"მკურნალი", რომელიც ებრძვის დეპრესიას, აქვეითებს წნევას, ხსნის დაძაბულობასა და სისხლძარღვების სპაზმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მკურნალი", რომელიც ებრძვის დეპრესიას, აქვეითებს წნევას, ხსნის დაძაბულობასა და სისხლძარღვების სპაზმს

უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, კატებთან ერთად ფოტოების გადაღება და მათი დათვალიერება ადამიანს დეპრესიის, ნევროზებისა და სოციოფობიისგან იცავს. კვლევისას ფოტოები დადებითად მოქმედებდა ასევე ქრონიკული გახანგრძლივებული სტრესის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზეც. პაციენტები უფრო სწრაფად უმკლავდებოდნენ კრიტიკულ მდოგომარეობას.

ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი დაამტკიცეს, რომ კატის კრუტუნი ააქტიურებს ტვინის სიამოვნების ცენტრებს, ისევე, როგორც გემრიელი საკვები ან ალკოჰოლი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ „ფისომოყვარულებში“ გაცილებით ნაკლებია ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ვიდრე მარტოხელა ადამიანებში.

ნორვეგიასა და ფინეთში ალკოჰოლსა და ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კლინიკებში ხშირად, ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, თერაპიის სახით ცხოველებთან ურთიერთობას იყენებენ.

თავის მხრივ, ედინბურგის ექსპერტებმა დაადგინეს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოველის ყოლას შორის კავშირი. ამ მხრივ ყველაზე დადებით ეფექტს კატები ახდენდნენ. მათ პატრონებს 18-20%-ში ნაკლებად აღენიშნებოდათ ინფარქტი და ინსულტი, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველი არ ჰყავდათ.

კატები განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის. დიდი ბრიტანეთში, სტატისტიკის თანახმად, 85 წელს მიღწეული მამაკაცების 70% ჰყავს კატა.

სტენფორდის უნივერსიტეტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შინაური ცხოველის ყოლა კიბოს რისკს ამცირებს. ექიმები ჰიპერტონიით დაავადებულ და მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს კატის ხშირად მოფერებას ურჩევენ. ეს პროცესი აქვეითებს წნევას, ხსნის დაძაბულობასა და სისხლძარღვების სპაზმს.

ლალი ჩხიკვაძე