კოლექტიური დავების განხილვა შემათანხმებელი პროცედურებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლექტიური დავების განხილვა შემათანხმებელი პროცედურებით

ვინაიდან დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასეთი გაერთიანებების შექმნა ერთგვარი სიახლეა ქართული კანონმდებლობისთვის, ბუნებრივია ის ინტერესიც, რასაც ჩვენი რუბრიკის მკითხველები იჩენენ მითითებული საკითხის მიმართ: გვირეკავენ, გვეკითხებიან, გვთხოვენ, დეტალურად გავაცნოთ საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებული “კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი” და ვუპასუხოთ მათ კითხვებს. განვმარტავთ, რომ, როგორც მოქმედ შრომის კოდექსშია აღნიშნული, აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია: დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ; დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

- ნებადართულია თუ არა დასაქმებულის დასაქმებულთა გაერთიანებაში მონაწილეობა სამუშაო დროის განმავლობაში?

- დიახ, ნებადართულია, ოღონდ დამსაქმებელთან შეთანხმებით. დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში გაერთიანების საქმიანობაში ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მიზანია გაერთიანების საქმიანობისთვის ფინანსური ან სხვა საშუალებით ხელის შეშლა მასზე კონტროლის განსახორციელებლად. კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე - 20 დასაქმებული) შორის პირდაპირ მოლაპარაკებას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში. 2013 წლის 25 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა “კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი”, რომელიც ვრცელდება შრომის კოდექსით რეგულირებული შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილ კოლექტიურ დავებზე. იმისთვის, რომ დაინტერესებული მკითხველი უკეთ გაერკვეს  კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის არსში, მივაწვდით ზემოაღნიშნულ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებას:

  • დავა - შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში;
  • კოლექტიური დავა - კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა ან დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) შორის;
  • კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული);
  • კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი - შრომის კოდექსის 401 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა;
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია - შრომის კოდექსის 521 მუხლით განსაზღვრული კომისია;
  • შემათანხმებელი პროცედურა - კოლექტიური დავის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური დავის გადაწყვეტას;
  • მედიაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში - “მედიატორი”) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა;
  • შემათანხმებელი კომისია - კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლობისგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.


- გთხოვთ, აგვიხსნათ, კანონის თანახმად, როგორ უნდა გადაწყდეს კოლექტიური დავა. სახელდობრ, მაინტერესებს, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა?

- არა, სასამართლოსთვის მიმართვა ყველა შემთხვევაში აუცილებელი არ არის; კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსთვის ან მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟისთვის მიმართვის გზით. პროცედურულად ეს შემდეგნაირად ხდება: კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედურებით მისი გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წარმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად არის განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემათანხმებელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და წყვეტს არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დასრულებისას.

- იქნებ აგვიხსნათ, რა შემთხვევაშია შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილი და მოქმედი კანონის თანახმად, ვინ უნდა გაუძღვეს მას.

- შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით. ამასთანავე, განვმარტავთ, რომ თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობისას შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია. აღსანიშნავია ისიც, რომ კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციობას, მათ შორის - შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისთვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად, კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.