ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში

ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში

- გვაინტერესებს, რას ითვალისწინებდა ადრე მოქმედი კანონი ცვლებში მუშაობის საკითხის დასარეგულირებლად და რას ითვალისწინებს ახალი კოდექსი.
- ცვლებში მუშაობის ხანგრძლივობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა ჯერ კიდევ 1973 წლიდან მოქმედი შრომის კანონთა კოდექსითაც ცვლიანობის განრიგით განისაზღვრებოდა, იმ განსხვავებით, რომ მას ადმინისტრაცია პროფკავშირებთან შეთანხმებით ამტკიცებდა - სამუშაოს სპეციფიკისა და შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, აკრძალული იყო დასაქმებულის ზედიზედ ორ ცვლაში მუშაობა. ამგვარი აკრძალვა მოქმედი შრომის კოდექსის მე-15 მუხლით გათვალისწინებული არ არის, ხოლო აღნიშნული საკითხის პროფკავშირებთან შეთანხმება და შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინება საერთოდ უგულებელყოფილია. მოქმედი კანონის თანახმად, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, ნებადართულია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება.

მკითხველთა ერთ ნაწილს აინტერესებს, რას ნიშნავს “დასაქმება შეთანხმებული დროით” ან “ზუსტი სამუშაო დროის განუსაზღვრელად” და იძლევა თუ არა ამის თაობაზე განმარტებას ახალი კოდექსი. 2013 წლის 4 ივლისიდან მოქმედი შრომის კოდექსი აღნიშნულ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებს, თუმცა უკანასკნელ წლებში შემოღებული პრაქტიკიდან ცნობილია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის ორი ტიპის რეჟიმი, რომელიც დგინდება ინდივიდუალური შრომის ხელშეკრულების დებულებებით. დასაქმება შეთანხმებული დროით არის დასაქმების ისეთი სახე, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო კვირის, თვის ან წლის ხანგრძლივობა. ამ წესით შეთანხმებული სამუშაო დრო უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მიერ დადგენილ ხანგრძლივობას, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ დროის მაქსიმუმს. ხოლო დასაქმება ზუსტი სამუშაო დროის განუსაზღვრელად ნიშნავს იმას, რომ ამ დროს შრომის ხელშეკრულებაში არ მიეთითება სამუშაო დროის აუცილებელი ხანგრძლივობა, ე. ი. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებული სამუშაოზე გამოიძახოს მაშინ, როცა ეს საქმეს სჭირდება. ამასთან, დამსაქმებელს შეუძლია დაუდგინოს მას ან არ დაუდგინოს სამუშაო დღის ხანგრძლივობა. ასეთი ურთიერთობის დამყარებისას მთავარი პრიორიტეტი სამუშაოს დროულ და ხარისხიან შესრულებას ენიჭება. მრავალი შეკითხვა მივიღეთ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ. ზოგიერთი მათგანის ავტორს აინტერესებს, კანონის თანახმად, სად და როგორი სამუშაოების შესასრულებლად არის დაშვებული ზეგანაკვეთური მუშაობა. კანონის თანახმად, ზეგანაკვეთური მუშაობა ნებადართულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისთვის, აგრეთვე საზოგადოებრივი ან სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების დაუყოვნებელი აღმოფხვრისთვის; საზოგადოებრივად აუცილებელი ისეთი სამუშაოების საწარმოებლად, როგორებიცაა წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გათბობა, განათება, კანალიზაცია, ტრანსპორტი, სატელეფონო და საფოსტო-სატელეგრაფო კავშირი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის შემთხვევითი ან მოულოდნელი გარემოებები, რაც არღვევს მათ ნორმალურ ფუნქციობას; როცა აუცილებელია დამთავრებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც გაუთვალისწინებელი ან შემთხვევითი შეფერხების მიზეზით ვერ დამთავრდებოდა ნორმალური სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო, თუ დაწყებული მუშაობის შეწყვეტას შეუძლია გამოიწვიოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გაფუჭება ან დაღუპვა; მექანიზმის ან ნაგებობის შესაკეთებლად და აღსადგენად დროებითი სამუშაოების წარმოების დროს, თუ მათი მოუწესრიგებლობა გამოიწვევს დასაქმებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშაობის შეწყვეტას; შემცვლელი თანამშრომლის გამოუცხადებლობისას მუშაობის გასაგრძელებლად, თუ სამუშაოს შეწყვეტა დაუშვებელია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები შემცვლელის სხვა მუშაკით შესაცვლელად; როდესაც აუცილებელია დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება იმ მიზნით, რომ არ იქნეს დაშვებული ან აღკვეთილ იქნეს მოძრავი შემადგენლობის მოცდენა ან ტვირთის დაგროვება გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებში. თითოეული მუშის ან მოსამსახურის ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში კი - 120 საათს. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია (დამსაქმებელი) ვალდებულია ზუსტად აღრიცხოს თითოეული მუშაკის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათები.

(გაგრძელება იქნება)

თქვენთვის საინტერესო საკითხების გასარკვევად მოგვმართეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე:
593 359909; 595 051177





გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე, ბილაინი მანდ რომ ვერ იჭერს, მაგთის ნომერს გიგზავნი,
ამერიკელმა სოციოლოგებმა განსაზღვრეს იდეალური ასაკი ბედნიერი ქორწინებისთვის.
რამდენად გაგვიძვირდა პროდუქტები 2020 წლის იანვარში? - ნახეთ დეტალურად "პალიტრანიუსის"
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად