ტოჩინოშინის დედა: “ლევანს სამედიცინო განათლება ძალიან გამოადგა შორეულ იაპონიაში” - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ტოჩინოშინის დედა: “ლევანს სამედიცინო განათლება ძალიან გამოადგა შორეულ იაპონიაში”

ტოჩინოშინის დედა: “ლევანს სამედიცინო განათლება ძალიან გამოადგა შორეულ იაპონიაში”

“შორეულ იაპონიაში როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარკვეული იყო რაღაცეებში და თავის თავს უვლიდა.

ამ მხრივ გამოადგა, თორემ სამედიცინო მიმართულებით არასოდეს უმუშავია” ... - ლევან გორგოძის დედა – ნუნუ მარქარაშვილი ლევანის სამედიცინო განათლებაზე და მისი მედიცინის მიმართ დამოკიდებულებაზე გვესაუბრა... ქალბატონი ნუნუ თავადაც სამედიცინო მუშაკია...

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ლევანი სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა... როდის დაინტერესდა იგი მედიცინით და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ინტერესი?
- ლევანმა მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, სკოლიდან გამოვიდა და

სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. პირველ სამედიცინოში სწავლობდა, რომელიც წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს... მისი სამედიცინო განხრით სწავლა ჩემი სურვილი უფრო მეტად იყო, რადგან მსურდა სტომატოლოგი გამოსულიყო. სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა, ტრენერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ინსტიტუტი ვერ დაამთავრა, მესამე კურსიდან უკვე იაპონიაში წავიდა...

- უთქვამს, რომ სამედიცინო განათლება გამოადგა?
- დიახ, ძალიან გამოადგა... შორეულ იაპონიაში როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები

ჰქონდა, გარკვეული იყო რაღაცეებში და თავის თავს უვლიდა. ამ მხრივ გამოადგა, თორემ სამედიცინო მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

- თქვენც მედიცინის მუშაკი ბრძანდებით. გვიამბეთ სად მუშაობდით და რამდენად აფასებდა ლევანი თქვენს პროფესიას?
- მე ბებია ქალი ვარ, 26 წლის სტაჟი მაქვს... ამჟამად აღარ ვმუშაობ. ლევანი ძალიან დიდ პატივს სცემს მედიცინის მუშაკებს. ჩემი პროფესიაც 90-იანი წლების დუხჭირი ცხოვრების დროს ძალიან დამეხმარა შვლების გაზრდაში. Bბებიაქალის და ექთნის პროფესიით ვმუშაობდი სამშობიარო სახლში. მაშინ ეკონომიურად კატასტროფული მდგომარეობა იყო და ყველაფერს ვაკეთებდი ოჯახს რომ შემოსავალი ჰქონოდა. გარდა სამშობიარო სახლისა, სახლშიც ვშრომობდი. თუ ვინმეს რამე გასაჭირი ჰქონდა, ყველას ვეხმარებოდი... ლევანის განსაკუთრებით უხაროდა ახალი სიცოცხლის დაბადებასთან რომ მქონდა სულ საქმე. მოგეხსენებათ ახალი სიცოცხლის დაბადება რამდენად სასიხარულო მოვლენაა...

- წონა, რომელიც სუმოისტს სპორტული კარიერისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემია, სპორტსმენმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს. როგორ ახერხებს ამას ლევანი და როგორ უთავსებს ჯანმრთელობას?
- დიახ, წონა აუცილებელია... ტექნიკის გარდა, დიდი წონაც საჭიროა. ლევანმა თავიდან რომ დაიწყო, 129 კილო იყო და იძახდნენ გავასუქებთო. გული მისკდებოდა, მეტი რაღა უნდა გასუქდეს, ამხელა არის-მეთქი. ჩემთვის უკვე ისიც დიდი იყო და მითხრეს, რომ სუმოსთვის გამხდარიაო... ახლა უკვე 179 კილოა... რაც შეეხება ჯანმრთელობასთან შეთავსებას, ამას ახერხებს, რადგან ნებისყოფიანი ბიჭია. თუ ჭირდება დაიკლებს, თუ დაჭირდა – მოიმატებს. ძალიან დატვირთულია და გული თუ ყველა ორგანო დიდი დატვირთვით მუშაობს. ჯანმრთელობისთვის რასაკვირველია ამხელა წონა კარგი არ არის, სულ მეშინია შაქარმა არ მოიმატოს, სხვა პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ მადლობა ღმერთს ლევანი პერიოდულად ახერხებს დაარეგულიროს. შეუძლია ისეთ დიეტაზე გადავიდეს, რომ ერთი დღე მხოლოდ უმი კომბოსტო მიირთვას.

mkurnali.ge

- როგორია მისი კვების რეჟიმი?
- იაპონიაში სუმოისტების კვების რეჟიმი ისეთია, რომ მეტი რაოდენობით ბრინჯს მიირთმევენ. ბრინჯი შაქარს შეიცავს და ვფიქრობ წონაში ბევრს ამიტომ იმატებენ.

- ფსიქოლოგურად სპორტსმენი გაწონასწორებული უნდა იყოს... მშვიდია ლევანი?
- ლევანი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად გაწონასწორებული ადამიანია. საოცარი ჩვევები აქვს. ძალიან დიდი უნარი თავშეკავების...

- რას იტყოდით მის დღევანდელ შეჯიბრზე?
- ძალიან გახარებული ვარ და შეიძლებოდა მეტად გახარებულიც ვყოფილიყავი. Dდიდ გამარჯვებას ძალიან ცოტა დააკლდა... თუმცა ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ლევანმა ჩვენი სამშობლო მთელ მსოფლიოში ასახელა!

მანანა გაბრიჩიძე

'ლელოს' ექსკლუზივი: ტოჩინოშინის მამის ემოცია შოდაისთან ბრძოლისას [VIDEO]

 

"ხშირად უთქვამს, დედა, მარტო შენი ხმა მესმისო" - ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) უცნობი ბიოგრაფია

 














გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
ბრძოლები ჩვენს შიგნით - ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანის იმუნური უჯრედები.
ასეთი იქნებოდა მსოფლიო, მისი მოსახლეობა მხოლოდ 100 ადამიანს რომ შეადგენდეს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, იმ ათი დაავადების სია, რომელთა მიზეზითაც მსოფლიოში
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.
როდესაც საზღვრის გადაკვეთისას ჩნდება სამკურნალო საშუალებების გადატანის საჭიროება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად