26 აპრილს ექიმ-ვეტერინარის საერთაშორისო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

26 აპრილს ექიმ-ვეტერინარის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ცხოველებისა და ფრინველების ექიმები, ცხადია მადლობის სიტყვებს ვერ იღებენ თავიანთი ოთხფეხა და ბუმბულიანი პაციენტებისგან, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ცხოველები, ზოგჯერ ადამიანებზე არანაკლები სიძლიერით გამოხატავენ მადლიერებას საკუთარი გადამრჩენების მიმართ.

ვეტერინარული მედიცინა ან უბრალოდ ვეტერინარია მეცნიერების დარგია, რომელიც ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. ვეტერინარიის ისტორიულ სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება. XVIII საუკუნეში ლიონში გაიხსნა პირველი სკოლა ცხოველების მკურნალი ექიმებისთვის. მისი დამფუძნებელი იყო ლუდოვიკო XV. სკოლის დაარსების მიზანს წარმოადგენდა შინაური პირუტყვის გამანადგურებელი ეპიდემიის შეჩერება. თუმცა, ვეტერინარიულ უნარ-ჩვევებს ადამიანი გაცილებით უფრო ადრე დაეუფლა, ალბათ მაშინ, როდესაც პირველი შინაური ცხოველების მოშენება დაიწყეს.

პირუტყვი ყველა დროში ძვირფასი იყო გლეხისთვის და ცდილობდა მის დაცვას დაავადებებისა და საფრთხეებისგან. ვეტერინარის პროფესია ყოველთვის საპატიო იყო. ამაზე მეტყველებს საბავშვო წიგნების გმირების - ექიმი აიბოლიტისა და ექიმი დულიტისადმი საყოველთაო სიყვარული. ვეტ-ექიმის საერთაშორისო დღეს (World Veterinary Day) ალბათ ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელი მიულოცავს ერთმანეთს და ჭიქას აწევს თავისი პაციენტების ჯანმრთელობისთვის, ხოლო შინაური ცხოველების პატრონებს ესკულაპების გახარება მადლიერების გამოხატვით შეეძლებათ.