ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

- ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის დროს წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის მოწმობა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, აგრეთვე - მისი ამ ობიექტზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული). რაც შეეხება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს, პენსიის დასანიშნად მათ უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და მათი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გასცემს სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, საიდანაც იქნენ მივლინებული). ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული 9 აპრილის მონაწილის საბუთი, ხოლო ამავე აქციის მონაწილეებმა - პირადობის მოწმობა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 9 აპრილის მონაწილის საბუთი. "საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პირებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში პენსიის დასანიშნად უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ. ზემოაღნიშნული კანონით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისთვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში მშობლებმა უნდა წარადგინონ: პირადობის მოწმობა, გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. 

- ორი თვის წინ საავტომობილო კატასტროფაში დამეღუპა შვილი და რძალი. დამრჩა სამი არასრულწლოვანი შვილიშვილი. მეზობელმა მირჩია, თქვენთვის მომემართა და გამერკვია, ვის მივმართო მათთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე, რა ოდენობის პენსია დაენიშნება მშობლების დაღუპვის გამო თითოეულ ბავშვს და რა საბუთების წარდგენა იქნება საჭირო.


- თანაგიგრძნობთ მომხდარი ტრაგედიის გამო და გაცნობებთ, რომ დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განცხადებას უნდა დაურთოთ: თქვენი, როგორც ბავშვების მეურვის, პირადობის მოწმობა, მარჩენალის (ორივე მშობლის) გარდაცვალების მოწმობები და მარჩენალდაკარგული ბავშვების დაბადების მოწმობები. მოქმედი კანონით, მარჩენალის დაკარგვის გამო თითოეულ ბავშვს პენსია ენიშნება 18 წლის შესრულებამდე, სამწუხაროდ, თვეში მხოლოდ 55 ლარი. აქვე მივუთითებთ, რა საბუთების წარდგენაა საჭირო მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა.  "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში უნდა წარადგინონ: მშობლებმა - პირადობის მოწმობა, გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ამონაწერი; მეუღლემ - პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი მიღწეული არ არის საპენსიო ასაკს - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილმა (ნაშვილებმა) - ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ომის მონაწილეებისთვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • ომის ინვალიდებისთვის - პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან.

- გთხოვთ აგვიხსნათ, რა შემთხვევაში ენიშნებათ პენსია რეპრესირებულთა მეუღლესა და შვილებს. კონკრეტულად, ენიშნებათ თუ არა პენსია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა მეუღლეებსა და შვილებს და რა საბუთები უნდა წარუდგინონ მათ შესაბამის ორგანოს მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დასანიშნად.

- შრომისუნარიან მეუღლეებსა და შვილებს რეპრესირებულის გარდაცვალების გამო პენსია არ ენიშნებათ. კანონის თანახმად, პენსია რეპრესირებულთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ მხოლოდ შრომისუუნარო მეუღლეებსა და შვილებს, რისთვისაც მეუღლეებმა შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინონ პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ და თუ მიღწეული არ არიან საპენსიო ასაკს, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, ხოლო შვილმა (ნაშვილებმა) - პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში - ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა პენსიის დანიშვნისთვის საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის), ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა - ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. პირს, რომელსაც სახელმწიფო პენსიის დანიშვნისთვის წარსადგენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ აქვს დაფიქსირებული რეგისტრაციის ადგილი, სახელმწიფო პენსია ენიშნება პირადობის მოწმობის გაცემის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით. პენსიის დანიშვნის საკითხს სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. შეზღუდული შესაძლებლობისა და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. საყურადღებოა, რომ მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება და შესაბამისი საბუთები კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. პენსიის გაცემის შეწყვეტის, მისი განახლების, გადაანგარიშების, დანამატების დარიცხვის, აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებზე ჟურნალის მომდევნო ნომრებში მოგაწვდით კანონიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ინფორმაციას.