გოგო 28 წლის იყო, ქმარი ავარიით დაეღუპა, ვეღარ გაუძლო მძიმე ტვირთს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
გოგო 28 წლის იყო, ქმარი ავარიით დაეღუპა, ვეღარ გაუძლო მძიმე ტვირთს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ
გოგო 28 წლის იყო, ქმარი ავარიით დაეღუპა, ვეღარ გაუძლო მძიმე ტვირთს ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ
სოციალური პრობლემები კვლავაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. თითქოს სახელმწიფო ცდილობს, სპეციალური პროგრამებით დაეხმაროს შეჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია - ბევრი ჩვენი თანამემამულე კვლავაც სასოწრკვეთილებამდე მისულა. ამას ემატება დამთრგუნველი გარემო, ყოველდღიური უარყოფითი ემოციები, მომავალი, სადაც პერსპექტივას ვერ ხედავს, ვერც ახალგაზრდა და ვერც ასაკოვანი ადამიანი. გადის წლები და პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება. სად არის გამოსავალი?

ფეისბუქმომხმარებელი ლელა ჩხარტიშვილი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემს უბანში ბოსტნეულით ერთი ახალგაზრდა ქალი ვაჭრობდა. წარამარა რომ დასდევს პატრული, უსაფრდება და ყრის, იმ მოვაჭრეთა რიცხვს ეკუთვნოდა. ვითომ წესრიგს რომ
ამყარებენ ამ უბედურ და ვერშემდგარ ქვეყანაში. ეს გოგო 28 წლის იყო. ქმარი ავარიით დაეღუპა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა. უფროსი მგონი გაისად შედის სკოლაში. ცალკე შვილების გამოკვება, ცალკე ბინის ქირის გადახდა. გადასახადები, თან გაზრდილი...მოკლედ, ყველანაირი ტვირთი ამ ახალგაზრდა ქალის სუსტ მხრებს დააწვა. რამდენიმე დღის წინ მევალემ
მიაკითხა და შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა. დაემუქრა კიდეც თურმე, როგორც გავიგე. მოკლედ, როგორც იყო. ხოდა ადგა ეს გოგო და თავი მოიწამლა. სანამ სასწრაფო მოვიდა, უკვე ჩამწვარი ჰქონდა შიგნეული. ობლად დარჩა ეს ორი ბავშვი. წერილი დაუწერია თავისი ახლობლებისთვის, შვილებს მიმიხედეთო. ამის მერე რაზეღა უნდა იფიქრო ადამიანმა და ისაუბრო?!.."გოგია უიშვილი" გამახსენდა. არსებობისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლამდე დაიყვანეს ქართველი ადამიანის ყოფა. ჯოჯოხეთად უქციეს ხალხს ცხოვრება. გამოდიან ქართველი მწერლები (სულის კაცები) და მაინც და მაინც თავიანთი კანტორის წევრების დასაცავად იღებენ ხმას.. წერენ ათასნაირ დრამებს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დრამას რა ვუყოთ?...ისეთი სასოწარმკვეთი ვითარებაა, რომ ხან ვფიქრობ.. ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს...ყველა მშობელი ოცნებობს, რომ თავიანთ შვილებს იქნებ როგორმე გაუმართლდეთ, აქედან წავიდნენ, გააღწიონ და თავს უშველონ... "

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 25-01-2018
lizi
მეც მყავს მასე ძალიან ახლობელი,რომელიც მაგ ასაკში დაქვრივდა,დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი,ეწვალება რომ როგორმე არჩინოს შვილები არც სახლი აქვს,დატოვა ობოლი შვილები და წავიდა საზღვარგარეთ რომ ბინა მაინც ეყიდა მაგრამ მოატყუა ვიღაც ნაძირალამ და ორი დღეა რაც დაადეპორტეს.ერთის მხრივ კარგიცაა რომ ჩამოვიდა ბავშვების შეხვედრა დედასთან იყო ემოციებით სავსე.ძნელია ბავშვებისთვის მამა არ ყავთ და დედაც წავიდა,მაგრამ რა ქნას ამ შემთხვევაში დედამ ხომ უნდა შვილებს გაუკეთოს ყველაფერი რომ კარგ ადამიანებად გაზარდოს
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ხშირია, როცა ოჯახი ინგრევა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს სცილდება, ბავშვი ერთ-ერთ მშობელთან რჩება, უმეტეს
05-04-2018
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი 21 წლის გოგოს დაეჯახა.
11-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
ტექნოლოგიისა და მედიცინის განვითარების წყალობით მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა.
"ნიკოლის გარდა კიდევ ორი შვილი მყავს უფროსები, მათაც აკლიათ ჩემი ხელი.
დღეს არსებული პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის პრიორიტეტულ
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა