აკაკი ზოიძე: დღეს პენსია 500-600 ლარი რომ იყოს, ამას დღევანდელი ბიუჯეტის ნახევარი დასჭირდება
მისი თქმით, ადამიანების ღირსეულ სიბერეს დაგროვებითი პენსიის რეფორმა უზრუნველყოფს.
"დღეს პენსია უნდა იყოს ალბათ 500-600 ლარი, იმისათვის, რომ მან შეასრულოს ის დანიშნულება, რაც აქვს პენსიას, ეს არის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა, მაგრამ სამწუხაროდ ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, ანუ დღევანდელი ბიუჯეტის ნახევარი.
ის, რომ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შევძლოთ, რომ პენსიამ ამ სიდიდეს მიაღწიოს, რომელიც ჩემი ღრმა წმენით თითოეულ პენსიონერს უნდა ჰქონდეს, ამისათვის არის სწორედ მოწოდებული დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რომელიც არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეულ პენსიას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.