ოჯახი და სამართალი - სამკვიდრო და სამკვიდროს გახსნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი - სამკვიდრო და სამკვიდროს გახსნა

იგი არის იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გადადის მემკვიდრეზე. თუ არ არის სამკვიდრო, არ იქნება მემკვიდრეობაც. უფრო კონკრეტულად, სამკვიდრო შეიცავს როგორც ქონებრივ უფლებებს, ანუ სამკვიდრო აქტივს, ისე მოვალეობებს, ანუ პასივს, რომლებიც მამკვიდრებელს გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდრო აქტივისა და პასივის ერთობლიობა სამკვიდრო ქონებას ანუ სამკვიდროს მასას წარმოადგენს.

- რა თავისებურებები ახასიათებს სამკვიდრო ქონების დადგენის ფარგლებს?

- სამკვიდრო ქონების ფარგლების დასადგენად მიზანშეწონილია რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება:

  • სამკვიდროში შედის მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა მატარებელი სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი. თუ უფლება-მოვალეობა მამკვიდრებლის გარდაცვალების შედეგად წარმოიშვა, მის მემკვიდრეობით გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი უფლება-მოვალეობა მემკვიდრეობით კი არ გადადის, არამედ ახლად წარმოიშობა სულ სხვა საფუძვლებით, თანაც ამისთვის გარდაცვალებასთან ერთად საჭიროა სხვა იურიდიული ფაქტებიც;
  • ზოგიერთი უფლება-მოვალეობა არ შეიძლება მემკვიდრეობით გადავიდეს სხვა პირებზე თავისი ბუნების გამო, ან კანონი არ მიიჩნევს შესაძლებლად მემკვიდრეზე მათ გადასვლას;
  • მემკვიდრეობით შეიძლება გადავიდეს არა მარტო ქონებრივი, არამედ არაქონებრივი ხასიათის უფლება-მოვალეობებიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის სიცოცხლეში წარმოშობილი მისი კუთვნილი ქონებრივი უფლებები: საკუთრების უფლება, აღნაგობის უფლება, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და სხვა. სამკვიდროში შედის ის ვალდებულებებიც, რომლებიც მამკვიდრებელს ჰქონდა და არ შეუსრულებია, მაგალითად, გაუსტუმრებელი ვალი და სხვა. სამკვიდროში აგრეთვე შედის მამკვიდრებლის წილი საერთო საკუთრებაში. კანონით მემკვიდრეობის დროს სამკვიდრო ქონება რეალურად უნდა არსებობდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად სამკვიდრო აქტივის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაძლოა მამკვიდრებელს ქონება საერთოდ არ გააჩნდა გარდაცვალების დროს და მხოლოდ ვალები დარჩა. ამ შემთხვევაში სამკვიდრო მასა მაინც არსებობს სამკვიდრო პასივის სახით.

- შეუძლია თუ არა მამკვიდრებელს, ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც მისი შედგენის დროს არ გააჩნდა და შემდგომ შეიძინა?

- ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენის დროს ჯერ კიდევ არ გააჩნდა, მაგრამ გარდაცვალებამდე შეიძლება შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ ყველა სახის ქონებრივი უფლება-მოვალეობა მემკვიდრეობით ურთიერთობებში ერთნაირად არ მონაწილეობს. სამკვიდროში ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ შედის. უპირველეს ყოვლისა, მათ მიეკუთვნება პირადი ხასიათის ქონებრივი უფლება-მოვალეობები. ისინი მამკვიდრებლის პიროვნებასთან ისე ღრმად არიან დაკავშირებულნი, რომ სხვაზე მათი გადასვლა წარმოუდგენელიცაა. ასეთი უფლება-მოვალეობები მამკვიდრებელთან ერთად კვდება. სამოქალაქო კოდექსის 1331-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები და ჩანაწერები, ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენიებელი და სხვა საკულტო საგნები, ასევე საფლავი.


- შედის თუ არა სამკვიდროში ის უძრავი ქონება, რომლითაც მამკვიდრებელმა ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ნაანდერძევი?

- სამკვიდროში არ შედის ისეთი უძრავი ქონება, რომლითაც მამკვიდრებელმა ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ნაანდერძევი. ამ შემთხვევაზე კანონი ყურადღებას იმიტომ ამახვილებს, რომ პრაქტიკაში სადავო ხდება იმ ქონების იურიდიული ბედი, რომელიც ნაანდერძევ ქონებას ახლავს და ფაქტობრივად მის გაგრძელებას წარმოადგენს. მემკვიდრეობითი ურთიერთობების წარმოშობის საწყის ეტაპს სამკვიდროს გახსნა წარმოადგენს. იგი ისეთი იურიდიული ფაქტია, რომელთანაც დაკავშირებულია მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებამოსილებათა შეწყვეტა და სხვა პირებზე მათი გადასვლა. ასეთი ფაქტი არაერთი შეიძლება იყოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ ორ ფაქტს ცნობს. ესენია: პირის გარდაცვალება და სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება. პირის გარდაცვალება სამკვიდროს გახსნის ყველაზე გავრცელებულ და ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს. სიკვდილის მომენტი განისაზღვრება იმ სამედიცინო-ბიოლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რამაც გამოიწვია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების სრული შეწყვეტა. თუ ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა დროებით შენარჩუნებულია სხვადასხვა ხელოვნური აპარატის გამოყენებით, სამკვიდრო გახსნილად არ ითვლება.

- რა დრო ითვლება სამკვიდროს გახსნის დროდ?

- სამართლებრივი შედეგების მიხედვით, პირის გარდაცვალებასთან გათანაბრებულია სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე - პირის სიკვდილის ფაქტის დადგენა. თუმცა პირის გარდაცვლილად გამოცხადება არ შეიძლება ობიექტური ჭეშმარიტების ამსახველად იქნეს მიჩნეული, მაგრამ იგი მაინც სიკვდილის პრეზუმფციას ემყარება და სამართლებრივად უთანაბრდება გარდაცვალებას. ამდენად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის მემკვიდრე ცოცხალია, მიიჩნევა, რომ ის უნდა იქნეს აღიარებული სამკვიდროს დამტოვებლის უფლებამონაცვლედ. მაგრამ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ურთიერთმემკვიდრეები, მაგალითად, მეუღლეები, მშობლები და შვილები, ერთდროულად იღუპებიან ექსტრემალურ სიტუაციაში - სატრანსპორტო ან ეკოლოგიური კატასტროფის დროს. შესაძლოა, მათი გარდაცვალება ერთსა და იმავე მიზეზთან არ იყოს დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში მათ შორის მემკვიდრეობითი ურთიერთობები არ წარმოიშობა და სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად. გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს სამკვიდროს გახსნას კომლში. კომლის თითოეულ წევრს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური საკუთრება, რომელიც გამიჯნულია კომლის საერთო საკუთრებისგან. კომლის ბოლო წევრის გარდაცვალება ედება საფუძვლად კომლში სამკვიდროს გახსნას. კომლის საკუთრება მემკვიდრეობით გადადის სამკვიდროს დამტოვებლის უფლებამონაცვლეებზე საერთო წესის მიხედვით, ასევე კომლის ბოლო წევრს შეუძლია ანდერძით გადასცეს ქონება სხვას. დიდი სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს სამკვიდროს გახსნის ადგილის განსაზღვრას.

- მოქმედი კანონის თანახმად, რომელი ადგილი ითვლება სამკვიდროს გახსნის ადგილად?

- სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ - სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელი.

თქვენთვის საინტერესო საკითხების თაობაზე მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 893 35 99 09