რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას რძემ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას რძემ?

პროდუქტმა, როგორიც რძეა?

რძესთან დაკავშირებით ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება მასტიტია. ის სარძევე ჯირკვლის, ცურის ანთებაა და იწყება ცხოველის ცურის დაზიანებით. მოუვლელობისა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო, დაზიანება შეიძლება მასტიტის ისეთ ფორმაში გადაიზარდოს, რომელიც დააზიანებს ფერმერისა და სხვა მომხმარებლის ჯანმრთელობას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ცხოველისგან მიღებული რძის ნაწარმის (მაწონი, ყველი, ხაჭო და ა.შ.) პირველადი მომხმარებლები თავად ფერმერები და მათი ოჯახის წევრები არიან, შესაბამისად, დაავადებული ცხოველისგან მიღებული რძის მოხმარებით ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ სწორედ ისინი არიან.

FAO-ს ინფორმაციით, დაავადებებისგან (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) თავდაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სიმპტომები და პრევენცია.

მასტიტის სიმპტომები: ცხოველის საერთო მდგომარების გაუარესება, ტემპერატურის მომატება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების კანის გაწითლება, რძის საკვები ღირებულების გაუარესება.

სპეციალისტების თქმით, ეს დაავადება შესაძლოა, ფარულადაც მიმდინარეობდეს, ამიტომ აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა ცხოველის სადგომში და წველის დროს, ასევე საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას ვეტერინართან დროული მიმართვა. რძის პროდუქტების დასამზადებლად რძე მიღებული უნდა იყოს იმ ცხოველისგან, რომელიც ვეტერინარის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველი საყურე ნიშნით არის იდენტიფიცირებული. გამოკვლეულია ბრუცელოზზე, ტუბერკულუზზე და ვაქცინირებულია.

მაღალი რისკის მატარებელია რძის პროდუქტების დამზადება ან ნედლი რძის მიღება ისეთი ცხოველებისგან, რომლებიც მკურნალობას ანტიბიოტიკებით გადიოდნენ ან მიუღიათ ისეთი ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონდებლობით. ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მოხმარებდან გასული უნდა იყოს ვადა, რომელიც საჭიროა მედიკამენტის ორგანიზმიდან განსადევნად - წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიბიოტიკები სურსათის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, რაც ასუსტებს იმუნიტეტს და ართულებს გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით ბავშვებში! რა არის საჭირო უვნებელი სურსათის მისაღებად: