თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი

1) როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, სამყარო უკეთესი გავხადოთ?

ა) კი;

ბ) ის ისედაც მშვენიერია;

გ) კი, მხოლოდ განსაზღვრული კუთხით.

2) მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა გარე სამყაროს შეცვლაში?

ა) უმეტესად - კი;

ბ) არა;

გ) მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში.

3) მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენს ზოგიერთ იდეას შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანოს იმ შემოქმედებით სფეროს, რომელშიც მოღვაწეობთ?

ა) კი;

ბ) მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებათა არსებობისას;

გ) მხოლოდ განსაზღვრულ დონეზე.

4) როგორ ფიქრობთ, მომავალში ითამაშებთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან როლს, რომ შეგეძლებათ, რამე პრინციპულად შეცვალოთ?

ა) ვფიქრობ, კი;

ბ) ნაკლებსავარაუდოა;

გ) შესაძლოა.

5) როდესაც რამის შექმნას იწყებთ, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ საკუთარ წამოწყებას აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე?

ა) რა თქმა უნდა;

ბ) უმეტესად არა;

გ) უმეტესად კი.

6) გაგჩენიათ თუ არა სურვილი, ხელი მოგეკიდათ იმ საქმისთვის, რომელიც სრულებით არ იცით?

ა) კი, მიზიდავს ყოველივე უცხო;

ბ) რაც არ მესმის, არც მაინტერესებს;

გ) საქმეს გააჩნია.

7) უცნობი საქმიანობისთვის ხელის მოკიდება მოგიხდათ. გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, მიაღწიოთ ამ სფეროში სრულყოფას?

ა) კი;

ბ) არა, მიღწეულს დავჯერდები;

გ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა მომეწონება.

8) თუ საქმე, რომელიც არ იცით, ძალიან მოგწონთ, გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, მის შესახებ ყველაფერი გაიგოთ?

ა) კი;

ბ) არა, მხოლოდ ძირითად მომენტებს თუ შევისწავლი;

გ) მხოლოდ იმდენი, რომ ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო.

9) როდესაც იღბალი გიმტყუნებთ:

ა) ერთხანს ვჯიუტობ, სინამდვილეს თვალს არ ვუსწორებ;

ბ) წამოწყებაზე ხელს ჩავიქნევ, რადგან მივხვდები, რომ ის არარეალურია;

გ) მაინც გავაგრძელებ საქმეს, თუნდაც ნათელი გახდეს, რომ დაბრკოლება დაუძლეველია.

10) თქვენი აზრით, პროფესია უნდა აირჩიო იმის მიხედვით...

ა) როგორი შესაძლებლობები და პერსპექტივა გაქვს;

ბ) რამდენად საჭიროა ეს პროფესია და როგორია მასზე მოთხოვნა;

გ) რა უპირატესობას მოგანიჭებს ის.

11) შეგიძლიათ თუ არა, რუკის გარეშე განვლოთ მარშრუტი, რომელიც ერთხელ უკვე გაიარეთ?

ა) კი;

ბ) არა, ადვილი შესაძლებელია, გზა ამებნეს;

გ) კი, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც მომეწონა და ამიტომ დამამახსოვრდა.

12) შეგიძლიათ თუ არა, საუბრის დასრულებისთანავე გაიხსენოთ ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი?

ა) კი;

ბ) ყველაფერი არა;

გ) მამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც მაინტერესებს;

13) შეგიძლიათ თუ არა, გაიმეოროთ უცხო ენაზე მოსმენილი სიტყვა უშეცდომოდ, მიუხედავად მისი მნიშვნელობის არცოდნისა?

ა) კი;

ბ) კი, თუ ეს სიტყვა ადვილად დასამახსოვრებელია;

გ) გავიმეორებ, მაგრამ არცთუ უშეცდომოდ.

14) თავისუფალ დროს გირჩევნიათ:

ა) განმარტოვდეთ და იფიქროთ;

ბ) ნაცნობების წრეში გაერთოთ;

გ) სულ ერთია, მარტო იქნებით თუ ვინმესთან ერთად.

15) საქმეს თავს ანებებთ:

ა) მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე დასრულებულია;

ბ) მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხართ;

გ) თუნდაც ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყოს დარჩენილი.

16) როდესაც მარტო რჩებით:

ა) ოცნებობთ;

ბ) ცდილობთ, რაიმე კონკრეტული აკეთოთ;

გ) ფიქრობთ სამსახურებრივ საკითხებზე;

17) როდესაც რაიმე იდეა გიპყრობთ, მასზე ფიქრს იწყებთ:

ა) მყისვე, განურჩევლად იმისა, სად და ვისთან ერთად ხართ;

ბ) მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო რჩებით;

გ) მხოლოდ იქ, სადაც ნაკლები ხმაურია.

18) როდესაც რომელიმე იდეას იცავთ:

ა) შესაძლოა, უარი თქვათ მასზე, თუ ოპონენტები დამაჯერებელ არგუმენტებს მოიყვანენ;

ბ) რა არგუმენტიც არ უნდა მოისმინოთ, საკუთარ აზრზე დარჩებით;

გ) შეიცვლით აზრს, თუ ძლიერ წინააღმდეგობას გაგიწევენ.