რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. “ოჯახის მკურნალი”, N 25)
ვარ 23 წლის, შარშან ფრიადებზე დავამთავრე ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, სამსახურში დღემდე ვერ მოვეწყვე. ახლა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე, გასაუბრებაზე უფროსსაც შევხვდი და დღე-დღეზე ველოდები კერძო სტრუქტურაში
- გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას და პირველ სამსახურს; უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ (რასაც თქვენი შრომისმოყვარეობაც უნდა დაემატოს) და გჯეროდეთ, მორიგი წარმატებაც არ დააყოვნებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გაცნობებთ, რომ 2013
5 წელია, ვმუშაობ ერთ-ერთ არასახელმწიფო დაწესებულებაში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც უწყვეტ შრომით რეჟიმში ზოგჯერ 3 თვით განისაზღვრება, ზოგჯერ - მეტით, ხოლო ზოგჯერ - ნაკლებით. იმ უბანზე, სადაც მე ვსაქმიანობ, ასეთივე პირობით 4-5 წელია მუშაობს კიდევ 6 თანამშრომელი. ყველას გვაქვს ოჯახი (კმაყოფაზე გვყავს ცოლ-შვილი ან ქმარ-შვილი), ამიტომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღის მოახლოებისას სულ შიში გვიპყრობს, არ ვიცით, გაგვიგრძელებს თუ არა მას დამსაქმებელი. ასე გრძელდება დღემდე; ამჟამად ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ერთ თვესა და 5 დღეში ისევ სანერვიულოდ გვექნება საქმე. გთხოვთ, აგვიხსნათ, ხომ არაფერი ცვლილება შესულა კანონში ჩვენ სასარგებლოდ. ვახტანგ თოდაძე
- დიახ, არის გარკვეული ცვლილება. მოქმედი შრომის კოდექსით, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ანდა შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. შეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, პირადად თქვენი და თქვენი თანამოსაქმეების მდგომარეობა აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, როგორც მიუთითეთ, ვადიანი ხელშეკრულებები გიგრძელდებოდათ განუწყვეტლივ და ამჟამად თქვენი შრომის საერთო სტაჟი 30 თვეს აღემატება. ამგვარ შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ დადებული ხელშეკრულება უვადო შრომით ხელშეკრულებად ჩაითვლება. მაგრამ აქვე აგიხსნით იმასაც, რომ, როგორც საქართველოს შრომის კოდექსის გარდამავალ და დასკვნით დებულებებშია (54-ე მუხლის 13 პუნქტი) აღნიშნული, ამ კანონით სარგებლობის უფლება მოგენიჭებათ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, ე. ი. 2014 წლის 4 ივლისიდან.