3. როდესაც თავს იჩენს სირთულეები:

ა) კარგავთ საკუთარი თავის რწმენას და უარს აცხადებთ ჩანაფიქრის რეალიზაციაზე;

ბ) გარკვეული ხნის განმავლობაში ლოდინს ამჯობინებთ, იმ იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდება;

გ) სირთულეები, პირიქით, მათი დაძლევის სურვილს გიღვივებთ.

4. როდესაც უცაბედად მოგმართავენ უსიამოვნო შეკითხვით:

ა) პასუხობთ იმ არგუმენტის მოშველიებით, რომელიც პირველად ამოგიტივტივდებათ გონებაში;

ბ) დიდხანს ფიქრობთ და შემდეგ პასუხობთ;

გ) პასუხობთ დაუყოვნებლივ და, ჩვეულებრივ, გულწრფელად.

5. თუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მოგიწიათ:

ა) შფოთავთ და იბნევით;

ბ) ეს სრულებით არ გაფრთხობთ;

გ) ეს ერთგვარ სიამოვნებასაც კი განიჭებთ.

6. როდესაც კამათის დროს ამჩნევთ, რომ შეცდით:

ა) ცდილობთ, დაუყოვნებლივ გამოასწოროთ შეცდომა;

ბ) განაგრძობთ საკუთარი მოსაზრების დაცვას;

გ) თავს ანებებთ კამათს.

7. თქვენი აზრით, სიმართლის დაცვა:

ა) არცთუ ისე ადვილია, თანაც გააჩნია, რა შემთხვევაში;

ბ) უკიდურეს ნერვულ აგზნებადობას იწვევს; შესაძლოა დიდებაც მოიტანოს;

გ) აუცილებელია.

8. როდესაც ეკამათებით მეგობარს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს:

ა) ჩვეულებრივ, ახერხებთ მის გადარწმუნებას;

ბ) საკუთარ აზრზე რჩებით;

გ) მის პოზიციას იზიარებთ ან ნაწილობრივ მაინც გეცვლებათ პირვანდელი აზრი და დამოკიდებულება.

9. როდესაც კამათი მეტისმეტად მძაფრდება:

ა) ბრაზდებით;

ბ) სიმშვიდეს ინარჩუნებთ - თავდაჯერება კამათის დროს საუკეთესო ხერხია;

გ) ხმას იმაღლებთ.

10. მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ხშირად გჭირდებათ:

ა) არ იწერთ, რადგან, ჩვეულებრივ, ადვილად პოულობთ;

ბ) ყოველთვის ინიშნავთ წიგნაკში;

გ) იმახსოვრებთ.

11. გაიცანით ადამიანი. მომდევნო შეხვედრისას:

ა) უმალვე იცნობთ მას;

ბ) ვერ გაიხსენებთ მის სახელს;

გ) ფიქრობთ, რომ სადღაც შეხვედრიხართ, მაგრამ არ გახსოვთ, სად.

12. გაცხოველებული დისკუსიის შემდეგ:

ა) შესანიშნავად გახსოვთ თქვენი ოპონენტის ყველა არგუმენტი;

ბ) არაფერი გახსოვთ და მიგაჩნიათ, რომ ასე სჯობს;

გ) ვერ იხსენებთ ყველაზე მნიშვნელოვანს.

13. როდესაც კამათში ერთვებით, ჩვეულებრივ, გსურთ:

ა) მიიღოთ რაღაც გამორჩენა იმისგან, ვისაც იცავთ;

ბ) გამოიწვიოთ ირგვლივ მყოფთა აღფრთოვანება;

გ) დაიცვათ ისინი, ვისაც ეს სჭირდება.

14. თუ თქვენი მეგობარი უსიამოვნებაში გაეხვია:

ა) აშკარად საყვედურობთ;

ბ) მხარს უჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცით რაც მოხდა;

გ) თავს იკავებთ ამ თემაზე საუბრისაგან.

26 ქულაზე მეტი - სიმართლისთვის მებრძოლი ბრძანდებით. გარდა ამისა, საქმოსანი ადამიანისთვის დამახასიათებელი რამდენიმე კარგი თვისებაც გაქვთ და წარმატებით იყენებთ. განყენებული განსჯის შემდეგ, რომელიც სიმართლის თქმასა და დაცვას უკავშირდება, შეუპოვრად გადადიხართ საქმეზე - სამართლიანობის იდეას წარმატებით ახორციელებთ პრაქტიკაში. 11-დან 26 ქულამდე - ხშირად იღებთ საკუთარ თავზე უსამართლოდ ბრალდებულთა დამცველის ტვირთს, თუმცა თქვენი ძალისხმევა ყოველთვის წარმატებით არ გვირგვინდება. სიმართლისათვის ბრძოლაში დახმარების თხოვნა არ გეთაკილებათ. 11 ქულაზე ნაკლები - ჩვეულებრივ, გაურბიხართ დისკუსიებს. კამათი გიჭირთ და არცთუ იშვიათად მარცხდებით.