ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" მოქმედი კანონიდან გამომდინარე, "დროებითი შრომისუუნარობის წესის" შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანია დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო ძირითადი ამოცანებია: დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა; დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) გაცემა კანონით დადგენილ შემთხვევებში; რეკომენდაციების გაცემა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც არ არიან ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ დროებით ან მუდმივ გადაყვანას სხვა შესაფერის სამუშაოზე; რეკომენდაციების ან დასკვნების გაცემა მოსწავლეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ ფაკულტეტის შეცვლას, აკადემიურ შვებულებას ან სწავლის სხვა სპეციალური პირობების შექმნას.

- როგორი წესით გაიცემა საავადმყოფო ფურცელი იმ პირებზე, რომლებიც დროებითი შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას ან გაგზავნილი არიან სამკურნალოდ ანდა საკონსულტაციოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ? გვაინტერესებს აგრეთვე, გაიცემა თუ არა საავადმყოფო ფურცელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების გამცილებლებზე მათი სამკურნალოდ ან საკონსულტაციოდ საზღვარგარეთ გაგზავნის შემთხვევაში.

- პირებს, რომლებიც დროებით შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას, ან გაგზავნილნი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ ან პროთეზირებისთვის, ადგილზე გაცემული შესაბამისი საბუთების საფუძველზე მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მკურნალობის, კონსულტაციის, პროთეზირებისთვის საჭირო მთელ პერიოდზე. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების გამცილებლებზე საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამავე წესით. პირებს, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ არამუდმივ საცხოვრებელ ადგილზე (მივლინება, შვებულება და ა.შ.), საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ (გაუგრძელდებათ) ამ წესის შესაბამისად, ხოლო მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მკურნალობის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში - იმ პერიოდის გათვალისწინებით, რაც საჭიროა მუდმივ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.

- ვინაიდან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, იქნებ განგვიმარტოთ, როგორი წესით გაიცემა საავადმყოფო ფურცელი პირებზე, რომლებიც რამდენიმე ადგილზე არიან დასაქმებული.

- პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან რამდენიმე ადგილზე, მათი მოთხოვნით საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ცალ-ცალკე. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფთა სტაციონარულ ან ამბულატორიულ მომსახურებას, განურჩევლად დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.

- რის საფუძველზე გაიცემა საავადმყოფო ფურცელი?

- საავადმყოფო ფურცლის გაცემა და გაგრძელება ხდება პაციენტის პირადი გასინჯვის საფუძველზე და დასტურდება სამედიცინო საბუთებში სათანადო ჩანაწერებით. საავადმყოფო ფურცლის მისაღებად აუცილებელია, პირმა შესაბამის დაწესებულებას წარუდგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. როგორც შესავალშივე აღვნიშნეთ, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ნებისმიერი დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო. ახლა კონკრეტულად განვმარტავთ, როგორია, მოქმედი კანონის შესაბამისად, მისი გაცემისა და გაფორმების წესი. დაავადების ან დასახიჩრების გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.


- სად და ვის მიერ ტარდება დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა?

- დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში სერტიფიცირებული ექიმის/ექიმების მიერ. საავადმყოფო ფურცელი წამოადგენს, დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა: დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო, კარანტინის გამო, შრომისუუნარობისას დასაქმებულის დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო, პროთეზირების გამო და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის შესახებაც ჩვენს ჟურნალში დაწვრილებით უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას ამაზე აღარ შევაჩერებთ. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოელებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

- რამდენი დღით შეუძლია საავადმყოფო ფურცლის გაცემა მკურნალ ექიმს?

- მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. თუმცა კანონით აქაც გათვალისწინებულია გამონაკლისები: განსაკუთრებულ შემთხვევებში, გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით (ძნელად მისადგომი სოფლის, დაბის ამბულატორიებში, სადაც მუშაობს ერთი ექიმი) მკურნალ ექიმს უფლება აქვს ერთპიროვნულად გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი, შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს მკურნალ ექიმს დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით უფლება აქვს გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი არა უმეტეს 4 თვისა, ხოლო კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის არსებობისას - შრომის უნარის სრულ აღდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა; ცალკეულ შემთხვევებში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზის დროს – არა უმეტეს 10 თვისა, პერიოდული გაგრძელებით ყოველი 30 დღის შემდეგ. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის - უქმე დღეებშიც მორიგე ექიმის მიერ. არ შეიძლება საავადმყოფო ფურცლის გაცემა გასულ დღეებზე, როცა პაციენტის ჯანმრთელობა შეუმოწმებელია ექიმის მიერ. გამონაკლის შემთხვევებში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს გასულ პერიოდზე:

  • თუ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების ექიმმა ღამის საათებში (ამ შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე);
  • თუ დასაქმებული საზღვარგარეთ მივლინებით ყოფნის პერიოდში ავადმყოფობის გამო ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ, რაც დასტურდება შესაბამისი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით;
  • პირზე, რომელიც დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაიგზავნა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და გაცემული დასკვნის საფუძველზე ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ ან შრომისუნარიანად;
  • თუ დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცელი დადგენილი წესის მოთხოვნათა შესაბამისად დროულად არ გაიცა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის მიზეზით.

- 6 დღეა ვიმყოფები საავადმყოფო ფურცელზე. მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად, ამბულატორიულად ჩავიტარე გამოკვლევები. გაირკვა, რომ მჭირდება გადაუდებელი მკურნალობა სპეციალიზებულ დაწესებულებაში; მეც მზად ვარ, დაუყოვნებლივ დავწვე სტაციონარში. ექიმი მაძლევს მიმართვას მკურნალობის გასაგრძელებლად, მაგრამ მიხურავს ბიულეტენს. სწორია ასეთი გადაწყვეტილება?

- კანონის თანახმად, პაციენტებზე, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გასცეს ღია საავადმყოფო ფურცელი და სათანადო მიმართვა მკურნალობის გასაგრძელებლად. ასე რომ, შეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, თქვენი ექიმის მიერ საავადმყოფო ფურცლის დახურვა არ იქნება მართებული.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 593 35 99 09