კატები „მკურნალებად “ოფიციალურად აღიარეს
ამშვიდებენ ნერვებს, ეხმარებიან ძლიერი განცდების შედეგად მომატებული წნევის ნორმალიზებაში. ახლახან დადგინდა, რომ კატის კრუტუნი ადამიანში მოქმედებს სხვადასხვა ტრავმის შეცხორცების სიჩქარეზეც, ასევე, ამსუბუქებს სტრესსა და ქოშინის.
ექსპერიმენტით დადგინდა, რომ კატები დაახლოებით 150 ჰც სიხშირით კრუტუნებენ. ასეთი სიხშირის ბგერითი ტალღების მოქმედება დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმის რეგენერაციულ ფუნქციებზე. ე.ი. კატებს რეალურად შეუძლიათ ადამიანის კუნთებისა და ძვლების შეხორცების დაჩქარება.
რაც შეეხება ქოშინს, კატის კრუტუნი ამ პრობლემის გამკლავებაშიც გვეხმარება. კვლევამ აჩვენა, რომ კატის პატრონები უფრო იშვიათად აკითხავენ ექიმებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნერვების პრობლემებთან დაკავშირებით.
კატები აწესრიგებენ წნევასა და გულის რითმს.
ლალი ჩხიკვაძე