ტოჩინოშინის დედა: “ლევანს სამედიცინო განათლება ძალიან გამოადგა შორეულ იაპონიაში” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტოჩინოშინის დედა: “ლევანს სამედიცინო განათლება ძალიან გამოადგა შორეულ იაპონიაში”

ამ მხრივ გამოადგა, თორემ სამედიცინო მიმართულებით არასოდეს უმუშავია” ... - ლევან გორგოძის დედა – ნუნუ მარქარაშვილი ლევანის სამედიცინო განათლებაზე და მისი მედიცინის მიმართ დამოკიდებულებაზე გვესაუბრა... ქალბატონი ნუნუ თავადაც სამედიცინო მუშაკია...

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ლევანი სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა... როდის დაინტერესდა იგი მედიცინით და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ინტერესი?

- ლევანმა მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, სკოლიდან გამოვიდა და სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. პირველ სამედიცინოში სწავლობდა, რომელიც წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს... მისი სამედიცინო განხრით სწავლა ჩემი სურვილი უფრო მეტად იყო, რადგან მსურდა სტომატოლოგი გამოსულიყო. სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა, ტრენერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ინსტიტუტი ვერ დაამთავრა, მესამე კურსიდან უკვე იაპონიაში წავიდა...

- უთქვამს, რომ სამედიცინო განათლება გამოადგა?

- დიახ, ძალიან გამოადგა... შორეულ იაპონიაში როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარკვეული იყო რაღაცეებში და თავის თავს უვლიდა. ამ მხრივ გამოადგა, თორემ სამედიცინო მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

- თქვენც მედიცინის მუშაკი ბრძანდებით. გვიამბეთ სად მუშაობდით და რამდენად აფასებდა ლევანი თქვენს პროფესიას?

- მე ბებია ქალი ვარ, 26 წლის სტაჟი მაქვს... ამჟამად აღარ ვმუშაობ. ლევანი ძალიან დიდ პატივს სცემს მედიცინის მუშაკებს. ჩემი პროფესიაც 90-იანი წლების დუხჭირი ცხოვრების დროს ძალიან დამეხმარა შვლების გაზრდაში. Bბებიაქალის და ექთნის პროფესიით ვმუშაობდი სამშობიარო სახლში. მაშინ ეკონომიურად კატასტროფული მდგომარეობა იყო და ყველაფერს ვაკეთებდი ოჯახს რომ შემოსავალი ჰქონოდა. გარდა სამშობიარო სახლისა, სახლშიც ვშრომობდი. თუ ვინმეს რამე გასაჭირი ჰქონდა, ყველას ვეხმარებოდი... ლევანის განსაკუთრებით უხაროდა ახალი სიცოცხლის დაბადებასთან რომ მქონდა სულ საქმე. მოგეხსენებათ ახალი სიცოცხლის დაბადება რამდენად სასიხარულო მოვლენაა...

- წონა, რომელიც სუმოისტს სპორტული კარიერისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემია, სპორტსმენმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს. როგორ ახერხებს ამას ლევანი და როგორ უთავსებს ჯანმრთელობას?

- დიახ, წონა აუცილებელია... ტექნიკის გარდა, დიდი წონაც საჭიროა. ლევანმა თავიდან რომ დაიწყო, 129 კილო იყო და იძახდნენ გავასუქებთო. გული მისკდებოდა, მეტი რაღა უნდა გასუქდეს, ამხელა არის-მეთქი. ჩემთვის უკვე ისიც დიდი იყო და მითხრეს, რომ სუმოსთვის გამხდარიაო... ახლა უკვე 179 კილოა... რაც შეეხება ჯანმრთელობასთან შეთავსებას, ამას ახერხებს, რადგან ნებისყოფიანი ბიჭია. თუ ჭირდება დაიკლებს, თუ დაჭირდა – მოიმატებს. ძალიან დატვირთულია და გული თუ ყველა ორგანო დიდი დატვირთვით მუშაობს. ჯანმრთელობისთვის რასაკვირველია ამხელა წონა კარგი არ არის, სულ მეშინია შაქარმა არ მოიმატოს, სხვა პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ მადლობა ღმერთს ლევანი პერიოდულად ახერხებს დაარეგულიროს. შეუძლია ისეთ დიეტაზე გადავიდეს, რომ ერთი დღე მხოლოდ უმი კომბოსტო მიირთვას.

mkurnali.ge

- როგორია მისი კვების რეჟიმი?

- იაპონიაში სუმოისტების კვების რეჟიმი ისეთია, რომ მეტი რაოდენობით ბრინჯს მიირთმევენ. ბრინჯი შაქარს შეიცავს და ვფიქრობ წონაში ბევრს ამიტომ იმატებენ.

- ფსიქოლოგურად სპორტსმენი გაწონასწორებული უნდა იყოს... მშვიდია ლევანი?

- ლევანი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად გაწონასწორებული ადამიანია. საოცარი ჩვევები აქვს. ძალიან დიდი უნარი თავშეკავების...

- რას იტყოდით მის დღევანდელ შეჯიბრზე?

- ძალიან გახარებული ვარ და შეიძლებოდა მეტად გახარებულიც ვყოფილიყავი. Dდიდ გამარჯვებას ძალიან ცოტა დააკლდა... თუმცა ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ლევანმა ჩვენი სამშობლო მთელ მსოფლიოში ასახელა!

მანანა გაბრიჩიძე

'ლელოს' ექსკლუზივი: ტოჩინოშინის მამის ემოცია შოდაისთან ბრძოლისას [VIDEO]

 

"ხშირად უთქვამს, დედა, მარტო შენი ხმა მესმისო" - ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) უცნობი ბიოგრაფია