გიო ხუციშვილი: უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

გიო ხუციშვილი: უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს

გიო ხუციშვილი: უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომი სიმსივნური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა და დღემდე გადის მკურნალობას.
გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

გუშინ, 29 მაისს გიომ მაინც შეძლო სცენაზე გამოსვლა - მან ფილარმონიაში კონცერტი გამართა, შემდეგ კი საკონცერტო
დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

გიო ხუციშვილი:
– არასდროს არაფერი მაწუხებდა. ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო.




mkurnali.ge


გამოკვლევების მერე, მე არაფერი მითხრეს. მაიკოს, ჩემს მეუღლეს გაუმხილეს და მეგობრებს, ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ანუ,
კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. დასხდნენ და მითხრეს, იქნებ თურქეთში წავიდეთ სამკურნალოდო. იმწუთას მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუთხარი: სადაც საჭიროა, წავიდეთ, ყველაგან წამოვალ-მეთქი. იმ დღიდან ომში ვარ.

დიაგნოზის დასმის მერე, თურქეთში წავედი. ჩავიტარე მკურნალობის კურსი, ჩამოვედი საქართველოში და კონცერტი ჩავატარე. პირველად რომ გავიგე დაავადების შესახებ, რასაკვირველია, დარტყმა იყო, მაგრამ, მერე მივხვდი, იმდენი რამ მაქვს გადატანილი და განცდილი, ამასაც გადავიტან. არ ვიცი, ეს დაავადება ჩემი სასჯელია, ბედნიერების შეფერხება თუ იმის გამოცდა, რამდენად ძლიერი და მებრძოლი ვარ, მაგრამ მთავარია, ვგრძნობ, ღმერთი ჩემს გვერდითაა და მარტო არ ვარ.


იმდენი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი მირეკავს და წუხდება ჩემი ავადმყოფობის გამო, უკვე აღარ ვფიქრობ საკუთარ თავზე. ეს ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო. არაერთი რთული, ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულად გავიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და ახლანდელი ჩემი მდგომარეობაც ასეა – უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს.

mkurnali.ge

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
04-11-2019
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) თანახმად, მსოფლიოში 55 მილიონზე მე ადამიანს დემეცნიის სხვადასხვა ფორმა აქვს.
50 წლის შემდეგ, ზოგადად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნელ-ნელა მცირდება.
“ნებისმიერი დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლებელია მინერალების დეფიციტის აღმოჩენა”
რეიტინგი ითვალისწინებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯანდაცვის ღირებულებას და მრავალ სხვა კრიტერიუმს, რომელთა დახმარებითაც ფორმირდება ეფექტურობის მაჩვენებელი.
იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ისეთი აგენტებისგან, რასაც ის უცხოდ და საშიშად აღიქვამს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უმწეოა.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად