ოთხფეხა მეგობრები, ადამიანი და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ოთხფეხა მეგობრები, ადამიანი და ჯანმრთელობა

ოთხფეხა მეგობრები, ადამიანი და ჯანმრთელობა
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს: შიმშილს, წყურვილს, შიშსა და ტკივილს”. გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი არსებობს.

ტერმინი “ზოოთერაპია” ჯერჯერობით არ შესულა სამედიცინო ლექსიკონში, თუმცა ცხოველებით მკურნალობას მეზოლითის ხანაში მიმართავდნენ. ჩვ.წ.აღ-მდე 10-15 ათასი წლის წინ პუდელებისა და დობერმანების წინაპრები ლოკვით უშუშებდნენ ჭრილობებს თავიანთ პირველყოფილ პატრონებს. ცხოველები შესანიშნავად გრძნობენ ბიოველს და განასხვავებენ ადამიანისთვის შეუგრძნობ სუნს, ე.ი. ჩვენს
ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მოლეკულურ და ბიოენერგეტიკულ დონეზე. ექიმები დიდი ხანია დარწმუნდნენ, რომ ცხოველებთან მუდმივი კონტაქტი მეტად სასიკეთოა ადამიანის როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკისთვის. ასე რომ, ჩვენი საყვარელი არსებები ადამიანის არა მხოლოდ სულს, სხეულსაც კურნავენ.

შუა საუკუნეებში ევროპაში კატის გასაოცარ შესაძლებლობებს ეშმაკისეულად მიიჩნევდნენ. საბრალო ცხოველებს
კოცონზე წვავდნენ იმ ქალებთან ერთად, რომელთაც ჯადოქრობა ბრალდებოდათ. კატებზე ნადირობა ევროპელებს საკმაოდ ძვირად დაუჯდათ - XIV-XV საუკუნეებში ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა კონტინენტის მოსახლეობის 30%. ჭირის გავრცელება ვირთხების უზომო გამრავლებას მოჰყვა.


მკურნალი ფისო და მკურნალი ძაღლი

თუ ნევრალგია ან ართრიტი გაწუხებთ, კატა უშეცდომოდ მიაგნებს მტკივან ადგილს და შეეცდება, ისე მოგეკრათ, რომ არ შეგაწუხოთ. მისი მონოტონური კრუტუნი და თბილი სხეულის ვიბრაცია აყუჩებს ტკივილს. ამ ცოცხალ სათბურას შეუძლია უმტკივნეულო მასაჟიც გაგიკეთოთ. მოკლედ, ის ერთდროულად ანესთეზიაც არის და თერაპიაც. ფისო ეხმარება ადამიანს ჰიპერტონიული კრიზის გადატანაში - ის არეგულირებს წნევას. ასე რომ, მაღალი წნევის დროს მოეფერეთ კატას. მართალია, ეს ვერ შეცვლის მედიკამენტებს, მაგრამ დამატებითი თერაპია ნამდვილად არ გაწყენთ. თუ თქვენი ფისო კისერზე შეგაცოცდათ და ხორკლიანი ენით ყურის ლოკვა დაგიწყოთ, არ გაუბრაზდეთ - პატარა მკურნალმა შესანიშნავად იცის ყურის ნიჟარაში განლაგებული აკუპუნქტურული წერტილების შესახებ. ზოოთერაპიის მოულოდნელი და უფასო სეანსი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ძაღლი საოცრად გონიერი, ერთგული და მგრძნობიარე არსებაა. მასთან ურთიერთობა სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანზე. ძაღლის პატრონები, თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად, კვირაში საშუალოდ 20 საათს ატარებენ სუფთა ჰაერზე, სეირნობა კი ადამიანის ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც მოკლე სა­მკურნალო კუ­რსი:

ფილტვები უკეთ მა­რაგდება ჟანგბადით, კუნთები აქტიურად და რიტმულად მუშაობს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც აფერხებს ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას და თრომბების წარმოშობას. სუფთა ჰაერი ამშვიდებს, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. სტრესთან ბრძოლისას კატა არაფრით ჩამოუვარდება ძაღლს. ნერვული დაძაბულობა რომ მოიხსნათ, ჩაჯექით სავარძელში და მოფხანეთ ყურები თქვენს ფისოს, მოეფერეთ მას და მის კმაყოფილ კრუტუნს უსმინეთ... მეცნიერულად დადასტურებულია, რომ როცა ადამიანი ეფერება შინაურ ცხოველს, სისხლის წნევისა და გულისცემის მაჩვენებლები რეგულირდება. ავსტრიელმა ეპიდემიოლოგმა, ვარვიკ ანდერსონმა დაასკვნა, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს ქოლესტერინის მაჩვენებელი სისხლში სხვებზე საშუალოდ 2%-ით დაბალი აქვთ. სენტ-ვინსენტის საავადმყოფოში “ოთხფეხა თერაპევტების” ბრიგადა მორიგეობს. “მკურნალებს” ევალებათ, აიძულონ ავადმყოფები, მეტი იმოძრაონ, გაუმკლავდნენ მარტოობის მძიმე განცდას, ებრძოლონ დაავადებას. სენტ-ვინსენტი პირველი საავადმყოფოა ნიუ-იორკში, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან ასეთი ნებართვა მიიღო. ძაღლებმა მკაცრი გამოცდა გაიარეს და მიიღეს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც მათ “პროფესიულ” ვარგისობას ადასტურებს. ძირითადი მოთხოვნა იყო ძაღლების კომუნიკაბელობა და კეთილგანწყობა ადამიანთა მიმართ. “ოთხფეხა მკურნალების” გამოჩენამ საავადმყოფოს გარემო სრულად შეცვალა - ავადმყოფები გამოცოცხლდნენ, სიამოვნებით ესაუბრებიან, ამბებს უყვებიან პატარა მეგობრებს.


mkurnali.geფარული საფრთხე

მართალია, ცხოველებთან ურთიერთობა რგებს ჯანმრთელობას, მაგრამ ისინი შეიძლება დაავადების გამავრცელებლებიც აღმოჩნდნენ. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემატურად არ მიმართავთ ვეტერინარს, ცუდად მოუვლით ოთხფეხა მეგობრებს და სათანადოდ არ დაიცავთ პირად ჰიგიენას.
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
კატები ნამდვილი მკურნალები არიანი, რასაც მთელი რიგი კვლევები ადასტურებს. მაგალითად, მელბურნის
რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ისეთ­მა, ერთი შე­ხედ­ვით, ვი­თომ­დაც უწყი­ნარ­მა
მედიკოსებს ადამიანზე ცხოველის დადებითი გავლენა არაერთხელ აღუნიშნავთ. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის
შინაური ცხოველები ადამიანების გვერდით უკვე ათობით ათასი წელია ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი
დიდი ხანია ცნობილია, რომ კატები, კერძოდ კი, მათი კრუტუნი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ისინი
თელავში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები კავკასიელ კოლეგებთან და ევროპელ ექსპერტებთან ერთად ცხოველთა საშიში
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად