თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი

შემოქმედებითი პოტენციალით ყველა როდია დაჯილდოებული, მრავალი ჩვენგანის არსებაში კი ის ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე. ფსიქოლოგთა რჩევით, შემოქმედებით პოტენციალს "გზა ფართო" უნდა მიეცეს, პიროვნებას კი - თვითრეალიზაციის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ფსიქიკაში არასასურველი ცვლილებები დაიწყება. თუ პიროვნული რეალიზაციისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენების პრობლემა თქვენთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, ეცადეთ გაარკვიოთ, როგორი შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ. (პასუხის სამი ვარიანტიდან შეარჩიეთ ერთი).


1) როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, სამყარო უკეთესი გავხადოთ?
ა) კი;
ბ) ის ისედაც მშვენიერია;
გ) კი, მხოლოდ განსაზღვრული კუთხით.


2)

მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა გარე სამყაროს შეცვლაში?
ა) უმეტესად - კი;
ბ) არა;
გ) მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში.


3) მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენს ზოგიერთ იდეას შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანოს იმ შემოქმედებით სფეროს, რომელშიც მოღვაწეობთ?
ა) კი;
ბ)

მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებათა არსებობისას;
გ) მხოლოდ განსაზღვრულ დონეზე.


4) როგორ ფიქრობთ, მომავალში ითამაშებთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან როლს, რომ შეგეძლებათ, რამე პრინციპულად შეცვალოთ?
ა) ვფიქრობ, კი;
ბ) ნაკლებსავარაუდოა;
გ) შესაძლოა.


5) როდესაც რამის შექმნას იწყებთ, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ საკუთარ წამოწყებას აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) უმეტესად არა;
გ) უმეტესად კი.


6) გაგჩენიათ თუ არა სურვილი, ხელი მოგეკიდათ იმ საქმისთვის, რომელიც სრულებით არ იცით?
ა) კი, მიზიდავს ყოველივე უცხო;
ბ) რაც არ მესმის, არც მაინტერესებს;
გ) საქმეს გააჩნია.


7) უცნობი საქმიანობისთვის ხელის მოკიდება მოგიხდათ. გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, მიაღწიოთ ამ სფეროში სრულყოფას?
ა) კი;
ბ) არა, მიღწეულს დავჯერდები;
გ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა მომეწონება.


8) თუ საქმე, რომელიც არ იცით, ძალიან მოგწონთ, გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, მის შესახებ ყველაფერი გაიგოთ?
ა) კი;
ბ) არა, მხოლოდ ძირითად მომენტებს თუ შევისწავლი;
გ) მხოლოდ იმდენი, რომ ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო.

9) როდესაც იღბალი გიმტყუნებთ:
ა) ერთხანს ვჯიუტობ, სინამდვილეს თვალს არ ვუსწორებ;
ბ) წამოწყებაზე ხელს ჩავიქნევ, რადგან მივხვდები, რომ ის არარეალურია;
გ) მაინც გავაგრძელებ საქმეს, თუნდაც ნათელი გახდეს, რომ დაბრკოლება დაუძლეველია.

10) თქვენი აზრით, პროფესია უნდა აირჩიო იმის მიხედვით...
ა) როგორი შესაძლებლობები და პერსპექტივა გაქვს;
ბ) რამდენად საჭიროა ეს პროფესია და როგორია მასზე მოთხოვნა;
გ) რა უპირატესობას მოგანიჭებს ის.

11) შეგიძლიათ თუ არა, რუკის გარეშე განვლოთ მარშრუტი, რომელიც ერთხელ უკვე გაიარეთ?
ა) კი;
ბ) არა, ადვილი შესაძლებელია, გზა ამებნეს;
გ) კი, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც მომეწონა და ამიტომ დამამახსოვრდა.

12) შეგიძლიათ თუ არა, საუბრის დასრულებისთანავე გაიხსენოთ ყველაფერი, რაზეც იყო საუბარი?
ა) კი;
ბ) ყველაფერი არა;
გ) მამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც მაინტერესებს;

13) შეგიძლიათ თუ არა, გაიმეოროთ უცხო ენაზე მოსმენილი სიტყვა უშეცდომოდ, მიუხედავად მისი მნიშვნელობის არცოდნისა?
ა) კი;
ბ) კი, თუ ეს სიტყვა ადვილად დასამახსოვრებელია;
გ) გავიმეორებ, მაგრამ არცთუ უშეცდომოდ.

14) თავისუფალ დროს გირჩევნიათ:
ა) განმარტოვდეთ და იფიქროთ;
ბ) ნაცნობების წრეში გაერთოთ;
გ) სულ ერთია, მარტო იქნებით თუ ვინმესთან ერთად.

15) საქმეს თავს ანებებთ:
ა) მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე დასრულებულია;
ბ) მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხართ;
გ) თუნდაც ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყოს დარჩენილი.

16) როდესაც მარტო რჩებით:
ა) ოცნებობთ;
ბ) ცდილობთ, რაიმე კონკრეტული აკეთოთ;
გ) ფიქრობთ სამსახურებრივ საკითხებზე;

17) როდესაც რაიმე იდეა გიპყრობთ, მასზე ფიქრს იწყებთ:
ა) მყისვე, განურჩევლად იმისა, სად და ვისთან ერთად ხართ;
ბ) მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო რჩებით;
გ) მხოლოდ იქ, სადაც ნაკლები ხმაურია.

18) როდესაც რომელიმე იდეას იცავთ:
ა) შესაძლოა, უარი თქვათ მასზე, თუ ოპონენტები დამაჯერებელ არგუმენტებს მოიყვანენ;
ბ) რა არგუმენტიც არ უნდა მოისმინოთ, საკუთარ აზრზე დარჩებით;
გ) შეიცვლით აზრს, თუ ძლიერ წინააღმდეგობას გაგიწევენ.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
„შენ გაქვს იმდენი ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინო მატერიაზე, რადგან შენ ენერგია ხარ ცნობიერებით, შენ გონიერი მატერია ხარ" - ეს დოქტორ ჯო დისპენზას ცნობილი გამონათქვამია.
დღეს კინო ინდუსტრია არაერთ ფილმსა თუ სერიალს გვთავაზობს ექიმებზე და ზოგადად სამედიცინო სფეროზე. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
სასიყვარულო გრძნობები ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკშიც იჩენს ხოლმე თავს.
ცოტა ხნის წინ გამოვლენილი გენეტიკური ფაქტორი ზრდასრული ადამიანის კანს, ახალშობილი ბავშვის კანის მსგავსად,
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად