სახელშეკრულებო ვალდებულების ძირითადი საფუძვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახელშეკრულებო ვალდებულების ძირითადი საფუძვლები

გაცვლის ხელშეკრულების დროს სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, ხოლო საგანი - ყოველი ქონება, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს. ამასთან, არატოლფასი ქონების გაცვლისას, მხარეების შეთანხმებით, ქონების ნაწილი შეიძლება ფულით ანაზღაურდეს.  ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულ ქონებას. ასეთი ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია დასაჩუქრებულის თანხმობა, ე.ი. საკმარისი არ არის მჩუქებლის ცალმხრივი მოქმედება. დასაჩუქრებულის თანხმობა გამომდინარეობს მისივე მოქმედებიდან, რაც გამოიხატება საჩუქრის მიღებით. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავზე - ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

იჯარის ხელშეკრულება მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ჯგუფს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქონების გადაცემა დროებით სარგებლობაში, რაც საჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. თუმცა ეს ხელშეკრულება ქირავნობის ხელშეკრულების მსგავსია, მაგრამ მას ზოგიერთი ისეთი ნიშნები გააჩნია, რომელიც საჭიროდ ხდის მის ცალკე გამოყოფას. იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ასევე ნატურით, მაგრამ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც. თუ იჯარის ხელშეკრულება იდება 10 წელზე მეტი ვადით, 10 წლის გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია საიჯარო ხელშეკრულება მოშალოს კანონით დადგენილ ვადაში (კანონის თანახმად, ასეთ ვადად დადგენილია 3 თვე). მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება გამოიხატება მიწის ნაკვეთთან ერთად ინვენტარის გადაცემით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მხარეებს დამატებით განსაზღვრული მოვალეობებიც დაეკისრებათ. კერძოდ, მოიჯარეს დაეკისრება პასუხისმგებლობა ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის. მეიჯარე ვალდებულია გარკვეულ დროში გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გახდა გამოუსადეგარი მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარეს ინვენტარის შეცვლა შეუძლია იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება მეურნეობას, ე.ი. მოიჯარეს შეუძლია შეიძინოს ინვენტარი, მაგრამ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მიწის ნაკვეთზე მოწესრიგებული მეურნეობის გაძღოლისათვის. აღსანიშნავია, რომ მოიჯარის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო ინვენტართან ერთად ხდება მეიჯარის საკუთრება. იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარში შედის პირუტყვი, მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს დანაკლისი მიუხედავად იმისა, რომ იგი მეურნეობას სწორად უძღვებოდა. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მოიჯარე პასუხს აგებს მაშინაც, როდესაც პირუტყვს იყენებს დანიშნულებისამებრ და სათანადოდ უვლის მას.

- გთხოვთ აგვიხსნათ, რა შემთხვევაში ხდება საიჯარო ქონების ვადამდე უკან დაბრუნება და როგორი პასუხისმგებლობა ეკისრება მსგავს შემთხვევაში მოიჯარეს.

- თუ მოიჯარე საჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან დააბრუნებს, იგი საჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ, გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ამასთან ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით, მაგრამ თუ მოიჯარე მეიჯარეს ასეთ მოიჯარეს ვერ შესთავაზებს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.  მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლია საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენება.

- გთხოვთ, აგვიხსნათ, როგორი წესით იდება სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება და როგორია მისი ფორმა.

- სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი მოიჯარეს სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა, სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობასთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის დაცული, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება ჩვენ მიერ ზემოთ განხილული იჯარის წესები (აღნიშნული საკითხის უფრო დეტალურად ცოდნის მსურველ მკითხველს ვურჩევთ იხილოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 594-606-ე მუხლები).