/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

დემოდეკოზი ცხოველებში

დემოდეკოზი ცხოველებში
დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანშიგა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის ას ორმოცამდე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ.

.

დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძაღლებში ის დერმატიტებს ანუ კანის ანთებით დაავადებებსა და ჰიპერკერატოზებს – კანისა და მისი დანამატების პათოლოგიურ გასქელებას იწვევს.ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს, თანაც მისი ორგანიზმიდან იმ ტკიპის გამოყოფა, რომელიც ძაღლის დასნებოვნებას იწვევს, აღწერილი არ არის. ასე რომ, ძაღლი და ადამიანი დემოდეკოზის გადაცემის თვალსაზრისით ერთმანეთს საფრთხეს არ უქმნიან.

  • როგორ ვლინდება დემოდეკოზი

ცხოველებში დემოდეკოზის სამი (იშვიათად ოთხი) კლინიკური ფორმაა მოსალოდნელი.

სკვამოზური ფორმა

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სკვამოზური ანუ ქერცლოვანი ფორმა. ის ძაღლებში ყველაზე ხშირად გვხვდება, რასაც გარკვეული მიზეზი აქვს: ვინაიდან ძაღლის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები საკმაოდ ფართოა, დემოდექსის ტკიპა მათში ადვილად აღწევს და ყველაზე ადრე სწორედ მათ აზიანებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტკიპის ცხოველქმედების შედეგად ჯირკვლები წყვეტენ ცხიმის გამომუშავებას. კანი შრება და იქერცლება. პროცესი წვრილი, 1-3 მმ დიამეტრის წითელი წერტილოვანი ლაქების წარმოქმნით იწყება. შემდეგ ამ ადგილებს ბეწვი სცვივა და მელოტდება. ამგვარი ცვლილებები უმეტესად ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ, ლოყებზე, ცხვირის ზურგზე, ფერდებზე, კისერზე. სიწითლე თანდათან გაივლის და დაზიანებულ ადგილებზე კანის აქერცვლა იწყება. კანი სქელდება, ადვილად ნაოჭდება, უჩნდება სისხლმდინარე ნახეთქები. ქერცლს მონაცრისფერო-მოლურჯო ელფერი აქვს და ადვილად ჩამოიფცქვნება.

პუსტულოზური ფორმა

როცა პარაზიტი საოფლე ჯირკვლებში კი არა, თმის ფოლიკულის ძირში იბუდებს, ვითარდება დემოდეკოზის პუსტულოზური ფორმა. ჩნდება მომცრო ჩირქგროვები - პუსტულები. როგორც წესი, ამ დროს ღრმად მდებარე თმის ფოლიკულები ზიანდება. კანის ღრმა ფენებში თავდაპირველად 1-4 მმ დიამეტრის დემოდეკოზური კერები ჩნდება, რომლებიც შემდგომში შესაძლოა ჩირქით გაივსოს, თავისთავად გაიხსნას და ზედაპირი მურა ნაცრისფერი ქერქით დაეფაროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

დემოდეკოზის ამ ფორმისას უმეტესად ზიანდება ყბათაშორისი სივრცე, პირის მახლობლად, ტუჩებისა და თვალების ქვემოთ მდებარე არეები. საზოგადოდ, დემოდეკოზის დროს ძაღლს თავის არე უფრო ინტენსიურად უზიანდება. ეს ბუნებრივია, ვინაიდან სხეულის სწორედ ამ ნაწილით ეხება ძაღლი დაავადებულ ცხოველს. კანის დიდი უბნების დაზიანებისას ძაღლის სხეული არასასიამოვნო, ამძაღებული კარაქის მსგავს სუნს გამოსცემს.

პაპულოზური ფორმა

იშვიათია დემოდეკოზის პაპულოზური ფორმა. მას დიდი ზომის ანთებითი ელემენტების – პაპულების წარმოქმნა ახასიათებს. დაავადების ეს ფორმა ძლიერი პარაზიტული ინვაზიის, მისი გენერალიზაციის დროს ვითარდება და უპირატესად ზურგის, გავის მიდამოს, კუდის ფუძის დაზიანებით ვლინდება.

შერეული ფორმა

ასევე დაგაინტერესებთ
დემოდეკოზი - თვალის ტკიპის მკურნალობისას ტკბილეულს და ალკოჰოლს უნდა ვერიდოთ

იშვიათი არ არის დაავადების შერეული ვარიანტიც, რომლის დროსაც ზემოთ აღწერილი ორი ან სამივე ფორმა ერთდროულად გვხვდება. შერეული ფორმა, წესისამებრ, სკვამოზურით იწყება, შემდეგ ჩნდება პუსტულები, პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში კი - პაპულები. დემოდეკოზის ნებისმიერ ფორმას ხშირად ერთვის მეორეული ბაქტერიული (უმეტესად - სტაფილოკოკური) ინფექცია.

  • ვის ემართება დემოდეკოზი

ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ დემოდეკოზით უმთავრესად ის ძაღლები ავადდებიან, რომლებსაც ინდივიდუალური მიდრეკილება აქვთ ამ პათოლოგიისადმი, რაც, უპირველეს ყოვლისა, თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიის დარღვევას უკავშირდება. ეს უკანასკნელი აღინიშნება თმიანი საფარველის გაცვენისას, კანის ატონიისას. ამ დროს განვითარებული ცვლილებების გამო ტკიპა ადვილად აღწევს თმის ფოლიკულში, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ დასნებოვნება არც ჯანსაღი თმიანი საფარველის შემთხვევაშია გამორიცხული.

დემოდეკოზისადმი განწყობას ქმნის აგრეთვე კანში იმუნური რეაქციების დათრგუნვა და ჰორმონული დარღვევები.

დემოდეკოზით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ძაღლის კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან და ამ დროს მის ორგანიზმში სქესობრივად მომწიფებული დემოდექსის შეღწევა. სხეულის იმ უბანზე, რომლითაც ჯანმრთელი ძაღლი ავადმყოფს შეეხო, იმატებს ტემპერატურა, რაც ხელს უწყობს პარაზიტის გამრავლებას. დასნებოვნების შემდეგ დემოდექსი განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება ჰორმონ ოქსიტოცინის ზემოქმედებით, ეს უკანასკნელი კი ძაღლის ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ლეკვების ძუძუთი კვებისას. ამის გამო მეძუძური ძაღლის ორგანიზმში დემოდექსი გაცილებით სწრაფად მრავლდება და ძუძუს წოვებისას ლეკვებსაც ასნებოვნებს.

ცნობილია, რომ დაავადებულ ადამიანთა 20%-ს დაავადება კლინიკურად არ უვლინდება - ისინი დემოდექსის მხოლოდ მატარებლები არიან. ძაღლებში უსიმპტომო მატარებლობის შესაძლებლობა შესწავლილი არ არის, თუმცა სპეციალისტები მის არსებობას არ გამორიცხავენ.

  • დიაგნოსტიკა

დემოდეკოზის კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავს სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებული კანის ანთებითი დაავადების – დერმატიტის სურათს. სწორედ ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ დემოდეკოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია. გამონაკლისია დაავადების გენერალიზებული ფორმა, რომელსაც ცხოველის სპეციფიკური სუნით ამოვიცნობთ. დაავადების დიაგნოზის დასმის უმთავრესი და ამავე დროს არცთუ რთული მეთოდია დემოდეკოზური უბნების შიგთავსის მიკროსკოპია, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპში უშუალოდ დაინახოს დემოდექსი. მეთოდი საკმაოდ სარწმუნოა. ტკიპის აღმოჩენა პუსტულების შიგთავსშიც შეიძლება.

  • როგორ ვუმკურნალოთ დემოდეკოზს

დემოდეკოზის მკურნალობა პირველ რიგში მისი გამომწვევის ცხოველმყოფელობის დათრგუნვას გულისხმობს.

გარდა ამისა, აუცილებელია დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებზე ზემოქმედება, კერძოდ, კანის ატონიის მკურნალობა, თმის ზრდის გაუმჯობესება, იმუნური რეაქციების სტიმულაცია, ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრა.

ეტიოტროპული (მიზეზზე უშუალოდ მოქმედი) მკურნალობა კომპლექსურია. ის ითვალისწინებს ანტიპარაზიტული პრეპარატების გამოყენებას როგორც ადგილობრივად, ისე სისტემურად – ტაბლეტების ან ინექციების სახით. მკურნალობის წვრილმანების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს პროფესიონალი ვეტერინარების პრეროგატივაა.

კომენტარები (3)
ნინო
ეს დემადეკოზი ძაღლიდან დამიანზე გადამდებიაა
თარიღი : 16-01-2017
ნინი
ჩეს 3 თვის კოკერსპანიელს შევამჩნიე ცხვირთან გადიდებული მუწუკი რომ მომიყვანეს მაშინაც ქონდა ოღონდ ხალივით.. და ეხლა ხანს გაუდიდდა და გაუწითლდა. პატარ–პატარა ბუსუსები თმა კი აქვს ზედ მაგრამ ისეთი ხშირი არა როგორც ტანზე. გამჭვირვალე სითხე სდის იქნებ მითხრათ ზოგადად მაინც დერმადეკოზი შეიძლება იყოს თუ უბრალოდ გაგიზიანებული მუწუკია.. იხტიოლს ვუსმევდი და ჩემმა ვეტერინარმა მითხრა ანალიზი უნდა ავუღოთო და თქვენ რას მირჩევთ?
თარიღი : 17-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დემოდეკოზი ცხოველებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები