სიღატაკის ტრაგედია - ოჯახი, რომელსაც თავზე ცა ჩამოექცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიღატაკის ტრაგედია - ოჯახი, რომელსაც თავზე ცა ჩამოექცა

არავის ვუსურვებთ, ეს განიცადოს; თუმცა, ზაირა გოგიბერიძეს თავზე ცა უკვე ჩამოექცა და გააუბედურა…

ეს რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა უსინდისო ადამიანების დამსახურებით მისი ბიზნესი გაკოტრდა, რასაც მისი 43 წლის ქალიშვილის უმძიმესი დაავადება, - საშვილოსნოს სიმსივნე მოჰყვა. ავადმყოფს ოპერაცია საყოველთაო დაზღვევამ ბოლომდე ვერ დაუფინანსა, სისხლდენა დაეწყო და კვდებოდა. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, - მაშინ უბედური დედა ჩვენს რედაქციაში მოვიდა, - შვილი მიკვდება, ოპერაციისთვის კიდევ 1000 ლარი სჭირდება და ვერ ვშოულობო. შეძრწუნებულმა მკითხველმა უბედურ დედას 1000 ლარი შეაწია, რის შემდეგაც მისმა ქალიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

შემდგომ ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის პერიოდი იყო, რასაც ავადმყოფი ფეხზე უნდა წამოეყენებინა; თუმცა გაჭირვებულს ქვა აღმრთში მიეწია და ავადმყოფს ფეხზე წამოყენება კი არა, ბინიდან გამოსახლება მოუწია, - ის ობოლ შვილებთან ერთად, დედასთან, ზაირა გოგიბერიძესთან ცხოვრობდა, ამ უკანასკნელს კი ბინა ბანკმა წაართვა. დღეს ზაირა გოგიბერიძე უკიდურესად მძიმედ დაავადებულ ქალიშვილსა და 24 და 14 წლის შვილიშვილებთან ერთად ყოფილი კორპუსის გვერდით, ვაგონში ცხოვრობს. რამდენიმე ახლობელმა ვაგონთან ახლოს 12-კვ.მეტრიანი "ბლოკის" ოთახიც აუშენა, სადაც ბინიდან გამოსახლებისას წამოღებული ნივთები შეყარა. სულ ეს არის მისი ქონება და კიდევ: ავადმყოფი ქალიშვილის კვნესა და შვილიშვილების ცრემლები - 24 წლის გოგონას და 14 წლის ბიჭს ტანსაცმლიც კი არ გააჩნიათ, რომ ვაგონის უბადრუკობას თავი დააღწიონ და ქუჩაში მაინც გავიდნენ…

მეც კი საბრალოებს კიდევ ერთხელ მივუბრუნდი, - ვიცი, რომ კეთილი ადამიანების გარდა მათი შემწე არავინ იქნება.

- რაც დაემემართა. იმას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მაგრამ დამემართა და ამას ვერ წაუვალ. ახლა იმ დონემდე ვარ მისული, რომ ხელის სამათხოვროდ გაწვდენისაც აღარ მრცხვენია, - სად აღარ დავდივარ, რომ ჩემი ავადმყოფი შვილის და შვილიშვილებისთვის ლუკმა ვიშოვო, მაგრამ არ გამომდის, - ჩემს უბედურებაზე რომ მოვუყვები, თითოჯერ ყველა მიწვდის ხელს, მაგრამ ადამიანს თავადაც არ აქვს მეტი, იმას რა ვთხოვო? სოციალური დახმარება დაგვენიშნა, მაგრამ შვილის წამლების საყიდლად ამ თანხაზე ბევრად მეტი ფული მჭირდება და ვერ ვყიდულობ. აი, ასე ვარ, - დედა ვარ და შვილს უწამლობით ვკლავ.

- როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილისთვის ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაენიშნათ, ის მაინც ჩაიტარა?

- სრულად ვერა, იმიტომ რომ ტუბერკულოზმა შეუშალა ხელი; ჩვენთან ტუბერკულოზს უმძიმესი წამლებით მკურნალობენ… შვილი ბოლომდე გამინადგურეს… ახლა ძვირადღირებული წამლებია საჭირო, რომ გაძლიერდეს და ქიმიოთერაპია გააგრძელოს.

- უფროსი შვილიშვილი იმ ასაკის გყავთ, რომ მუშაობა შეუძლია, რატომ არ მუშაობს, იქნებ მცირედით შეგშველებოდათ?

- ხაომ გაგიგონიათ, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო… ჩვენ ამ ქვებმა გაგვსრისა. - ჩემი უფროსი შვილიშვილი, უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა ამდენი უბედურება დაგვატყდა, მისი სწავლის ფული ვეღარ გადავიხადეთ და სწავლას თავი დაანება; მერე სამსახური ეძება, ეძება მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. უხაროდა, - რა კარგია, ჩემი ფული მაქვსო, მაგრამ ამ ზამთარს სიცივისგან ხელებზე ისე დააყარა, ტყავი გადაძვრა. ექიმებმა უთხრეს, - ეს ალერგიაა და თუ მუშაობას თავი არ დაანებე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიო. მეც ვუთხარი, - ბებო, შენს ავადმყოფობას ისევ ჩვენი შიმშილი სჯობია, თავი დაანებე და აუცილებლად კიდევ იშოვი სამსახურს-მეთქი. მოკლედ, ახლა უმუშევარია და მსაყვედურობს, - თქვენ რომ არ გეთქვათ, მუშაობას თავს არ დავანებებდი, ხომ ხედავ, რა დღეში ვართო.

- მეორე შვილიშვილი ალბათ სკოლაში დადის.

- ვეღარ დადის. ბიჭი 14 წლის არის და მთელი დღე ვაგონშია გამოკეტილი, რადგან ტანსაცმლი და ფეხსაცმელი აღარ აქვს. რცხვენია, მთელი დღე ვაგონში ზის და ხმას აღარ იღებს…

მითხრა მან და ისევ ტირილი დაიწყო. ვუთხარი, - მაპატიეთ, უნდა წავიდე-მეთქი და წამოვედი,- ზოგჯერ გაჭირვებული ადამიანის ცრემლები იმდენად მძიმეა, მის ტვირთს ვეღარ ვუძლებ. მაგრამ თუ იცი, რომ სადღაც არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის აცოცხლებს, რომ დაეხმარებიან და გადარჩება, უნდა დავეხმაროთ თუ შეგვიძლია, მაგრამ თუ არ შეგვიძლია, ამას უფალიც ხედავს. აი, ზაირა გოგიბერიძის რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი:

ანგარიში: GE03LB0211127504738000

კოდი: LBRTGE22

საკონტაქტო ნომერი: 597-09-70-44

ეთერ ერაძე