გოგო 28 წლის იყო, ქმარი ავარიით დაეღუპა, ვეღარ გაუძლო მძიმე ტვირთს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგო 28 წლის იყო, ქმარი ავარიით დაეღუპა, ვეღარ გაუძლო მძიმე ტვირთს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ

მაგრამ ეს ზღვაში წვეთია - ბევრი ჩვენი თანამემამულე კვლავაც სასოწრკვეთილებამდე მისულა. ამას ემატება დამთრგუნველი გარემო, ყოველდღიური უარყოფითი ემოციები, მომავალი, სადაც პერსპექტივას ვერ ხედავს, ვერც ახალგაზრდა და ვერც ასაკოვანი ადამიანი. გადის წლები და პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება. სად არის გამოსავალი?

ფეისბუქმომხმარებელი ლელა ჩხარტიშვილი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემს უბანში ბოსტნეულით ერთი ახალგაზრდა ქალი ვაჭრობდა. წარამარა რომ დასდევს პატრული, უსაფრდება და ყრის, იმ მოვაჭრეთა რიცხვს ეკუთვნოდა. ვითომ წესრიგს რომ ამყარებენ ამ უბედურ და ვერშემდგარ ქვეყანაში. ეს გოგო 28 წლის იყო. ქმარი ავარიით დაეღუპა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა. უფროსი მგონი გაისად შედის სკოლაში. ცალკე შვილების გამოკვება, ცალკე ბინის ქირის გადახდა. გადასახადები, თან გაზრდილი...მოკლედ, ყველანაირი ტვირთი ამ ახალგაზრდა ქალის სუსტ მხრებს დააწვა. რამდენიმე დღის წინ მევალემ მიაკითხა და შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა. დაემუქრა კიდეც თურმე, როგორც გავიგე. მოკლედ, როგორც იყო. ხოდა ადგა ეს გოგო და თავი მოიწამლა. სანამ სასწრაფო მოვიდა, უკვე ჩამწვარი ჰქონდა შიგნეული. ობლად დარჩა ეს ორი ბავშვი. წერილი დაუწერია თავისი ახლობლებისთვის, შვილებს მიმიხედეთო. ამის მერე რაზეღა უნდა იფიქრო ადამიანმა და ისაუბრო?!.."გოგია უიშვილი" გამახსენდა. არსებობისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლამდე დაიყვანეს ქართველი ადამიანის ყოფა. ჯოჯოხეთად უქციეს ხალხს ცხოვრება. გამოდიან ქართველი მწერლები (სულის კაცები) და მაინც და მაინც თავიანთი კანტორის წევრების დასაცავად იღებენ ხმას.. წერენ ათასნაირ დრამებს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დრამას რა ვუყოთ?...ისეთი სასოწარმკვეთი ვითარებაა, რომ ხან ვფიქრობ.. ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს...ყველა მშობელი ოცნებობს, რომ თავიანთ შვილებს იქნებ როგორმე გაუმართლდეთ, აქედან წავიდნენ, გააღწიონ და თავს უშველონ... "