ვეტერინარია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ვეტერინარია

ეგებ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ შაქრიანი დიაბეტი შეიძლება თქვენს საყვარელ ცხოველსაც დაემართოს. როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ავად არის და, საზოგადოდ, რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი? შაქრიანი დიაბეტი ავადმყოფობაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ცხოველის ორგანიზმი ეფექტურად ვეღარ იყენებს შაქარს (გლუკოზას) და ვეღარ არეგულირებს სისხლში მის ნორმალურ შემცველობას. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმში გლუკოზისა და, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ჰორმონი ინსულინი სათანადო ოდენობით აღარ გამომუშავდება ან ეფექტურად ვეღარ მოქმედებს.
ვეტერინარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ ათწლეულებში ადამიანთათვის პრობლემად ქცეული ღვიძლის დაავადებები არც ცხოველთათვის არის უცხო. ღვიძლი ცხოველისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანისთვის. ის უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების გადამუშავებასა და გარდაქმნას, ტოქსიკური ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდას, მინერალებისა და ვიტამინების დეპონირებას (შენახვას). ღვიძლის დაავადების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანთება _ ჰეპატიტი. თუ ჰეპატიტს დროულად არ ვუმკურნალეთ, ღვიძლის უჯრედებს ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი, რაც ორგანოს ფუნქციის დარღვევას და უკმარისობას გამოიწვევს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ღვიძლის ფუნქციაზე გავლენას ახდენს სხვა ორგანოთა დაავადებებიც.
გადაწყვიტეთ, ძაღლი იყიდოთ? საქებარია, მაგრამ ალბათ მაინც ღირს დაფიქრება, რამდენად სერიოზულია თქვენი განზრახვა - ძაღლი ხომ ნივთი არ არის, რომელსაც, თუ არ მოგეწონათ, უკანვე დააბრუნებთ. უნდა გესმოდეთ, რომ ამ მგრძნობიარე არსების მომავალი თქვენზე, თქვენს ჩვევებსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული. ძაღლს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება, ასე რომ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, მისი მოვლა იტვირთოთ. ერთი სიტყვით, ვიდრე ნაცნობებს დაურეკავდეთ ან იმ ორგანიზაციას დაუკავშირდებოდეთ, რომელიც ძაღლის შეძენისას დახმარებას გპირდებათ, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ, გაქვთ თუ არა ამის მორალური უფლება.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 5 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად