სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზები

ფრენშაიზინგის ფართო გავრცელება განაპირობა იმ გარემობამ, რომ მასში ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთი მხარის ღრმა ცოდნა, მყარი ფინანსური მდგომარეობა და მეორე მხარის მიერ საკუთარი დამკვიდრების სულისკვეთება. აღნიშნული ხელშეკრულებით დამოკიდებული საწარმო (ფრენშაიზის მიმცემი), რომელსაც აქვს განსაზღვრული საქმიანობის შემუშავებული პროგრამა (სისტემა), უფლებას აძლევს სხვა პირს (ფრენშაიზის მიმღებს) სათანადო ანაზღაურებით გამოიყენოს ეს პროგრამა ფრენშაიზის მიმცემის მოთხოვნის შესაბამისად.

კონკრეტულად, რაში გამოიხატება ფრენშაიზის მიმცემისა და მიმღების ვალდებულებანი?

ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, შეფუთვა, საქონლის წარმოება, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გასაღებისთვის ხელშესაწყობად; საქმიანი ჩვევების გაზიარებით და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს. რაც შეეხება ფრენშაიზის მიმღებს, მან უნდა გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით; კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუ ეს უშუალოდ უკავშირდება ხელშეკრულების მიზანს. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა დაუფარავად და სრულყოფილად უნდა გააცნონ ერთმანეთს ფრენშაიზინგთან დაკავშირებული საქმის გარემოებანი, განსაკუთრებით კი - ფრენშაიზინგის სისტემა და ერთმანეთს კეთილსინდისიერად მისცენ ინფორმაცია. ამასთან, კანონის თანახმად, ისინი ვალდებულნი არიან არ გათქვან მათთვის განდობილი ინფორმაცია მაშინაც კი, როცა ხელშეკრულება არ დაიდება. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა მიერ იმ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საქონლისა და მომსახურების გასაღებთან. კანონით განსაზღვრული ვადა 10 წელია, მაგრამ თუ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დამდებნი 10 წელზე მეტი ვადით შეთანხმდებიან, ყოველი მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მოშლისთვის აუცილებელი ერთწლიანი ვადის დაცვით, მაგრამ თუ არც ერთი მხარე არ გამოიყენებს ხელშეკრულების მოშლის ამ უფლებას, იგი გაგრძელდება ორი წლით. სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში ფრენშაიზის მიმღების მიმართ შეიძლება დაწესდეს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს.

არის თუ არა დაწესებული რაიმე სახის კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა კონკურენციის აკრძალვა საფრთხეს უქმნის პროფესიულ საქმიანობას?

დიახ, არის. თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ საქმიანობას, ფრენშაიზის მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა. დაბოლოს, ფრენშაიზის მიმცემი პასუხს აგებს ფრენშაიზის სისტემით გათვალისწინებული უფლებებისა და ინფორმაციისათვის. თუ იგი ბრალეულად არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ფრენშაიზის მიმღები უფლებამოსილია შეამციროს საზღაური. შემცირების ოდენობა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, რომლის ხარჯებიც ეკისრებათ მხარეებს. თხოვების ხელშეკრულება სხვა ხელშეკრულებათაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ იგი უსასყიდლოა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის. ამ ხელშეკრულებით გამნათხოვრებელს არ აქვს რაიმე ქონებრივი ინტერესი, იგი გამოიყენება საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში და მისი მიზანია ურთიერთდახმარება. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები და თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.

აქვს თუ არა მონათხოვრეს უფლება, გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მე-3 პირს?

არა, კანონის თანახმად მას ასეთი უფლება არ აქვს. თუ თხოვების ხელშეკრულებით ნივთის დაბრუნების ვადა არ არის განსაზღვრული, ვადის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამიზნული სარგებლობისთვის საჭირო დროზე. ასევე, საყურადღებოა, რომ თუ ხელშეკრულებით მიზანი არ არის განსაზღვრული, გამნათხოვრებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სესხის ხელშეკრულება ძირითადად ზეპირი ფორმით იდება, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დაიბრუნოს იმავე სახის, ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

როდის უნდა იქნეს დაბრუნებული ვალი, თუ მისი დაბრუნების ვადა წინასწარ არ არის განსაზღვრული? განსაკუთრებით, როცა საქმე პროცენტიან სესხს ეხება?

თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის დროს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დაუბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი (რაც გამოიხატება გარკვეული პროცენტის გადახდაში) და უსასყიდლო (უპროცენტო), რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. თუ ხელშეკრულებით შეთანხმება სასყიდლიანია, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ პროცენტის ოდენობა, მაგრამ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან შესაბამისობაში. მსესხებელმა პროცენტი უნდა გადაიხადოს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როცა გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ეს მაშინ ხდება, როცა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, გამსესხებელს ასეთი უფლება მაშინ აქვს, როცა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ. ნარდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მენარდე (სამუშაოს შემსრულებელი) და შემკვეთი (რომელსაც გადაეცემა მენარდის შრომის შედეგი). მენარდის შრომა შეიძლება მიმართული იყოს ნივთის შექმნისკენ (ნაგებობა, ინსტრუმენტები, მანქანები), ნივთის აღდგენის (შეკეთება, გადაკეთება) ან სხვა სამუშაოს შესრულებისკენ (გარეცხვა, გაწმენდა და ა.შ.). თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. იმ შემთხვევაში, როცა მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

(გაგრძლება მომდევნო ნომერში)