როდესაც საზღვრის გადაკვეთისას ჩნდება სამკურნალო საშუალებების გადატანის საჭიროება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი
წესები:
როცა საზღვარზე მედიკამენტი გადაგვაქვს
23.05.2018
სამკურნალო საშუალებები
- ფიზიკურ პირს შეუძლია, სამკურნალო საშუალება ინდივიდუალური საჭიროებისთვის შემოიტანოს ათი სტანდარტული შეფუთვის ოდენობით.
- თუ ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მისი ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე ან საქართველოში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე.
- ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორების შემცველი სამკურნალო საშუალებების შემოტანა ან გატანა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე:
სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკური პირის
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემოსვლის შემთხვევაში − სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები
- უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე თარგმნილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული:
- რეცეპტის ქსეროასლი;
- რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი;
- რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის (აბის), ამპულის და ა. შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა.
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა