ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება

ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება

- როგორი წესით ხდება სამკვიდროს მიღება? შეუძლია თუ არა ქმედობაუუნარო პირს, მიიღოს სამკვიდრო?
- სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედობაუნარიან პირს. ქმედობაუუნარო და შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. სამკვიდროს მიღების განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლა სხვა მემკვიდრეებზე. თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება მის მემკვიდრეებზე გადადის. აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მემკვიდრემ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში. მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლას უწოდებენ ტრანსმისიას, მემკვიდრეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების უფლება გადადის სხვა პირზე - ტრანსმიტენტს, ხოლო პირს, რომელზეც სამკვიდროს მიღების უფლება გადადის - ტრანსმისარს. მაგალითად, თუ პირი გარდაიცვალა და სამკვიდროს მისაღებად მოიწვიეს მისი შვილი (ტრანსმიტენტი), მაგრამ ეს უკანასკნელი სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, მისი წილის მიღების უფლება გადავა მის მემკვიდრეზე (ტრანსმისარზე). ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს მემკვიდრე ჩვეულებრივ მიიღებს სამკვიდროს, რომელიც უშუალოდ გარდაცვლილ მემკვიდრეს (ტრანსმიტენტს) ეკუთვნოდა. ტრანსმისიის დროს საქმე ეხება ამ უკანასკნელის სამკვიდროს მიღების უფლებას, რომლის განხორციელება მან გარდაცვალებამდე ვერ მოასწრო. მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით სამკვიდროს მისაღებად ცალკე ნების გამომჟღავნებაა საჭირო. ეს იმიტომ, რომ თუ მემკვიდრე მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით სამკვიდროს მიღებაზე უარს იტყვის, ის უფლებას არ კარგავს, მიიღოს სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ გარდაცვლილ მემკვიდრეს ეკუთვნოდა. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმის დროს (ე. ი. მაშინ, როცა ტრანსმისარი უარს იტყვის ტრანსმიტეტის სამკვიდრო წილის მიღებაზე) ქონება გადადის სხვა მემკვიდრეზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრესთან (ტრანსმიტენტთან) ერთად.


- რა განსხვავებაა მემკვიდრეობით ტრანსმისიასა და წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობას შორის?
- მემკვიდრეობითი ტრანსმისია არსებითად განსხვავდება წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობისგან. ეს უკანასკნელი მხოლოდ კანონით მემკვიდრეობის დროს ხდება, მემკვიდრეობითი ტრანსმისია კი როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. ამასთანავე, მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს კი მაშინ, როცა მემკვიდრედ მოწვეული პირი სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვლება, მაგრამ დადგენილ დროში მის მიღებას ვერ მოასწრებს. ერთ-ერთი განსხვავება ისიც არის, რომ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით შესაბამის უფლებას იძენს ყოველი მემკვიდრე და არა მხოლოდ შვილიშვილები (შვილიშვილის შვილები და მათი შვილები), დისწულები და ძმისწულები (მათი შვილები), როგორც ხდება წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის დროს. უფრო დაწვრილებით: მაშინაც კი, როცა სამკვიდრო მემკვიდრეობითი ტრანსმისიით გადადის შვილიშვილებზე, განსხვავება მასა და წარმომადგენლობით მემკვიდრეობას შორის არ იშლება. წარმომადგენლობის უფლებით შვილიშვილი სამკვიდროს იღებს მაშინ, თუ პირველად გარდაიცვალა შვილიშვილის ის მშობელი, რომელიც ბებიის ან პაპის მემკვიდრე იქნებოდა, შემდეგ კი ბებია ან პაპა, ხოლო ტრანსმისიის შემთხვევაში შვილიშვილი მაშინ იღებს სამკვიდროს, თუ პირველად გარდაიცვალა ბებია ან პაპა, შემდეგ კი მათი მემკვიდრე (შვილიშვილის მშობელი), რომელმაც დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღება ვერ მოასწრო. წარმომადგენლობის უფლებით სამკვიდროს მიღებისას მამკვიდრებელი ერთია (ბებია ან პაპა), რომლის ქონებასაც შვილიშვილები იღებენ უშუალოდ თავიანთი ადრე გარდაცვლილი მშობლების გვერდის ავლით, მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს კი, ფაქტობრივად, ორი მამკვიდრებელია, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან - ბებია ან პაპა და შვილიშვილის მშობელი, ხოლო სამკვიდროს წარმოადგენს მშობლის ქონება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბებიის ან პაპის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება. აღნიშნულის გამო წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობისას შვილიშვილები (შვილიშვილის შვილები და მათი შვილები) პასუხს აგებენ მხოლოდ მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე იმ ქონების ფარგლებში, რომელიც მიიღეს ბებიის ან პაპის გარდაცვალების შემდეგ, ტრანსმისარი კი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე როგორც ტრანსმიტენტის, ისე მისი მამკვიდრებლის ვალებისთვის მასზე გადასული მთელი ქონებით. დავუშვათ, რომ პირმა მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამკვიდრო, რომელიც შედგება 100 ლარის ღირებულების აქტივისა და 1200 ლარის პასივისაგან, ხოლო პაპის გარდაცვალების შედეგ მასზე წარმომადგენლობის უფლებით გადავიდა სამკვიდრო, რომელიც შედგება 1000 ლარის აქტივისა და 200 ლარის პასივისგან. ამ შემთხვევაში პაპის კრედიტორები სრულად დაკმაყოფილდებიან, მამის კრედიტორები კი არა, რადგან პასივი აქტივს 200 ლარით აღემატება. საბოლოოდ შვილიშვილი მიიღებს 800 ლარის ღირებულების სამკვიდროს. თუ შვილიშვილი სამკვიდროს იღებს მემკვიდრეობითი ტრანსმისიით, მაშინ პაპის ქონება მამის ქონებასთან ერთად განხილულ უნდა იქნეს როგორც ერთიანი, რომელიც, ჩვენი მაგალითის მიხედვით, შეადგენს 2 000 ლარ აქტივსა და 1 400 ლარ პასივს. ამ შემთხვევაში როგორც პაპის, ისე მამის კრედიტორები მიიღებენ სრულ დაკმაყოფილებას (1 400 ლარს) და საბოლოოდ შვილიშვილს დარჩება 600 (2 000-1 400) ლარის ღირებულების ქონება.


kiTxvebiT mogvmarTeT nomerze: 893 35-99-09



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.
5 წლის სანდრო ალაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დედა, ვერ გირეკავ ხოლმე, ბილაინი მანდ რომ ვერ იჭერს, მაგთის ნომერს გიგზავნი,
ამერიკელმა სოციოლოგებმა განსაზღვრეს იდეალური ასაკი ბედნიერი ქორწინებისთვის.
რამდენად გაგვიძვირდა პროდუქტები 2020 წლის იანვარში? - ნახეთ დეტალურად "პალიტრანიუსის"
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად