1. მაკროფაგი შთანთქავს ცხიმის წვეთებს.

2. შიდსის ვირუსების (ლურჯი წერტილები) თავდასხმა T ლიმფოციტზე.

3. B ლიმფოციტი და ბაქტერიები.

4. მალარიით დაავადებული ერითროციტები, ერთ-ერთი მათგანი გამსკდარია და პარაზიტები ახალი მსხვერპლის საპოვნელად არიან გამოსული.

5. საშიში მიკროორგანიზმებისგან ჩვენი პირველი დამცავი ბარიერი - კანი. დაზიანების შემდეგ შეხორცების პროცესს იწყებს.

6. ფაგოციტოზის პროცესის პირველი ნაბიჯი - "ბაქტერიაჭამია" მაკროფაგი იწვდის ცრუფეხებს ნაწლავის ჩხირებისკენ.

7. ასბესტის ბოჭკოებით გარშემორტყმული მაკროფაგი, რომელსაც თავისი მოუნელებადი სადილისგან სიკვდილი ემუქრება.
