სოციალური პრობლემები

2013 წლის 1 ივლისიდან ანაზღაურდება

2013 წლის 1 ივლისიდან ანაზღაურდება
ამბულატორიული მომსახურება:

* ოჯახის ან უბნის ექიმისა და ექთნის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, მათი ბინაზე მომსახურება. ანაზღაურდება 100%-ით.

ექიმი-სპეციალისტების მომსახურება ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით, ანაზღაურდება 70-%-ით, კერძოდ:

  • ენდოკრინოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ოტორინოლარინგოლოგი;
  • უროლოგი.

ექიმის დანიშნულებით გამოკვლევები ანაზღაურდება 100%-ით:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო;
  • ეკგ.

70%-ით ანაზღაურდება:

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია.

ასევე ანაზღაურდება:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა.
  • ყველა სახის სამედიცინო ცნობის, დასკვნისა და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან
    დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება:

  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ანაზღაურდება სრულად.

სტაციონარული მომსახურება:

  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15000 ლარი);

ანაზღაურდება 100%-ით:


ანაზღაურდება 70%-ით:

  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.

გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის დღის სტაციონარი) და მათთან დაკავშირებული ყველა გამოკვლევები - წლიური ლიმიტი 15000 ლარი, ანაზღაურდება 70%-ით. ხოლო სრულად ანაზღაურდება 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები.

  • ონკოლოგია;
  • ქიმიოთერაპია;
  • ჰორმონოთერაპია;
  • სხივური თერაპია;
  • წლიური ლიმიტი 12000 ლარი;

18 წლამდე ბავშვებისთვის ანაზღა­ურდება 100%-ით; სხვა შემთხვევებში ანაზღაურდება 80%-ით. მშობიარობა:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა - ლიმიტი 500 ლარი;
  • საკეისრო კვეთა - ლიმიტი 800 ლარი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება:

  • შესამაბისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;
  • თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;
  • სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
  • საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
  • სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
  • ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
  • სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
  • ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
  • ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები;
  • პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (პეტ/ცტ);
  • თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანას გადანერგვა.

მომსახურების მისაღებად:

  • გეგმური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში, ამასთან, რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ;
  • გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას;
  • გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მატერიალიზებული ვაუჩერის/საგარანტიო წერილის მისაღებად.

პროგრამის მოსარგებლეები:

  • საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მოსარგებლეები არიან 1-ლი ივლისისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოქალაქეები. თუ დაზღვეულ მოქალაქეს 1-ლი ივლისის შემდგომ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდება სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მას შეეძლება მიიღოს როგორც ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურება, ასევე ექთნის მომსახურება უფასოდ. ასევე სრულად დაუფინანსდება სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზები, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15000 ლარი).
  • პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ 1505 ან მიაკითხეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებს.