ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

* არის თუ არა კანონით სავალდებულო სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორთა დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ;

* ვის უნდა მიმართოს მემკვიდრემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და სხვა.

1. უარი სამკვიდროს მიღებაზე

როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც შეიტყობს ან უნდა შეეტყო სამკვიდროს მისაღებად თავისი მიწვევის შესახებ. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა უნდა გააფორმოს ნოტარიუსმა, ამიტომ ბუნებრივია კანონის მოთხოვნა, რომ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის გამო მემკვიდრემ აუცილებლად უნდა მიმართოს განცხადებით სანოტარო ორგანოს სამკვიდროს გახსნის ადგილზე. მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო ან მთლიანად თქვას უარი მასზე. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე. მაგალითად, არ შეიძლება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე იმ პირობით, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა გადაუხადონ მას განსაზღვრული თანხა. ასევე არ დაიშვება უარი ანდერძით მემკვიდრეობაზე და თანხმობა იმავე ქონების მიღებაზე კანონით. კანონით გათვალისწინებული იმ მითითებიდან გამომდინარე, რომ არ დაიშვება სამკვიდროს ნაწილის მიღება და ნაწილზე უარის თქმა, დაუშვებელია, ყველა შემთხვევაში გამოტანილ იქნეს დასკვნა, რომ განცხადება სამკვიდროს ნაწილის მიღებაზე ბათილია. მაგალითად, თუ მამკვიდრებელს, რომელსაც ანდერძი არ შეუდგენია, გარდაცვალების შემდეგ ორი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა და ერთ-ერთმა შეიტანა განცხადება სამკვიდროს ნახევრის მიღებაზე, არ უნდა ჩაითვალოს, თითქოს ის უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე.

- არის თუ არა კანონით გათვალისწინებული რაიმე გამონაკლისი იმ საერთო წესიდან, რომ სამკვიდროს მიღებაზე ან მის ნაწილზე უარის თქმა არ დაიშვება?

- დიახ, ამ შემთხვევაში კანონი უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს:

ა) მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე; ეს არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;

ბ) თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე. მაგალითად, თუ ანდერძით მემკვიდრეს ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონებიდან ეკუთვნის წილი როგორც კანონით მემკვიდრეს, მას შეუძლია მიიღოს ერთი და უარი თქვას მეორეზე, მაგრამ ეს უარი არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე საერთოდ უარის თქმად;

გ) მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად. მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. მაშასადამე, მემკვიდრეს უფლება არ აქვს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე ასეთ პირთა სასარგებლოდ, მაშინ უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.


- როგორ გადაწყდება საკითხი, თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, ვის სასარგებლოდ ამბობს უარს?

- ამ შემთხვევაში მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწვეულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული - ანდერძით მემკვიდრეთა წილს და განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაძლოა, მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთი იყოს მოცემული რიგის მემკვიდრეთა შორის. ამ შემთხვევაში სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა ნებადართულია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. მემკვიდრეს, რომელიც უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილიც. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად გადანაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც ითქვა უარი სამკვიდროს მიღებაზე. როგორც აღვნიშნეთ, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირების სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. ისმის კითხვა: კანონი ამ შემთხვევაში გულისხმობს უარის თქმას იმ რიგის მემკვიდრეთა სასარგებლოდ, რომელთაც ეკუთვნის მემკვიდრე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე თუ საერთოდ ყველა მემკვიდრის სასარგებლოდ, განურჩევლად იმისა, კანონით მემკვიდრეთა რომელ რიგს მიეკუთვნებიან ისინი? კანონის მითითებიდან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ იგულისხმება ყველა კანონით მემკვიდრე, განურჩევლად იმისა, რომელი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ისინი. ვინაიდან მემკვიდრეს არ აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მემკვიდრეთა რიცხვს, დაისმის საკითხი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შვილიშვილების სასარგებლოდ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კანონით მემკვიდრეთა დამოუკიდებელ კატეგორიას და სამკვიდროს იღებენ წარმომადგენლობის უფლებით. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შვილიშვილების სასარგებლოდ ნებადართულია, თუ ისინი წარმოადგენენ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებს, შვილიშვილები კი კანონით მემკვიდრეებად მხოლოდ მაშინ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა. როგორც ცნობილია, თუ მემკვიდრეები არ არიან ან უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე, სამკვიდრო ხაზინის საკუთრებაში გადადის. ხაზინას არ აქვს უფლება, მასზე გადასული სამკვიდროს მიღებაზე უარი თქვას.

- შეუძლია თუ არა მემკვიდრეს უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ?

- არა. კანონის თანახმად, არ შეიძლება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ. რაც შეეხება მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის თაობაზეც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. მაგალითად, როცა მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და განაგრძობს მისი ქონებით სარგებლობას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ითვლება, რომ სამკვიდრო მიიღო, მაგრამ მას უფლება აქვს, დადგენილ ვადაში უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე ამის შესახებ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამკვიდროს მიღების პრეზუმფციას, რომელიც შეიძლება უარყოფილ იქნეს სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ. სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ დავალებაში (მინდობილობაში) საგანგებოდ არის გათვალისწინებული უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ. სამკვიდროს მიღებისა და უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ამდენად, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს მიიღებს, ითვლება ქონების მესაკუთრედ, მას წარმოეშობა უფლება ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე, ასევე ქონებაზე ხარჯების გაწევის მოვალეობა და ა.შ., ხოლო მემკვიდრეს, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ასეთი უფლებები და მოვალეობები სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე არ აქვს. ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მემკვიდრეობის სამართალს არა მარტო სამოქალაქო სამართალში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უაღრესად დიდი ადგილი უკავია. შესაბამისად, როგორც სამკვიდროს მიღება, ისე უარი მის მიღებაზე სამართლის აღნიშნული დარგის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია და ერთნაირად წყდება როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს.

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 893 35 99 09