არსებობს თუ არა საქართველოში დაავადება „თურქულის“ გავრცელების რისკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

არსებობს თუ არა საქართველოში დაავადება „თურქულის“ გავრცელების რისკი

არსებობს თუ არა საქართველოში დაავადება „თურქულის“ გავრცელების რისკი
თელავში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები კავკასიელ კოლეგებთან და ევროპელ ექსპერტებთან ერთად ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადების - „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებს განიხილავენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ვეტერინარებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფაზე. გარდა ამისა, დაიწყო კონსულტაციები, საქართველოს გარკვეული ტერიტორია ოფიციალურად დასახელდეს „თურქულისგან“ თავისუფალ ზონად.

„ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, იმართება „თურქულის“
საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიან მიდგომებს. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რაც კავკასიის რეგიონის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

დაავადება „თურქული“ სწრაფად გავრცელებადი
მწვავე ვირუსული დაავადებაა. სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის“ საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს. 2017 წელს 2 693 938 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

”უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ შესანიშნავი პროგრესი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ დიდ ძალისხმევას ვეტერინარულ ღონისძიებებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. გაზრდილია როგორც ვაქცინაციის არეალი, ასევე მისი ხარისხი.
ჩვენი მიდგომა ამ დაავადების კონტროლთან მიმართებით, გარდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციისა და მონიტორინგისა, არის დაბალი რისკის ზონების შექმნა. საქართველოს შემთხვევაში ასეთია რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მესტიის რეგიონი, რომლებიც „თურქულისგან“ თავისუფალ რეგიონებად უნდა გამოცხადდეს”, -განაცხადა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კარპენ პუჩიმ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის
31-01-2018
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
კატები ნამდვილი მკურნალები არიანი, რასაც მთელი რიგი კვლევები ადასტურებს. მაგალითად, მელბურნის
რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ისეთ­მა, ერთი შე­ხედ­ვით, ვი­თომ­დაც უწყი­ნარ­მა
მედიკოსებს ადამიანზე ცხოველის დადებითი გავლენა არაერთხელ აღუნიშნავთ. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის
შინაური ცხოველები ადამიანების გვერდით უკვე ათობით ათასი წელია ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
დიდი ხანია ცნობილია, რომ კატები, კერძოდ კი, მათი კრუტუნი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ისინი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად